განთიადი (დმანისის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტში
განთიადი[4][5] (1949 წლის 12 ივლისამდე[6] — „ყალამშა“) — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტში[7]. თემის ცენტრი (სოფლები: განთიადი, ჯავახი, ტნუსი). მდებარეობს დმანისის პლატოზე. მდინარე მაშავერის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 1060 მეტრზე, დმანისიდან დაშორებულია 5 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 816 კაცი.[8]
სოფელი | |
---|---|
განთიადი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | დმანისი |
თემი | განთიადი |
კოორდინატები | 41°20′25″ ჩ. გ. 44°15′28″ ა. გ. / 41.34028° ჩ. გ. 44.25778° ა. გ. |
მოსახლეობა | 544 (2014)[1] |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 96 %, ბერძნები 3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | (360)[2] |
საფოსტო ინდექსი | 1703[3] |
ისტორია
რედაქტირებასოფლის სახელწოდება „კალამშა“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე „Каламша“ სახით.
გალერეა
რედაქტირება-
სოფელი „განთიადი“ — „ქე“-ში (2014)
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასოფელში შემორჩენილია X-XI საუკუნეების ეკლესია, რომელიც მრავალჯერ გადაუკეთებიათ. კედლებში ჩაყოლებულია წარწერიანი ლოდები, ერთი — აგების დროინდელია, ორი — XIII-IV საუკუნეებისაა. ახლანდელი ქართული მოსახლეობა XIX საუკუნეში ჯავახეთიდან არის მოსული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 397.
- დ. ბერძენიშვილი, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 550.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://census.ge/en/home
- ↑ http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
- ↑ http://www.gpost.ge
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 28.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 42.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.