კავკასიური რცხილა
კავკასიური რცხილა, ევროპული რცხილა (ლათ. Carpinus betulus) — ხე არყისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 35 მ აღწევს. აქვს გლუვი[1] ან ოდნავ დამსკდარი ქერქი. ფოთლები შიშველია, მოკლეყუნწიანი, ფირფიტა მოყვანილობით მოგრძოკვერცხისებურია, წაწვეტებული, ორმაგხერხკბილა. კვირტები ოვალურია, მოწითალო მურა ფერის. მამრობითი ყვავილედი მჭადაა, ყლორტის ძირებში განლაგებული. მდედრობითი ყვავილედი კენწრულია. ნაყოფის საბურველი სამნაკვთიანია, თვითონ ნაყოფი კაკალია. ყვავის მარტ-აპრილში, ნაყოფმსხმოიარობს ივნის-ივლისში.[2]
რცხილა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Carpinus betulus L., 1753 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
სია
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 194274 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
გავრცელებულია მთელ კავკასიაში, ყირიმში, ჩრდილოეთ ირანსა და მცირე აზიის ჩრდილოეთ ნაწილში. საქართველოში იზრდება დაბლობიდან მოკიდებული ზღვის დონიდან 2000 მ-დე ტყის სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე.[1]
ერთ-ერთი მთავარი ტყის ჯიშია. ქმნის როგორც წმინდა კორომებს (ძირითადად ზღვის დონიდან 1000 მ-მდე), ისე შერეულ ტყეებს ფოთლოვან (წიფელი, მუხა, წაბლი) და წიწვოვან (ნაძვი, სოჭი) ჯიშებთან. ჩრდილის ამტანი, ყინვა და ქარგამძლეა. მეზოფილურია, თუმცა მეტ-ნაკლებად ეგუება ჰაერის სიმშრალეს.[1]
მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყრით. ძალზე მაგარი და გამძლე თეთრი მერქანი აქვს, რომელსაც სადურგლო და სახარატო საქმეში იყენებენ. ფოთლები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. დეკორატიულია, კარგად იტანს კრეჭას. აშენებენ ცოცხალ ღობედ, ხეივნებად.[1]
გალერეა
რედაქტირება-
ფოთოლი
-
ყვავილედი
-
ტანი
-
ბოტანიკური ილუსტრაცია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 312.
- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 86.