YouTube-ის ცენზურა

(გადამისამართდა გვერდიდან იუთუბის ბლოკირება)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იუთუბი, მეოთხეა ყველაზე ბევრჯერ ნანახი საიტების[1] სიაში, ბევრჯერ გატარებულა ცენზურა სხვადასხვა ქვეყნებში. ეს ქვეყნებია: აშშ, ბრაზილია, ჩინეთი, ინდონეზია, ირანი, მაროკო, პაკისტანი, ტუნისი, თურქეთი, საუდის არაბეთი, სირია, ტაილანდი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

მსოფლიოს გარშემო

რედაქტირება

2008 წლის 10 მაისს, Microsoft-მა დროებით აკრძალა YouTube-ის ფუნქციური ლინკები მისი Live Messenger-ის სერვისიდან. Microsoft-ს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი აკრძალვის მიზეზების შესახებ. რაიმე ფუნქციური ლინკის გაგზავნისას, რომელიც იწყება http:// ან www.-ით და შეიცავს "youtube.com"-ს, მესიჯი არ გაიგზავნება და გამოვა შეტყობინება შეცდომის შესახებ რომელიც გეუბნებათ : "შემდეგი მესიჯი ვერ გაიგზავნება ვერცერთ მიმღებთან: (ორიგინალი მესიჯი)." შეიძლება უბრალო დამთხვევა სულაც არ არის ის ფაქტი, რომ Messenger TV, Microsoft-ის ახალი ვიდეო სერვისი, გამოიცა იმავე კვირას.[2]

2008 წლის 10 მაისსვე, ბრიტანული ზაფხულის დროით დაახლოებით 21:30 საათზე გამოჩნდა, რომ YouTube-ის ლინკების გაგზავნა კვლავ შესაძლებელი იყო.

საგანმანათლებლო ინსტიტუტების მიხედვით

რედაქტირება

ბრიგამ იანგის უნივერსიტეტი

რედაქტირება

აშშ-ს რამდენიმე კოლეჯი ბლოკავს იუთუბთან დაკავშირების შესაძლებლობას. ბრიგამ იანგის უნივერსიტეტმა, პირადი უნივერსიტეტი, რომელსაც მართავს LDS (მორმონი) ეკლესია, დაბლოკა იუთუბთან კავშირი ძველად, მაგრამ ეს პოლიტიკა 2009 წლის ივნისში შეიცვალა[3]

არქიტექტურის სამხრეთ კალიფორნიის ისტიტუტი

რედაქტირება

არქიტექტურის სამხრეთ კალიფორნიის ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს და ბოლო კურსის სტუდენტებს აკრძალული ჰქონდათ იუთუბთან კავშირი და სხვა ასეთი სახის ვიდეოების ვებ-გვერდთან, როგორიცაა Google Video.

K-12 სკოლები

რედაქტირება

ბევრმა K-12 სკოლამ აშშ-სა და კანადაში დაბლოკეს იუთუბთან კავშირი სექსუალური, ძალადობრივი, უჩვეულო შინაარსის ვიდეოების და ქსელის გადატვირთულობის გამო.

დიდ ბრიტანეთში

რედაქტირება

იუთუბი და სხვა მსგავსი ვებგვერდები დაბლოკილია დიდი ბრიტანეთის სკოლებშიც, რადგან ბავშვებმა სწავლის გარდა არაფერს მიაქციონ ყურადღება. ეს წესი მასწავლებლებზე არ ვრცელდება, მათ შეუძლია გამოიყენონ იუთუბი მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით.

კომპანიების მიხედვით

რედაქტირება

ამერიკის საავადმყოფოს კორპორაცია

რედაქტირება

ამერიკის საავადმყოფოს კორპორაციამ თავიან კომპიუტერებზე დაბლოკა იუთუბთან მისაწვდომლობა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ქსელის გადატვირთვა.

ქვეყნების მიხედვით

რედაქტირება

11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ და 911 სიმართლის მოძრაობამ, რამდენიმე წარმატებული მცდელობის შემდეგ ცენზურაში გაატარა, დაბლოკა და წაშალა აუდიო კლიპები და ფილმები, რომლებიც გამოსახავდა 911 შეთქმულებას.

ამის წინამძღოლი არის ფილმი Zeitgeist, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ უფასოდ გავრცელდა მისი ავტორის მიერ და თავისუფალი ლიცენზია ჰქონდა, იშლებოდა განმეორებით იუთუბიდან და თავს იმართლებდნენ იმით, რომ მისი შიგთავსი იყო "შეუფერებელი".

ბევრი ცდის შემდეგ, იუთუბმა მოაცილა ხმა ვიდეოს, მას შემდეგ რაც აუდიტორიამ გადააჭარბა მილიონს [1], ეს კი ხალხს აქეზებს იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ვიდეოები შექმნან იგივე შიგთავსით, "ანტი-იუთუბი" ფენომენებიც კი.

2008 წლის თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების კამათის გამო, სომხეთის მთავრობამ დროებით დაბლოკა იუთუბი. სომეხი ოპოზიციონრები იყენებდნენ საიტს, რათა გამოექვეყნებინათ ვიდეოები, რომლებშიც ნაჩვენები იყო, თუ როგორი უხეშობით უმკლავდებოდა პოლიცია და არმია ანტი-სამთავრობო პროტესტანტებს.

იუთუბზე საქმე აღძრა ბრაზილიელმა მოდელმა და MTV-ის ვიჯეიმ დანიელა სიკარელიმ (უფრო ცნობილი, როგორც რონალდოს ექს-საცოლე) იმაზე დაყრდნობით, რომ პაპარაციმ გაავრცელა და ატვირთა საიტზე ვიდეო, სადაც ნაჩვენებია მისი და მისი შეყვარებულის სექსი ესპანეთის სანაპიროზე. სასამართომ მოითხოვა, რომ ბრაზილიაში დაბლოკილიყო იუთუბი მანამ, სანამ არ წაშლიდნენ ვიდეოს ყველა ასლს საიტიდან. შაბათს, 2007 წლის 6 იანვარს, ამუშავდა ფილტრები, რომელიც ბრაზილიელ მომხმარებლებს ხელს შეუშლიდა ვებ-გვერდთან მისაწვდომლობაში[4][5].

2009 წლის მარტში, იუთუბი დაიბლოკა ბანგლადეშში, მას შემდეგ რაც გავრცელდა პრემიერ-მინისტრისა და არმიის ოფიცრის ჩანაწერი. საიტს დაბლოკილია დღემდე[6].

2008 წლის 1 აპრილს, ინდონეზიის ინფორმაციის მინისტრმა, მუგამედ ნუჰმა მისწერა იუთუბს თხოვნით, რომ წაეშალათ სადავო ჰოლანდიური ფილმი, ფინტა, რომელიც შექმნა ჰოლანდიელმა პოლიტიკოსმა, გერტ ვილდერსმა. ინდონეზიის მთავრობამ მისცა ორდღიანი ვადა, რომ წაეშალათ ვიდეო, თუ არადა დაბლოკავდნენ იუთუბს თავიანთ ქვეყანაში. 2008 წლის 4 აპრილს, მუჰამედ ნუჰმა სთხოვა ყველა ინტერნეტ სერვისის მიმწოდებლებს, რომ დაებლოკათ იუთუბი[7][8]. 5 აპრილს იუთუბი დაიბლოკა საცდელად ერთი ISP-ისთვის[9]. საბოლოოდ, 8 აპრილს, იუთუბი, MySpace-სთან, Metacafe-სთან, RapidShare-სთან, Multiply-სთან, Liveleak-სთან და ფიტნას ოფიციალურ ვებ-გვერდთან ერთად დაიბლოკა. ინდონეზიაში[10] YouTube-ის ბლოკი მოიხსნა 10 აპრილს[11]. ადგილობრივების თქმით, 2008 წლის მაისში რამდენიმეჯერ კვლავ დაიბლოკა იუთუბი.

2006 წლის 3 დეკემბერს, ირანმა დროებით დაბლოკა იუთუბთან მისაწვდომობა სხვა რამდენიმე საიტთან ერთად, მას შემდეგ რაც დაარღვიეს სოციალური და მორალური ეთიკის კოდექსი. შემდეგ იუთუბი კვლავ დაბლოკეს იმ ვიდეოს ატვირთვის შემდეგ, სადაც ნაჩვენები იყო ირანელი საპნის ოპერის ვარსკვლავის სექსი[12]. შემდგომში ბლოკი მოიხსნა, ხოლო 2009 წლის ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კვლავ დაიბლოკა[13].

იუთუბი დაიბლოკა ჩინეთში 2007 წლის 15 ოქტომბერს, მაგრამ მას შემდეგ გახსნეს[14][15].

თუმცა, ატვირთული ვიდეოს გამო, რომელშიც ნაჩვენები იყო ჯარისკაცები, რომლებიც ებრძოდნენ ბერებსა და სხვა ტიბეტელებს, იუთუბი კვლავ დაბლოკილია მაინლენდ ჩინეთში 2009 წლის 24 მარტიდან[16].

იუთუბი დაიბლოკა ტუნისში 2007 წლის 2 ნოემბერს და დღესაც დაბლოკილია და შესვლისას გამოაქვს საიტის ნაცვლად HTTP 404 შეცდომის შეტყობინება[17] ამ მოქმედების მიზეზი და ახსნა სწრაფადვე არ მოუციათ. იუთუბი არის მეორე ვიდეოების საიტი, რომელიც აჩვენებს ასეთ მესიჯებს.

თურქეთის სასამართლომ რამდენიმეჯერ აკრძალა იუთუბი და ამჟამადაც, მომხმარებლები ვერ სარგებლობენ ამ საიტით.

პირველმა, 2007 წლის 6 მარტს, იუთუბი დაბლოკა Türk Telekom-მა თურქული სასამართლოს თანხმობით. სასამართლოს გადაწყვეტილება დაყრდნობილი იყო იმ ვიდეოებზე, სადაც ადანაშაულებდნენ მუსტაფა ქემალ ათათურქს ესკალაციაში, რომელიც თურქულ მედიაში ცნობილი იყო როგორც "ვირტუალური ომი" და შეურაცხყოფდა ბერძნებსა და თურქებს საიტზე[18][19]. იუთუბზე საქმე აღიძრა "თურქების შეურაცხყოფის" გამო.[20] = საიტთან მისაწვდომლობა შეჩერებული იყო მანამ, სანამ ვიდეო არ წაშალეს. YouTube-ის ადვოკატებმა გაგზავნეს ვიდეოს წაშლის დამამტიკეცებელი საბუთი სტამბოლის სახალხო პროზექტურაში. საიტთან მისაწვდომლობა აღდგა 2007 წლის 9 მარტს[21].

2008 წლის იანვარში იუთუბი კვლავ აკრძალეს "T.R. ანკარას მეთთორმეტე მშვიდობის კრიმინალური სასამართლოს გადაწყვეტილებით ნომ. 2008/55" [22]

არაბთა გაერთიანებული საამიროების ტელეკომის მარეგულირებლობის ხელისუფლებამ დაბლოკა იუთუბი Etisalat ISP-ის დამოწმებით "რომ საიტზე არსებობს ისეთი შიგთავსის ვიდეოები, რომელიც ნათლად ეწინააღმდეგება რელიგიურ, კულტურულ, პოლიტიკურ და მორალურ ფასეულობებს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში"[23]. თუმცა 2009 წლის იანვარში, იუთუბს მოეხსნა ბლოკი.

  1. Alexa-ს საუკეთესო საიტები დაარქივებული 2015-03-02 საიტზე Wayback Machine. წაკითხვის თარიღი: 27 ნოემბერი, 2009
  2. Microsoft Starts Blocking YouTube Links From Being Shared On MSN And Windows Live Messenger. BETA Daily (2008-05-10). ციტირების თარიღი: 2008-05-10.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-30. ციტირების თარიღი: 2009-11-27.
  4. Total Security - O Seu Portal de Segurança. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-23. ციტირების თარიღი: 2009-11-27.
  5. Radio Fandango - Cachoeira do sul - À VOZ DA CIDADE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-10. ციტირების თარიღი: 2009-11-27.
  6. Bangladesh imposes YouTube block
  7. Indonesia Seeks to Block YouTube Over Anti-Koran Film. The New York Times (2 აპრილი, 2008). ციტირების თარიღი: 2008-04-03.
  8. Menkominfo 'Ultimatum' ISP Blokir YouTube ინდონეზიური ენა. detik.com (4 აპრილი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-06. ციტირების თარიღი: 2008-04-04.
  9. YouTube Terblokir karena 'Ulah' Satu ISP Indonesian language. detik.com (April 5, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-06. ციტირების თარიღი: 2008-04-04.
  10. Speedy Blokir 7 Situs, Pengusaha Kecil Mulai Menjerit! Indonesian language. detik.com (April 8, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-12. ციტირების თარიღი: 2008-04-04.
  11. Indonesia restores access to YouTube Web site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-16. ციტირების თარიღი: 2009-11-27.
  12. Censorship fears rise as Iran blocks access to top websites (November 4, 2006). ციტირების თარიღი: 2006-12-17.
  13. Mobile phones, Facebook, YouTube cut in Iran. American Free Press. Google (July 13, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
  14. Schwankert, Steven. "YouTube blocked in China; Flickr, Blogspot restored", IDG News, October 18, 2007. Retrieved on March 3, 2008
  15. Graham Webster (2008-03-22). „YouTube unblocked in China, but could Google have cooperated?“. cnet news. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-10. ციტირების თარიღი: 2009-11-27.
  16. Quentin Sommerville. China 'blocks YouTube video site'. BBC News. ციტირების თარიღი: 2009-03-24.
  17. Ben Gharbia, Sami. (2007-11-02) Tunisia: is Youtube blocked?.
  18. „Google’s Gatekeepers“. The New York Times. 2008. ციტირების თარიღი: 2008-12-01. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  19. Turkey pulls plug on YouTube over Ataturk 'insults' (March 7, 2007). ციტირების თარიღი: 2007-03-07.
  20. Turkey bans YouTube (March 8, 2007). ციტირების თარიღი: 2007-03-10.
  21. Turkey revokes YouTube ban (March 9, 2007). ციტირების თარიღი: 2007-03-09.
  22. „YouTube banned in Turkey once again“. Wikinews. 2008-01-19. ციტირების თარიღი: 2008-12-13. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  23. Wade, Matthew. YouTube block remains. ITP.net: August 17, 2006.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/YouTube-ის_ცენზურა“-დან