იტალია-საბერძნეთის ომი
იტალია-საბერძნეთის ომი | |||
---|---|---|---|
მეორე მსოფლიო ომის ნაწილი | |||
ბერძენი ჯარისკაცები, 1941 წლის მარტი | |||
თარიღი | 28 ოქტომბერი 1940 – 23 აპრილი 1941 | ||
მდებარეობა | ბალკანეთის ნახევარკუნძული | ||
შედეგი | იტალიის საბოლოო გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
იტალია-საბერძნეთის ომი ვიკისაწყობში |
იტალია-საბერძნეთის ომი მიმდინარეობდა იტალიისა და საბერძნეთის სამეფოებს შორის 1940 წლის 28 ოქტომბრიდან 1941 წლის 23 აპრილამდე. 1941 წლის დასაწყისში ომში ჩართვნენ გერმანია და ბრიტანეთი.
1930-იანი წლების შუა პერიოდში იტალიის პრემიერ მინისტრმა ბენიტო მუსოლინიმ დაიწყო აგრესიული საგარეო პოლიტიკა და 1939 წლის გაზაფხულზე ალბანეთის ანექსია მოახდინა. 1939 წლის 1 სექტემბერს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. იტალია ომში 1940 წლის 10 ივნისს ჩაერთო. იტალიელები შეიჭრნენ საფრანგეთში, ხოლო ამის შემდეგ დაიწყეს სამხედრო კამპანიები ბრიტანულ სომალილენდსა და ეგვიპტეში. მალევე საბერძნეთის ოკუპაციისთვის მზადებაც დაიწყო. 1930-იანი წლების ბოლოს ბერძნებმა დაიწყეს ბულგარეთის მოპირდაპირე ნაწილის, მეტახასის ხაზის აშენება და 1939 წლიდან დააჩქარეს თავდაცვითი მზადება. 1940 წლის, 28 ოქტომბერს ბენიტო მუსოლინიმ საბერძნეთს წაუყენა ულტიმატუმი, რომ მიეცათ იტალიის ჯარისთვის საშუალება, შესულიყო საბერძნეთის ტერიტორიაზე და სტატეგიული ობიექტები (პორტები, აეროდრომები და სხვ.) დაეკავებინა. საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა, იოანის მეტახასმა, უარყო ულტიმატუმი (1942 წლიდან ეს დღე სახელმწიფო დღესასწაულია საბერძნეთსა და კვიპროსში). [1][2]
იმავე დღეს იტალიის არმია საბერძნეთში შეიჭრა. იტალიელებს მოუწიათ ბრძოლა მთიან რელიეფზე ალბანეთ-საბერძნეთის საზღვარზე ჩასაფრებულ 140 ათას კაციან ბერძნულ ჯართან. ბერძნული არმიის მოულოდნელმა ძლიერმა წინააღმდეგობამ ნოემბრის შუა რიცხვებში შეაჩერეს იტალიელების თავდასხმა საბერძნეთის ტერიტორიაზე. მათი მობილიზაციის დასრულების შემდეგ, ბერძნებმა კონტრშეტევა განახორციელეს თავიანთი არმიის დიდი ნაწილით და იტალიელები ტყვედ აიყვანეს. ფრონტი სტაბილური იყო 1941 წლის თებერვალში. მარტში იტალიელებმა წარუმატებელი საგაზაფხულო შეტევა განახორციელეს. ბერძნებს ,იტალიელებისგან განხსვავებით, ბევრად უფრო ნაკლები რესურსი გააჩნდათ. ასევე ,იტალიელებისგან განსხვავებით, მათ არ გააჩნდათ ჯარისკაცებისა და აღჭურვილობის როტაციის საშუალება.[3] ბერძნებმა ბრიტანეთის მატერიალური დახმარების მეშვეობით მხოლოდ ნაწილობრივ შეიმსუბუქეს ვითარება. 1941 წლის აპრილამდე ბერძნული არმია ფლობდა მძიმე საარტილერიო საბრძოლო მასალას, მაგრამ ვერ შეძლო მისი 200 000-300 000 კაციანი რეზერვის უდიდესი ნაწილის სწორად აღჭურვა და მობილიზაცია. [4]
ადოლფ ჰიტლერმა 1940 წლის დეკემბერში გადაწყვიტა, რომ კონფლიქტში ბრიტანეთის პოტენციური ჩარევა საფრთხეს უქმნიდა გერმანიის უკანა მხარეს. გერმანიის განვითარება დაჩქარდა 1941 წლის 1 მარტის შემდეგ. ბრიტანეთის სახმელეთო ჯარებმა საბერძნეთში ჩამოსვლა დაიწყეს მეორე დღეს. 6 აპრილს გერმანელები შეიჭრნენ ჩრდილოეთ საბერძნეთში (ოპერაცია ,,მარიტა"). საბერძნეთის ბრძოლის დროს, ჩრდილოეთ საბერძნეთში ბერძნული და ბრიტანული ძალები დამარცხდნენ. გერმანელები სწრაფად განაგრძობდნენ მოძრაობას დასავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით. შემდგომში საბერძნეთი დაიკავეს ბულგარეთის, გერმანიისა და იტალიის ჯარებმა. იტალიაში ამ ყველაფერს 102 064 მსხვერპლი მოჰყვა; საბერძნეთში - 90 000-ზე მეტი მსხვერპლი.[5]იტალიის ფაშისტური რეჟიმის ეკონომიკური და სამხედრო ჩავარდნები მალევე გამოიკვეთა, რამაც იტალიის ფაშისტური რეჟიმის გერმანიაზე გავლენა შეამცირა.
საბოლოოდ, იტალია-საბერძნეთის ომი იტალიის გამარჯვებით დასრულდა.
წინაპირობები
რედაქტირებაიტალიის იმპერიალიზმი
რედაქტირება1920-იანი წლების ბოლოს, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ბენიტო მუსოლინიმ თქვა, რომ ფაშისტურ იტალიას სჭირდებოდა ადგილი მისი ჭარბი მოსახლეობისთვის და, რომ სხვა ქვეყნების ინტერესებშიც შევიდოდა იმპერიული იტალიის გაფართოება.[6]
პროტექტორატი შეიქმნა ალბანეთის სამეფოს, დალმაციის სამეფოს, იუგოსლავიის სამეფოსა და საბერძნეთის სამეფოს ეკონომიკური და სამხედრო კონტროლისთვის. ფაშისტური რეჟიმი ასევე ცდილობდა პროტექტორატების დამყარებას ავსტრიის პირველ რესპუბლიკასთან, უნგრეთის სამეფოსთან, რუმინეთის სამეფოსა და ბულგარეთის სამეფოსთან, რომლებიც გავლენას ახდენდნენ იტალიის გავლენის სფეროს პერიფერიებზე. [7]
1935 წელს იტალიამ დაიწყო მეორე, იტალია-ეთიოპიის ომი იმპერიის გასაფართოებლად. უფრო აგრესიულმა იტალიის საგარეო პოლიტიკამ, შექმნა შესაძლებლობა, რომ ფაშისტურ რეჟიმს მოეხდინა თავისი იმპერიული მიზნების რეალიზაცია. [8] [9] 1936 წელს დაიწყო ესპანეთის სამოქალაქო ომი და იტალიამ იმდენად დიდი სამხედრო წვლილი შეიტანა, რომ მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ფრანცისკო ფრანკოს აჯანყებული ძალების გამარჯვებაში.[10]
1938 წლის სექტემბერში, იტალიის არმიას განზრახული ჰქონდა ალბანეთში შეჭრა. გეგმის განხორციელება დაიწყო 1939 წლის 7 აპრილს და სამ დღეში დაიპყრეს ქვეყნის უმეტესობა. ალბანეთი იყო ტერიტორია, რომელზეც იტალიას შეეძლო გაფართოება.[11] იტალია შეიჭრა საფრანგეთში 1940 წლის ივნისში, რასაც მოჰყვა სექტემბერში მათი შეტევა ეგვიპტეში. [12] შედგა ასევე იუგოსლავიაში შეჭრის გეგმა, მაგრამ გადაიდო ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგობისა და იტალიის არმიის ტრანსპორტი არარსებობის გამო. [13]
ბერძნულ-იტალიული ურთიერთობები
რედაქტირება1912 წლის იტალიურ-თურქულ ომში, იტალიამ დაიპყრო ძირითადად ბერძნებით დასახლებული დოდეკანური კუნძულები ეგეოსის ზღვაში. იტალიამ დაიპყრო ანატოლიის ის ნაწილები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ საბერძნეთის საოკუპაციო ზონას და ქალაქ სმირნას. ბერძნული ჯარები დაეშვა და ბერძნულ-თურქული ომი დაიწყო, ბერძნული ჯარების ანატოლიაში შესასვლელად. ომი მიმდინარეობდა 1919–22 წლებში. თურქულმა ძალებმა საბოლოოდ დაამარცხეს ბერძნები და იტალიის დახმარებით აღიდგინეს დაკარგული ტერიტორია, მათ შორის სმირნა. [14]
საბერძნეთის ტერიტორიული პრეტენზიები ჩრდილოეთ 4334 (სამხრეთ ალბანეთი), იტალიის მიერ მართულ დოდეკანესა და ბრიტანეთის მმართველ კვიპროსთან დარჩა, მაგრამ არ იყო აქტიური, ქვეყნის სისუსტის და იზოლაციის გათვალისწინებით. საბერძნეთის მთავარი საფრთხე ბულგარეთი იყო, რომელიც საბერძნეთის ჩრდილოეთ ტერიტორიებს ითხოვდა. 1923 წლის შემდეგ აღინიშნა თითქმის სრული დიპლომატიური იზოლაცია და პრაქტიკულად მოუგვარებელი დავა ყველა მეზობელ ქვეყანასთან. [15] თეოდოროს პანგალოსი იყო დიქტატორი, რომელიც 1925–26 წლებში ცდილობდა ლაზანის ხელშეკრულების შეცვლას თურქეთთან ომის გზით. ამის მისაღწევად, პანგალოსი ითხოვდა იტალიის დიპლომატიურ დახმარებას.[16]
საბერძნეთის მთავრობამ ყურადღება დაუთმო იტალიასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას. 1926 წლის ნოემბერში ორ სახელმწიფოს შორის ხელი მოეწერა სავაჭრო ხელშეკრულებას. იტალია-საბერძნეთის ახლო ურთიერთობამ დადებითად იმოქმედა საბერძნეთის ურთიერთობებზე რუმინეთსა და თურქეთთან.
ომის დასაწყისი
რედაქტირება1939 წლის 4 თებერვალს მუსოლინიმ მიმართა ფაშისტთა დიდ საბჭოს საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით. [17]
ბერძნებმა დაიწყეს თავდაცვითი მზადება იტალიის თავდასხმისთვის, ხოლო იტალიელებმა დაიწყეს ალბანეთში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ჯარების გადაადგილების გასაადვილებლად. [18] იტალიის ახალი ელჩი, ემანუელე გრაცი, ათენში მოგვიანებით, აპრილში, ჩავიდა. გრაცი გულმოდგინედ მუშაობდა იტალიურ-ბერძნული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
ალბანეთის ხუთი იტალიური დივიზიონიდან ოთხი ბერძნული საზღვრისკენ დაიძრა და 16 აგვისტოს იტალიის გენერალური შტაბის უფროსმა, მარშალ პიეტრო ბადოგლიომ, მიიღო ბრძანება საბერძნეთის თავდასხმის დაგეგმვის დაწყების თაობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთმა და საფრანგეთმა საჯაროდ უზრუნველყვეს საბერძნეთისა და რუმინეთის დამოუკიდებლობა 1939 წლის 13 აპრილს, ბრიტანელებმა კვლავ უარი თქვეს საბერძნეთის მიმართ კონკრეტულ ვალდებულებებზე.
20 სექტემბერს იტალიელებმა შესთავაზეს ურთიერთობების ოფიციალიზაცია 1928 წლის ხელშეკრულების განახლებით, რომელიც ოიანის მეტახასმა უარყო.
მოგვიანებით, იტალია-საბერძნეთის ურთიერთობები შევიდა მეგობრულ ფაზაში, რომელიც გაგრძელდა 1940 წლის გაზაფხულამდე.[19]
1940 წლის მაისში იტალიის ომში შესვლა გარდაუვალი გახდა, იტალიურმა პრესამ წამოიწყო ანტიბერძნული პროპაგანდისტული კამპანია საფრანგეთის დამარცხების შემდეგ. ბერძნულ-იტალიური ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა. 18 ივნისიდან დე ვეჩი გზავნიდა საპროტესტო სერიებს რომში, სადაც იყო ინფორმაცია კრეტასა და საბერძნეთის სხვა კუნძულებზე ბრიტანული ხომალდების არსებობის შესახებ და ირწმუნებოდა, რომ მილოში ბრიტანული ბაზა იყო შექმნილი. [20] ეს ბრალდებები გადაჭარბებული იყო, მაგრამ -არა მთლიანად უსაფუძვლო: 1940 წლის იანვარში, ბრიტანეთის ზეწოლის გამო, საბერძნეთმა დადო ვაჭრობის ხელშეკრულება ბრიტანეთთან. ამ ხელშეკრულების საფუძველზე შეზღუდა მისი ექსპორტი გერმანიაში და ბრიტანეთს მისცა თავისი საბრძოლო მცდელობისთვის დიდი ბერძნული სავაჭრო ფლოტის გამოყენების უფლება.
1940 წლის ივლისში გერმანიის ზეწოლის გამო, მუსოლინი იძულებული გახდა, რომ გაეუქმებინა იუგოსლავიაში დაგეგმილი შეჭრა. ბენიტო მუსოლინი იმედგაცრუებული დარჩა, რადგან მას დიდხანს ჰქონდა იუგოსლავიის ტერიტორიაზე შეჭრის სურვილი. [21]
იტალიის სამხედრო ძალები ავიწროებდნენ ბერძნულ ძალებს ზღვაზე, საბერძნეთის საზღვაო გემებზე.
გერმანიის ინტერვენციამ, იტალიის ეგვიპტეში შეჭრის დაწყებასთან ერთად, გამოიწვია იტალიის ამბიციების გადადება საბერძნეთისა და იუგოსლავიის მიმართ: 22 აგვისტოს მუსოლინიმ გადადო საბერძნეთზე თავდასხმა სექტემბრის ბოლომდე, ხოლო 20 ოქტომბრისთვის - იუგოსლავიაზე. 7 ოქტომბერს, გერმანიის ჯარები შევიდნენ რუმინეთში. 13 ოქტომბერს მუსოლინიმ მარშალ ბადოგლიოს განუცხადა, რომ იტალია საბერძნეთთან ომს აპირებდა. მეორე დღეს ბადოლგიომ პირველად შეიტყო, რომ მუსოლინი გეგმავდა მთელი საბერძნეთის ოკუპაციას. იტალიაში ერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო ომის შეჩერება, მეფე ვიქტორ ემანუელ III იყო, მაგრამ მან ამის ნაცვლად დალოცვა აირჩია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Stockings and Hancock, pp. 120–122 Stockings, Craig; Hancock, Eleanor (2013). Swastika over the Acropolis: Re-interpreting the Nazi Invasion of Greece in World War II. Leiden: BRILL. ISBN 978-90-04-25459-6'
- Stockings, Craig; Hancock, Eleanor (2013). Swastika over the Acropolis: Re-interpreting the Nazi Invasion of Greece in World War II. Leiden: BRILL. ISBN 978-90-04-25459-6
- James J. Sadkovich. "Understanding Defeat." Journal of Contemporary History, Volume 24, 1989. Page 38. Citing:' SME/US, Grecia, I, 943'.
- Bideleux, Robert; Jeffries, Ian (1998). A History of Eastern Europe: Crisis and Change. London: Routledge. ISBN 978-0-415-16111-4 p. 467.
- Bell, P. M. H. (1997) [1986]. The Origins of the Second World War in Europe (2nd ed.). London: Pearson. ISBN 978-0-582-30470-3 , pp. 70–71.
- Martel, Gordon, ed. (1999). The Origins of the Second World War Reconsidered. London: Routledge. ISBN 978-0-415-16325-5 , p. 198.
- Preston, Paul; MacKenzie, Ann, eds. (1996). "Mussolini's Spanish Adventure: From Limited Risk to War". The Republic Besieged: Civil War in Spain, 1936–1939. Edinburgh: Edinburgh University Press. pp. 21–22. ISBN 978-0-7486-0861-4
- Zabecki, David T., ed. (1999). World War II in Europe: An Encyclopaedia. Routledge. ISBN 978-0-8240-7029-8 , p. 1353.
- Knox, MacGregor (2000). Hitler's Italian Allies. Royal Armed Forces, Fascist Regime, and the War of 1940–1943. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-79047-6 , pp. 181–182
- Plowman, Jeffrey (2013). War in the Balkans: The Battle for Greece and Crete 1940–1941. Barnsley: Pen & Sword Military. ISBN 978-1-78159-248-9, pp. 910.
- Svolopoulos, Konstantinos (1978). "Η εξωτερική πολιτική της Ελλάδος". Ιστορία του Ελληνικού Έθνους, Τόμος ΙΕ': Νεώτερος ελληνισμός από το 1913 ως το 1941 [History of the Greek Nation, Volume XV Hellenism from 1913 to 1941][The Foreign Policy of Greece] (in Greek). Ekdotiki Athinon. pp. 342–358.
- Klapsis, Antonis (2014). "Attempting to Revise the Treaty of Lausanne: Greek Foreign Policy and Italy during the Pangalos Dictatorship, 1925–1926". Diplomacy & Statecraft. London: Taylor & Francis (online). 25 (2): 240–259. doi:10.1080/09592296.2014.907062. ISSN 1557-301X.
- Petraki, Marina (2014). 1940: Ο άγνωστος πόλεμος. Η ελληνική πολεμική προσπάθεια στα μετόπισθεν [1940 The Unknown War. The Greek War Effort in the Rear] (in Greek). Athens: Patakis Editions. ISBN 978-960-16-6026-4,pp. 18–19.
- Stockings, Craig; Hancock, Eleanor (2013). Swastika over the Acropolis: Re-interpreting the Nazi Invasion of Greece in World War II. Leiden: BRILL. ISBN 978-90-04-25459-6
- Petraki, Marina (2014). 1940: Ο άγνωστος πόλεμος. Η ελληνική πολεμική προσπάθεια στα μετόπισθεν [1940 The Unknown War. The Greek War Effort in the Rear] (in Greek). Athens: Patakis Editions. ISBN 978-960-16-6026-4
- Knox, MacGregor (1986). Mussolini Unleashed 1939–1941. Politics and Strategy in Fascist Italy's Last War. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-33835-2
- Kallis, Aristotle (2000). Fascist Ideology Territory and Expansionism in Italy and Germany 1922-1945. London: Routledge. ISBN 0-415-21612-5
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Δημήτρης Σταθακόπουλος. (25 October 2014) "Alors, c'est la guerre" "επομένως πόλεμος", ή αλλιώς το λεγόμενο ΟΧΙ Greek. Καλάβρυτα NEWS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 January 2015. ციტირების თარიღი: 6 January 2015.
- ↑ Οχι. alors c'est la guerre Greek. Iefimerida (25 October 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 October 2013. ციტირების თარიღი: 6 January 2015.
- ↑ Stockings and Hancock, pp. 120–122 Stockings, Craig; Hancock, Eleanor (2013). Swastika over the Acropolis: Re-interpreting the Nazi Invasion of Greece in World War II. Leiden: BRILL. ISBN 978-90-04-25459-6
- ↑ Stockings, Craig; Hancock, Eleanor (2013). Swastika over the Acropolis: Re-interpreting the Nazi Invasion of Greece in World War II. Leiden: BRILL. ISBN 978-90-04-25459-6
- ↑ James J. Sadkovich. "Understanding Defeat." Journal of Contemporary History, Volume 24, 1989. Page 38. Citing:' SME/US, Grecia, I, 943'.
- ↑ Martel, Gordon, ed. (1999). The Origins of the Second World War Reconsidered. London: Routledge. ISBN 978-0-415-16-325-5
- ↑ Bideleux, Robert; Jeffries, Ian (1998). A History of Eastern Europe: Crisis and Change. London: Routledge. ISBN 978-0-415-16111-4 p. 467.
- ↑ Bell, P. M. H. (1997) [1986]. The Origins of the Second World War in Europe (2nd ed.). London: Pearson. ISBN 978-0-582-30470-3 , pp. 70–71.
- ↑ Martel, Gordon, ed. (1999). The Origins of the Second World War Reconsidered. London: Routledge. ISBN 978-0-415-16325-5 , p. 198.
- ↑ Preston, Paul; MacKenzie, Ann, eds. (1996). "Mussolini's Spanish Adventure: From Limited Risk to War". The Republic Besieged: Civil War in Spain, 1936–1939. Edinburgh: Edinburgh University Press. pp. 21–22. ISBN 978-0-7486-0861-4
- ↑ Zabecki, David T., ed. (1999). World War II in Europe: An Encyclopaedia. Routledge. ISBN 978-0-8240-7029-8 , p. 1353.
- ↑ Knox, MacGregor (2000). Hitler's Italian Allies. Royal Armed Forces, Fascist Regime, and the War of 1940–1943. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-79047-6 , pp. 181–182
- ↑ Knox, MacGregor (2000). Hitler's Italian Allies. Royal Armed Forces, Fascist Regime, and the War of 1940–1943. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-79047-6 , pp. 78-79
- ↑ Plowman, Jeffrey (2013). War in the Balkans: The Battle for Greece and Crete 1940–1941. Barnsley: Pen & Sword Military. ISBN 978-1-78159-248-9, pp. 910.
- ↑ Svolopoulos, Konstantinos (1978). "Η εξωτερική πολιτική της Ελλάδος". Ιστορία του Ελληνικού Έθνους, Τόμος ΙΕ': Νεώτερος ελληνισμός από το 1913 ως το 1941 [History of the Greek Nation, Volume XV Hellenism from 1913 to 1941] [The Foreign Policy of Greece] (in Greek). Ekdotiki Athinon. pp. 342–358.
- ↑ Klapsis, Antonis (2014). "Attempting to Revise the Treaty of Lausanne: Greek Foreign Policy and Italy during the Pangalos Dictatorship, 1925–1926". Diplomacy & Statecraft. London: Taylor & Francis (online). 25 (2): 240–259. doi:10.1080/09592296.2014.907062. ISSN 1557-301X.
- ↑ Petraki, Marina (2014). 1940: Ο άγνωστος πόλεμος. Η ελληνική πολεμική προσπάθεια στα μετόπισθεν [1940 The Unknown War. The Greek War Effort in the Rear] (in Greek). Athens: Patakis Editions. ISBN 978-960-16-6026-4 ,pp. 18–19.
- ↑ Stockings, Craig; Hancock, Eleanor (2013). Swastika over the Acropolis: Re-interpreting the Nazi Invasion of Greece in World War II. Leiden: BRILL. ISBN 978-90-04-25459-6
- ↑ Petraki, Marina (2014). 1940: Ο άγνωστος πόλεμος. Η ελληνική πολεμική προσπάθεια στα μετόπισθεν [1940 The Unknown War. The Greek War Effort in the Rear] (in Greek). Athens: Patakis Editions. ISBN 978-960-16-6026-4
- ↑ Knox, MacGregor (1986). Mussolini Unleashed 1939–1941. Politics and Strategy in Fascist Italy's Last War. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-33835-2
- ↑ Kallis, Aristotle (2000). Fascist Ideology Territory and Expansionism in Italy and Germany 1922-1945. London: Routledge. ISBN 0-415-21612-5