ილგარ ანზორ ოღლუ მირზაევი (აზერ. İlqar Anzor oğlu Mirzəyev; დ. 8 მაისი, 1973, გარდაბანი — გ. 14 ივლისი, 2020, თოუზი) — აზერბაიჯანელი სამხედრო მოწვაწე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მე-3 სამხედრო კორპუსის არტილერიის უფროსი 2019–2020 წლებში. აზერბაიჯანის ეროვნული გმირი.[1]

ილგარ მირზაევი
İlqar Mirzəyev
მეტსახელი არტილერიის მამა
ეროვნება აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანელი
დაბადების თარიღი 8 მაისი, 1973
დაბადების ადგილი გარდაბანი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 14 ივლისი, 2020 (47 წლის)
გარდაცვალების ადგილი თოუზის რაიონი, აზერბაიჯანი
კუთვნილება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები
ჯარის სახეობა აზერბაიჯანის სახმელეთო ძალები
სამხედრო სამსახურის წლები 1991—2020
წოდება პოლკოვნიკი
ბრძოლები/ომები აპრილის ბრძოლები
თოუზის ბრძოლები
ჯილდოები

2020 წლის 12-16 ივლისს მიმდინარე ბრძოლების დროს, ილგარ მირზაევი, რომელიც არტილერიის მეთაური იყო, მე-3 სამხედრო კორპუსის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორ ფოლად ჰაშიმოვთან და მის დაქვემდებარებულ ჯარისკაცებთან ერთად, 14 ივლისის დილით, თოუზის სასაზღვრო ზოლთან მიმდინარე ბრძოლების დროს დაიღუპა.[2]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ილგარ მირზაევი დაიბადა 1973 წლის 8 მაისს ქალაქ გარდაბანში. ეროვნებით აზერბაიჯანელი იყო.

განათლება

რედაქტირება

1980-1990 წლებში მირზაევი სწავლობდა ქალაქ გარდაბნის საშუალო სკოლაში.[3] 1990-იანი წლების დასაწყისში სომხეთის ტერიტორიულმა პრეტენზიებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ყარაბაღის პირველი ომის დაწყების მიზეზი გახდა. 1991 წელს, როდესაც ომი ახალი დაიწყებული იყო, ილგარ მირზაევმა სასწავლოდ საბუთები ბაქოს უმაღლეს გაერთიანებულ სამეთაურო სკოლაში (BABKM) შეიტანა.[3]

მირზაევი, 1991 წლის 1 აგვისტოს ბაქოს უმაღლეს გაერთიანებულ სამეთაურო სკოლაში (BABKM) ჩაირიცხა, რომელიც 1995 წელს „არტილერისტის“ სპეციალობით დაამთავრა.

2003 წლის 10 აგვისტოს, მირზაევი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო აკადემიაში ჩაირიცხა, კვალიფიკაციის ასამაღლებლად.[3] სწავლა 2005 წლის 2 ივლისს, წარმატებით დაასრულა.[3]

ილგარ მირზაევი დაქორწინებული იყო გიულუ მირზაევაზე. ჰყავს ვაჟი, სახელად ელვინი და ქალიშვილი, სახელად გიულნარა.

სამხედრო სამსახური

რედაქტირება

1995 წლის 17 ივნისიდან 1995 წლის 12 ნოემბრამდე, მირზაევი იყო ბაქოს გენერალური არმიის უმაღლესი სამეთაურო სკოლის კადეტთა ოცეულის მეთაური, ხოლო 1995 წლის 12 ივნისიდან 1997 წლის 3 მარტამდე მსახურობდა ბაქოს უმაღლესი გენერალური სარდლობის საარტილერიო კადეტთა ოცეულის მეთაურად.

1997 წლის 3 მარტიდან 1998 წლის 20 იანვრამდე, იყო ბაქოს გენერალური არმიის სარდლობის სკოლის კადეტთა ბატალიონის კადეტთა დივიზიის ოცეულის მეთაური, ხოლო 1998 წლის 20 იანვრიდან 1998 წლის 11 ნოემბრამდე იყო ბაქოს გენერალური არმიის სამეთაურო სკოლის კადეტთა ბატალიონის კადეტთა დივიზიის მეთაური. თავისი სამსახურისთვის თავდაცვის სამინისტროს 1997 წლის 19 ოქტომბრის ბრძანებით, მას მიენიჭა „უფროსი ლეიტენანტის“ სამხედრო წოდება.

1998 წლის 11 ნოემბრიდან 2001 წლის 14 ივნისამდე მირზაევი იყო ბაქოს გენერალური სამეთაურო სკოლის საარტილერიო ბატარეის მეთაური, რისთვისაც შემდგომში, თავდაცვის სამინისტროს 2000 წლის 27 დეკემბრის ბრძანებით მას მიენიჭა „კაპიტნის“ სამხედრო წოდება.

2001 წლიდან, მირზაევი აგრძელებდა სამხედრო სამსახურს რეგიონებში განლაგებულ სამხედრო ნაწილებში. 2001 წლის 14 ივნისიდან 2002 წლის 31 ივლისამდე იყო ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსი და საარტილერიო დივიზიის მეთაურის მოადგილე, ხოლო 2002 წლის 31 ივლისიდან 2003 წლის 10 აგვისტომდე ამავე დივიზიის მეთაური იყო. სამხედრო ნაწილში საარტილერიო დივიზიის მეთაურის პოზიციაზე ყოფნის დროს, თავდაცვის სამინისტროს 2002 წლის 13 დეკემბრის ბრძანებით მიიღო „მაიორს“ სამხედრო წოდება.[4]

2003 წლის აგვისტოში, თავდაცვის სამინისტრომ მირზაევი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო აკადემიაში გაგზავნა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რომელიც წარმატებით 2005 წლის 2 ივლისს დაასრულა.

სწავლის დასრულების შემდეგ, ის 2005 წლის 2 ივლისიდან 2007 წლის 7 იანვრამდე მუშაობდა ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის მეთაურის მოადგილედ. მოგვიანებით, 4 წლის განმავლობაში, 2007 წლის 7 იანვრიდან 2011 წლის 29 ივლისამდე, მუშაობდა ამავე სამხედრო ნაწილის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსად.

2012 წლის 26 ივნისის, თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით, მირზაევს სამხედრო სამსახურისთვის მიენიჭა „პოლკოვნიკი“ სამხედრო წოდება.[4]

მოგვიანებით, 2012 წლის 7 ივლისიდან 2013 წლის 4 ივლისამდე, მირზაევი მეთაურობდა საარტილერიო დივიზიას.

მომდევნო 2 წლის განმავლობაში მან მუშაობა გააგრძელა თავდაცვის სამინისტროში. 2013 წლის 28 დეკემბრიდან 2015 წლის 8 აგვისტომდე, მირზაევი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს გენერალური სამხედრო ინსპექციის საბრძოლო და საბრძოლო მხარდაჭერის დეპარტამენტის ინსპექტორად.

თავდაცვის სამინისტროში 2 წლიანი მუშაობის შემდეგ, 2015 წლის 14 აგვისტოდან 28 ოქტომბრამდე მუშობდა ერთ-ერთი სამხედრო მეთაურის მოადგილედ და შტაბის უფროსად.

აპრილის ბრძოლები

რედაქტირება

2016 წლის 1-2 აპრილს, შეტაკებები დაიწყო აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის, ტარტარისა და ჯაბრაილ-ფუზულის მიმართულებით. მირზაევი, რომელიც იყო ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის მეთაური იყო, იბრძოდა ტარტარის რაიონში გამავალ ფრონტის ხაზზე. ღამის ბრძოლების დროს, აზერბაიჯანის არმიამ ოკუპაციისგან გაათავისუფლა ხელსაყრელი პოზიციები და სტრატეგიული სიმაღლეები ტერტერში, სოფელ თალიშის მიმართულებით, მათ შორის მწვერვალი „თალიშიც“. ბრძოლების დროს, იმ პერიოდში სომხეთის თავდაცვის მინისტრის სეირან ოჰანიანის მიერ შექმნილი და სომხური არმიის „უძლეველი ოჰანიანის ბარიერის“ სახელით ცნობილი თავდაცვის ხაზი 40 წუთში განადგურდა. აზერბაიჯანის არმიის მიერ, 2 საათში განადგურდა სომხური არმიის 21 სამხედრო პოსტი და ოკუპაციისგან 7 სტრატეგიული პუნქტი განთავისუფლდა.

2019 წლის 23 თებერვალს, ილგარ მირზაევი დაინიშნა მე-3 სამხედრო კორპუსის საარტილერიო დეპარტამენტის უფროსად.

თოუზის ბრძოლები

რედაქტირება

2020 წლის 12 ივლისის შუადღიდან, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა საარტილერიო იერიში მიიტანეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე, აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის თოუზის რაიონის მდებარე მონაკვეთზე.[5] აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ საპასუხო ზომების მიღების შედეგად, სომხური არმიის თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა და სომხური არმია უკან დაიხია.[6] ბრძოლის პირველ საათებში, აზერბაიჯანის არმიის 3 ჯარისკაცი დაიღუპა და 4 დაიჭრა.[6] [7]

12-13 ივლისის ღამეს დაძაბული სიტუაცია აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის თოუზის მონაკვეთზე შენარჩუნდა.[8] სამხედრო შეტაკებებში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მე-3 სამხედრო კორპუსის შტაბის უფროსი ფოლად ჰაშიმოვ და არტილერიის უფროსი ილგარ მირზაევი, ერთობლივად გაანადგურეს სომხეთის არმიის საბაზო სადგური, საარტილერიო დანადგარები და ცოცხალი ძალა. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აქტიურად იყენებდნენ არტილერიის.[8] 13 ივლისს, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა საპასუხო დარტყმები გააგრძელეს.[9] საპასუხო დარტყმების შედეგად, აზერბაიჯანის არმიის ზუსტი ცეცხლის შედეგად განადგურდა სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო პოზიციები, 20-ზე მეტი სამხედრო პირი, ბატალიონის შტაბი და სხვა სამხედრო ობიექტები.[9]

13-14 ივლისის ღამეს და დილით ბრძოლები აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე გაგრძელდა.[10] ღამით, ბრძოლების დროს სომხეთის შეიარაღებული ძალების ცეცხლის საპასუხოდ გატარებული ღონისძიებების შედეგად განადგურდა სომხეთის არმიის კუთვნილი სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო საბრძოლო მანქანები, რეზერვები და ცოცხალი ძალა.[10]

სიკვდილი

რედაქტირება

14 ივლისს, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 7 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 6 ოფიცერი, თაოუზის რაიონში მიმდინარე საბრძოლო საბრძოლო შეტაკებების დროს დაიღუპა.[11] იმავე დღეს, 13:00 საათზე, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ქერიმ ვალიევმა პირდაპირ ეთერში განცხადება გააკეთა:[12]

 
„გენერალ-მაიორი ფოლად ჰაშიმოვი, დღეს გამთენიისას გმირულად დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპა პოლკოვნიკი ილგარ მირზაევი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი გენერლები და მაღალი რანგის ოფიცრები არ იმალებიან ჯარისკაცების უკან და ღირსეულად ასრულებენ თავიანთ საბრძოლო დავალებებს. სამწუხაროდ, ბრძოლები დანაკარგების გარეშე ვერ იქნება. თავდაცვის სამინისტროს სახელით ვუცხადებთ თანაგრძნობას ჩვენს გმირებს და მოთმინებას ვუსურვებთ მათ ოჯახებს. ჩვენს დაჭრილ მეგობრებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი გმირების და დაჭრილების სისხლი მიწაზე არ დარჩება.“

პოლკოვნიკი ილგარ მირზაევი 2020 წლის 14 ივლისს, დილით, ფრონტის ხაზზე, თოუზის რაიონის მიმართულებზე მიმდინარე ბრძოლების დროს დაიღუპა.[13] მასთან ერთად ბრძოლების დროს დაიღუპა გენერალ-მაიორი ფოლად ჰაშიმოვი, მე-3 სამხედრო კორპუსის მეთაურის მოადგილე მაიორი ანარ ნოვრუზოვი, მაიორი ნამიგ აჰმედოვი, ოფიცერი ილგარ ზეინალი, ოფიცერი იაშარ ბაბაევი და რიგითი ელჩინ მუსტაფაზადე. მოწამეობრივად დაიღუპა.[13]

14 ივლისს, ილგარ მირზაევის ცხედარი ჩამოასვენეს ხატაის რაიონის აჰმადლის დასახლებაში, სადაც ის ცხოვრობდა.

მომდევნო დღეს, 15 ივლისს, დაღუპული გენერალ-მაიორი ფოლად ჰაშიმოვი და პოლკოვნიკი ილგარ მირზაევის გაასვენეს.[14] გასვენების ცერემონიას დაესწრნენ: თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი, შეიარაღებული ძალების შტაბის ყოფილი უფროსი ნაჯმედდინ სადიგოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამხედრო საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იაშარ ალიევი, საჰაერო ძალების სარდალი რამიზ ტაჰიროვი, ბაქოს მერი ელდარ აზიზოვი.[14] მირზაევი, ბაქოს მეორე საპატიო ხეივანში დაკრძალეს.

აბდულა გურბანმა, რომელმაც დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა, დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა აზერბაიჯანის ეროვნული გმირების, ფოლად ჰაშიმოვისა და ილგარ მირზაევის ცხოვრებისა და სამხედრო სამსაზურზე. მოგვიანებით, აზერბაიჯანის ეროვნული ჰიმნის თანხლებით, ფოლად ჰაშიმოვი და ილგარ მირზაევი, სამხედრო პატივით დაკრძალეს.[15]

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ტელეფონით მიუსამძიმრა ფოლად ჰაშიმოვისა და ილგარ მირზაევის ოჯახის წევრებს.[14]

მირზაევის კუთვნილი მასალები, მისმა ოჯახმა აზერბაიჯანის ეროვნული ისტორიის მუზეუმის ფონდს გადასცა.[16]

ჯილდოები

რედაქტირება
  •   (25.06.2004) — „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 10 წლის იუბილე“, საიუბილეო მედალი.
  •   (26.06.2005) — „სრულყოფილი სამსახურისთვის“ III ხარისხის მედალი
  •   (25.06.2007) — „სრულყოფილი სამსახურისთვის“ II ხარისხის მედალი
  •   (03.07.2008) — „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 90 წლის იუბილე“, საიუბილეო მედალი.
  •   (26.06.2013) - „სრულყოფილი სამსახურისთვის“ I ხარისხის მედალი
  •   (15.07.2014) — „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 95 წლის იუბილე“, საიუბილეო მედალი.
  •   (26.06.2017) — III ხარისხის მედალი „სამხედრო სამსახურში გამორჩევისათვის“
  •   (03.10.2017) — „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ვეტერანის“ მედალი
  •   (26.06.2018) — „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 100 წლის“ საიუბილეო მედალი.
  •   (26.06.2020) - II ხარისხის მედალი „სამხედრო სამსახურში გამორჩევისთვის“.
  •   (09.12.2020) — „ოქროს ვარსკვლავის“ მედალი (სიკვდილის შემდგომ)[17]

მემკვიდრეობა

რედაქტირება

2020 წლის 9 დეკემბერს, ილგარ მირზაევს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებით, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის და საბრძოლო ამოცანების შესრულებისას გამოჩენილი სიმამაცისთვის, სიკვდილის შემდეგ მიენიჭა აზერბაიჯანის ეროვნული გმირის წოდება.[18]

2021 წლის აპრილში, იმ კორპუსის წინ, სადაც ილგარ მირზაევი ცხოვრობდა, სამახსოვრო დაფა დაიდგა. კორპუსის ეზო კეთილმოეწყო და ბაღი გაშენდა.

2021 წლის 7 მაისს, აზერბაიჯანის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში ილგარ მირზაევისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. 22 წუთიანი დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს მის ცხოვრებასა და ბრძოლებში მონაწილეობაზე.

  1. İlham Əliyev (09.12.2020). „Azərbaycan Silahlı Qüvvələrinin hərbi qulluqçularına "Azərbaycanın Milli Qəhrəmanı" adının verilməsi haqqında Azərbaycan Prezidenti İlham Əliyevin 09.12.2020-ci il tarixli Sərəncamı“. www.azertag.az ((აზერბაიჯანული)). დაარქივებულია ორიგინალიდან — 04.01.2021. ციტირების თარიღი: 09.12.2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  2. Güləmail Murad. "Tovuz döyüşləri". Bakı, "CBS PP", 2021
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Belə Belə İşlər (15.12.2020). „Tovuz döyüşlərinin şəhidi Azərbaycanın Milli Qəhrəmanı İlqar Mirzəyev“. www.youtube.com (14x14px YouTube portalı / "Belə belə işlər" səhifəsi) (აზერბაიჯანული). ციტირების თარიღი: 15.12.2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. 4.0 4.1 „MİRZƏYEV İLQAR ANZOR OĞLU“ (PDF). www.anl.az (Azərbaycan Milli Kitabxanasının rəsmi saytı) ((აზერბაიჯანული)). 2020. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 2022-01-18.
  5. Müdafiə Nazirliyinin Mətbuat Xidməti (12.07.2020). „Ermənistan Silahlı Qüvvələrinin bölmələri Tovuz istiqamətində təxribat törədib“. www.mod.gov.az (Azərbaycan Müdafiə Nazirliyi) ((აზერბაიჯანული)). დაარქივებულია ორიგინალიდან — 04.01.2021. ციტირების თარიღი: 12.07.2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  6. 6.0 6.1 Müdafiə Nazirliyinin Mətbuat Xidməti (12.07.2020). „İtgi verən düşmən geri oturdulub“. www.mod.gov.az (Azərbaycan Müdafiə Nazirliyi) ((აზერბაიჯანული)). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-05. ციტირების თარიღი: 12.07.2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  7. Müdafiə Nazirliyinin Mətbuat Xidməti (12.07.2020). „Düşmən hücumunun qarşısı alınan zaman hərbi qulluqçularımız şəhid olub“. www.mod.gov.az (Azərbaycan Müdafiə Nazirliyi) ((აზერბაიჯანული)). დაარქივებულია ორიგინალიდან — 04.01.2021. ციტირების თარიღი: 12.07.2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  8. 8.0 8.1 Müdafiə Nazirliyinin Mətbuat Xidməti (13.07.2020). „Azərbaycan Ordusu bölmələri düşmənin dayaq məntəqəsinə zərbə endirib - VİDEO“. www.mod.gov.az (Azərbaycan Müdafiə Nazirliyi) ((აზერბაიჯანული)). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-25. ციტირების თარიღი: 13.07.2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  9. 9.0 9.1 Müdafiə Nazirliyinin Mətbuat Xidməti (13.07.2020). „Düşmənin bir neçə hərbi hədəfi darmadağın edilib - VİDEO“. www.mod.gov.az (Azərbaycan Müdafiə Nazirliyi) ((აზერბაიჯანული)). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-05. ციტირების თარიღი: 13.07.2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  10. 10.0 10.1 Müdafiə Nazirliyinin Mətbuat Xidməti (14.07.2020). „Düşmənin mövqeləri və müdafiəsinin dərinliyində yerləşən ehtiyatlar məhv edilib - VİDEO“. www.mod.gov.az (Azərbaycan Müdafiə Nazirliyi) ((აზერბაიჯანული)). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-06. ციტირების თარიღი: 14.07.2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  11. Müdafiə Nazirliyinin Mətbuat Xidməti (14.07.2020). „Tovuz rayonu istiqamətində şiddətli döyüşlər gedir“. www.mod.gov.az (Azərbaycan Müdafiə Nazirliyi) ((აზერბაიჯანული)). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-06. ციტირების თარიღი: 14.07.2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  12. „Müdafiə nazirinin müavini general-leytenant Kərim Vəliyev: "Şəhidlərimizin qisası alınacaq". www.youtube.com (14x14px YouTube portalı / "İCTİMAİ TV" səhifəsi) ((აზერბაიჯანული)). 14.07.2020. ციტირების თარიღი: 14.07.2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  13. 13.0 13.1 „Azərbaycan Müdafiə Nazirliyi: Tovuz rayonu istiqamətində şiddətli döyüşlər gedir“. www.azertag.az (Azərbaycan Dövlət İnformasiya Agentliyi) ((აზერბაიჯანული)). 14.07.2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 04.01.2021. ციტირების თარიღი: 14.07.2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  14. 14.0 14.1 14.2 Müdafiə Nazirliyinin Mətbuat Xidməti (15.07.2020). „Şəhid Polad Həşimov və İlqar Mirzəyevlə vida mərasimi baş tutub - VİDEO“. www.mod.gov.az (Azərbaycan Müdafiə Nazirliyi) ((აზერბაიჯანული)). დაარქივებულია ორიგინალიდან — 04.01.2021. ციტირების თარიღი: 15.07.2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  15. Şəfiqə Nazimqızı (15.07.2020). „Polad Həşimov və İlqar Mirzəyev dəfn olunub“. www.report.az ("Report" İnformasiya Agentliyi) ((აზერბაიჯანული)). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-10. ციტირების თარიღი: 15.07.2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  16. http://azhistorymuseum.gov.az/az/news/3219
  17. Normativ hüquqi sənədlərin vahid internet bazası (09.12.2020). „Azərbaycan Silahlı Qüvvələrinin hərbi qulluqçularına "Azərbaycanın Milli Qəhrəmanı" adının verilməsi haqqında Azərbaycan Prezidenti İlham Əliyevin 09.12.2020-ci il tarixli 2337 nömrəli Sərəncamı“. www.e-qanun.az ((აზერბაიჯანული)). დაარქივებულია ორიგინალიდან — 04.01.2021. ციტირების თარიღი: 09.12.2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  18. Azərbaycan Prezidentinin rəsmi saytı (09.12.2020). „Azərbaycan Silahlı Qüvvələrinin hərbi qulluqçularına "Azərbaycanın Milli Qəhrəmanı" adının verilməsi haqqında Azərbaycan Prezidenti İlham Əliyevin 09.12.2020-ci il tarixli Sərəncamı“. www.president.az ((აზერბაიჯანული)). დაარქივებულია ორიგინალიდან — 09.12.2020. ციტირების თარიღი: 09.12.2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)