ელდარ აზიზოვ აზიზ ოღლუ (აზერ. Eldar Əzizov Əziz oğlu) (დ. 28 ივნისი, 1957, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი. ბაქოს მერი 2018 წლის 15 ნოემბრიდან.[1]

ელდარ აზიზოვი
აზერ. Eldar Əziz oğlu Əzizov
დაბადების თარიღი 28 ივნისი, 1957(1957-06-28) (66 წლის)
დაბადების ადგილი ბაქო
მოქალაქეობა  აზერბაიჯანი
განათლება Baku city secondary school number 6 და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი და 2nd degree "For Service to the Fatherland" order

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1957 წლის 28 ივნისს ბაქოში, აზიზ აზიზოვისა და ელმირა აზიზოვას ოჯახში. დედის მხრიდან ის არის ქარიმ ბეი მეჰმანდაროვის შვილიშვილი და ბაჰმან მირზას შვილთაშვილი. მან წარჩინებით დაამთავრა აზერბაიჯანის კიროვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1979 წელს. იმავე წლიდან იგი იკავებდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობას აზერბაიჯანის კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში.

1984 წლიდან მუშაობდა ბაქოს 26 კომისრის ოლქის კომკავშირის კომიტეტის პირველ მდივნად (ახლანდელი საბაილ რაიონი, ბაქო), 1987 წლის შემდეგ — ბაქოს საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი. 1989 წელს იგი აირჩიეს აზერბაიჯანის კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივნად, ხოლო 1991 წლის შემდეგ მუშაობდა აზერბაიჯანის ახალგაზრდული კავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივნად.

1990 წელს აირჩიეს აზერბაიჯანის უზენაეს საბჭოში (პარლამენტის წინამორბედი საკანონმდებლო ორგანო) ნიზამი რაიონიდან.[2] 8 წლის შემდეგ, 1998 წელს დაინიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად, ხოლო შემდეგ წელს, ბაქოს ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების საგარეო ურთიერთობათა და საინვესტიციო პროგრამების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.

მისი პირველი სამუშაო მერის თანამდებობაზე იყო ნიზამის რაიონში, სადაც ის მსახურობდა 2000-2003 წლებში. 2003 - 2011 წლებში ელდარ აზიზოვი იყო განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების უფროსი (აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქი), 2011-2015 წლებში სუმგაითის (აზერბაიჯანის სიდიდით მესამე ქალაქი) აღმასრულებელი ხელმძღვანელი და ბოლოს 2015-2018 წლებში, როგორც საბაილის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების უფროსი. 2018 წლიდან არის აზერბაიჯანის დედაქალაქის, ბაქოს მერი.

ის არის აზერბაიჯანის ჟურნალისტთა კავშირის წევრი და აზერბაიჯანის არქიტექტორთა კავშირის საპატიო წევრი. ის ასევე არის „დიფაის“ ავტორი - წიგნის, რომელიც ეძღვნება საიდუმლო აზერბაიჯანულ ორგანიზაციას 1900 -იან წლებში,[3] რომელსაც ნაწილობრივ ხელმძღვანელობდა მისი პაპა კარიმ ბეი მეჰმანდაროვი. მან დაწერა მინიმუმ 200 სტატია სხვადასხვა გაზეთში.[4]

კრიტიკა რედაქტირება

მას ბრალი ედება ბაქოს მაწანწალა ძაღლების მოკვლაში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.[5] ის ცნობილი იყო ილჰამ ალიევის დაბადების დღის საპატივცემულოდ უზარმაზარი ტორტების შეკვეთით.[6][7]

სქოლიო რედაქტირება

  1. New Baku mayor appointed ru. ციტირების თარიღი: 2019-11-01
  2. Azərbaycan Respublikası Ali Soveti fövqəladə sessiyasının Katibliyi haqqında az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-01. ციტირების თარიღი: 2021-10-17.
  3. Swietochowski, Tadeusz, 1934-2017. (2002). Russian Azerbaijan, 1905-1920 : the shaping of national identity in a Muslim community. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0521522455. OCLC 49594100. 
  4. "Day of Cities" - UNECE. ციტირების თარიღი: 2019-11-01
  5. AZERBAIJAN: THE SLAUGHTER OF STRAY DOGS CONTINUES – OIPA International it-IT. ციტირების თარიღი: 2019-11-01
  6. Europe's biggest birthday cake for President of Azerbaijan en. ციტირების თარიღი: 2019-11-01
  7. Biggest cake in Europe prepared in Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-01. ციტირების თარიღი: 2021-10-17.