აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია (აზერ. Azərbaycan Respublikasının Prezidentinin Administrasiyası) — უწყება, რომელიც პასუხისმგებელია აზერბაიჯანის პრეზიდენტის კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებაზე. 1995 წლიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელია რამიზ მეჰდიევი[1]. ადმინისტრაციის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ბაქოში[2].

ადმინისტრაცია რედაქტირება

ადმინისტრაციის მოვალეობაა განახორციელოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება. თავის მხრივ, პრეზიდენტი ქმნის ადმინისტრაციას და ნიშნავს ხელმძღვანელს. ადმინისტრაციის მოვალეობაში შედის კანონპროექტების მომზადება, რომელიც წარდგენილი იქნება მილი მეჯლისში, ასევე პრეზიდენტის ბრძანებულებების, მიმართვებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება. ადმინისტრაცია ასევე აკვირდება და ამოწმებს პრეზიდენტის კანონების, ბრძანებების შესრულებასა და შესაბამის ანგარიშებს წარუდგენს მას. გარდა ამისა ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს პრეზიდენტის ურთიერთქმედება პოლიტიკური პარტიებიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებთან, აგრეთვე სამთავრობო უწყებებთან და უცხო სახელმწიფოს თანამდებობის პირებთან, ადგილობრივ და უცხოურ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ადმინისტრაციაში მოქმედებს წერილების სექტორი, რომელიც აანალიზებს ყველა შემავალ წერილსა და მიმართვას. შემდგომ აგზავნის ადმინისტრაციის ან საჯარო ხელისუფლების შესაბამის სამსახურებში. წერილებისა და მიმართვების ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია შედის სხვადასხვა ანგარიშებში და გადაეცემა პრეზიდენტს. პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის საქმიანობის მატერიალურ, ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს პრეზიდენტის საქმეთა დეპარტამენტი.

 
აზერბაიჯანის საპრეზიდენტო სასახლე

შტაბ-ბინა რედაქტირება

საპრეზიდენტო ადმინისტრაცია მდებარეობს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ისტიგლალიეთის ქუჩაზე. შენობას, რომელშიც ადმინისტრაცია მდებარეობს, ეწოდება საპრეზიდენტო სასახლე. ადმინისტრაციულ შენობაში მდებარეობს ადმინისტრაცია და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქმეთა დეპარტამენტი.

ადმინისტრაციის სტრუქტურა რედაქტირება

  • ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მრჩეველის სამსახური
  • სახელმწიფო მრჩეველის სამსახური ეროვნულ უმცირესობებთან და რელიგიურ ორგანიზაციებთან სტრუქტურებთან მუშაობის შესახებ
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამდივნო
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესს-სამდივნო
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახური
  • სამართალდამცავ ორგანოებთან მუშაობის განყოფილება
  • კანონმდებლობისა და სამართლებრივი ექსპერტიზის განყოფილება
  • ჰუმანიტარული პოლიტიკის განყოფილება
  • საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტი
  • რეგიონული მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის განყოფილება
  • სოციალური და პოლიტიკური საკითხების განყოფილება
  • პოლიტიკური ანალიზისა და ინფორმაციის განყოფილება
  • სახელმწიფო კონტროლის დეპარტამენტი
  • ეკონომიკური პოლიტიკის საკითხების დეპარტამენტი
  • საკადრო განყოფილება
  • დოკუმენტებთან მუშაობისა და მოქალაქეების განაცხადებებთან მუშაობის განყოფილება
  • პუბლიკაციებისა და თარგმანის განყოფილება
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქმეთა დეპარტამენტი[3]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. http://en.president.az/administration - აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ - გვერდი
  2. azerbaijan.az დაარქივებული 2019-01-30 საიტზე Wayback Machine. - GENERAL INFORMATION ON STATE POWER OF AZERBAIJAN REPUBLIC
  3. azerbaijan.az დაარქივებული 2018-03-21 საიტზე Wayback Machine. - ИСПОЛНИТЕЛЬНЫЙ АППАРАТ ПРЕЗИДЕНТА АЗЕРБАЙДЖАНСКОЙ РЕСПУБЛИКИ