რამიზ მეჰდიევი
რამიზ ანვარ ოღლუ მეჰდიევი (აზერ. Ramiz Ənvər oğlu Mehdiyev; რუს. Рамиз Энвер оглу Meхтиев; დ. 17 აპრილი, 1938) — აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი და აკადემიკოსი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სრული წევრი.
ადრეული წლები
რედაქტირებარამიზ მეჰდიევი დაიბადა 1938 წლის 17 აპრილს, აზერბაიჯანის ასსრ-ის დედაქალაქ ბაქოში. დაამთავრა ბაქოს საზღვაო სკოლა (ახლანდელი აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღაო აკადემია).
კარიერა
რედაქტირება1957 წელს მეჰდიევი ნავთობის კომპანიამ - „კასპიის ზღვის ნავთობის ფლოტი“ - საზღვაო ინჟინრად დაიქირავა. ამ პერიოდში მეჰდიევი კომკავშირის აქტიური წევრი გახდა. 1961 წელს იგი აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ამჟამად ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი) ისტორიის მიმართულებაზე (მაშინდელი სერგეი კიროვის სახელობის დეპარტამენტი) ჩაირიცხა. ბაქოს კომკავშირში აქტიური მოღვაწეობის გამო მეჰდიევმა აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის მოხელეთა ყურადღება მიიპყრო და 1965 წელს ვლადიმერ ლენინის სახელობის ყველა კავშირის პიონერთა ორგანიზაციის აზერბაიჯანის განყოფილებაში სტუდენტთა მრჩევლად დაინიშნა.
ამ პერიოდში მეჰდიევმა ჰეიდარ ალიევი გაიცნო, რომელიც იმ დროისთვის აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მაღალჩინოსანი იყო. 1967 წელს, აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერიტეტის დასრულების შემდეგ მეჰდიევი კომკავშირის ნახიჩევანის კომუნისტური პარტიის (აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის რეგიონული დანაყოფი) მდივნად დაინიშნა. 1968 წელს სოციალური ფიოსოფიის ფილოსოფიის დოქტორის კანდიდატად მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მაშინდელი ლომონოსოვის უნივერსიტეტი) ჩაირიცხა.
1972 წელს მეჰდიევმა დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ვლადიმერ ილიას ძე ლენინი ნაციონალიზმისა და ოპორტუნიზმის ურთიერთქმედების შესახებ“ და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. მეჰდიევი მაშინვე ბაქოში დაბრუნდა და როგორც სამეცნიერო კომუნიზმის დეპარტამენტის პროფესორმა, აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა.
1974 წელს მეჰდიევი აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის ასისტენტ დირექტორადდ და იდეოლოგიისა და პროპაგანდის დეპარტამენტის ლექტორად დაინიშნა. 1978 წელს ბაქოს კომისრების პარტიის კომიტეტზე პირველ მდივნად აირჩიეს. 1980 წელს პარტიის ცენტრალური კომიტეტი წევრად აირჩიეს და პარტიის ორგანიზაციის დირექტორი გახდა.
აკადემიური მოღვაწეობა
რედაქტირებარამიზ მეჰდიევი ავტორია 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა სოციალური ფენომენის, ეკონომიკური განვითარების, ფილოსოფიისა და დიალექტიკის შესახებ, რომლებიც ფოკუსირებულია აზერბაიჯანის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ განვითარებაზე. გამოქვეყნებული აქვს ოცზე მეტი წიგნი, რომელთაგანაც 7 სხვა ენებზეცაა ნათარგმნი: „ინტერეთნიკური ურთიერთობები მეოცე საუკუნის ბოლოს“ (მისი მეორე სადოქტორო თეზისი), აზერბაიჯანის გენოციდის სინამდვილე“, აზერბაიჯანის განვითარების დიალექტიკა, აზერბაიჯანი: ისტორიული მემკვიდრეობა დამოუკიდებლობის ფილოსოფია, აზერბაიჯანი: გლობალიზაციის ძახილი, 2005 წლის საპარლამენტო არჩევნები: პირველადი ანალიზი, იდეები, გზა სამოქალაქო საზოგადოებისკენ, ეროვნული იდეოლოგიის, სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის გზაზე (ორ ტომად), დემოკრატიის გზაზე და განვითარების სტრატეგიის დეტერმნირება: მოდერნიზაციის კურსი.
მეჰდიევი დაჯილდოებულია შრომის წითელი დროში ორდენით, დიდების ორდენით (Shohrat Order). 2001 წელს აირჩიე ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official web-site of President of Azerbaijan Republic - ADMINISTRATION » Head of Administration Head of Administration. ციტირების თარიღი: 2018-04-19.
- WWW.SCIENCE.GOV.AZ en. ციტირების თარიღი: 2018-04-20
- Mehdiyev, Ramiz (2007). Milli məfkurə, dövlətçilik, müstəqillik yolu ilə (Azerbaijani). Baku, Azerbaijan: XXI-Yeni Nəşrlər Evi, გვ. 3. ISBN 978-9952-419-06-1.
- Baku State University en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-07. ციტირების თარიღი: 2018-04-20
- Aliyev, Heydar. (1973-04-20) Azerbaijan: Bring the Work of the Republic’s Party Organization in the Ideological and Internationalist Upbringing of the Working People to the Level of New Tasks. en-US. ციტირების თარიღი: 2018-04-20
- „Сегодня исполняется 70 лет главе администрации президента Рамизу Мехтиеву“ [Head of Presidential Administration Ramiz Mehdiyev truns 70 today]. Novosti Azerbaijana. 2008-04-14. ციტირების თარიღი: 2010-11-30.
- Cornell, Svante E. (2011). Azerbaijan Since Independence. New York: M.E. Sharpe, გვ. 169. ISBN 978-0-7656-3002-5.