ილარიონ სიხარულიძე

ილარიონ სიხარულიძე (დ. 2 იანვარი, 1902 — გ. 1985, მაკვანეთი) — ქართველი მომღერალი და ლოტბარი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.

ილარიონ სიხარულიძე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 2 იანვარი, 1902
წარმოშობა მაკვანეთი, გურია
გარდ. თარიღი 1985
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა მომღერალი, ლოტბარი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1902 წლის 2 იანვარს სოფელ მაკვანეთში, გაბრიელ სიხარულიძის ოჯახში. ილარიონის დედა ელისაბედ მამინაშვილი ხალხური სიმღერების მცოდნე და მოყვარული ქალი იყო, კარგად უკრავდა ჩონგურზე და ცეკვაც ეხერხებოდა. სწორედ მან ჩაუნერგა თავის შვილს გურული სიმღერების სიყვარული. 15 წლისამ ხალხური სიმღერების საფუძვლიანი შესწავლა დაიწყო არტემ ერქომაიშვილთან. 1924 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. 1930 წელს სიხარულიძე საკუთარ ეთნოგრაფიულ გუნდში მიიღო ვარლამ სიმონიშვილმა. მოღვაწეობდა ტრიოში შერმადინ ჭკუასელთან და დომენტი ქარჩავასთან ერთად. 1932 წელს გახდა სოფელ ლიხაურის გუნდის ლოტბარი. შემდგომში სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ჭანიეთის, ლაშეს, განახლების, გურიანთის, ქვედა ბახვის, მერიის, ნარუჯის, ლაითურის, მაკვანეთისა და სხვა სოფლების გუნდებს. 1963 წლიდან ხდება უხუცესთა ანსამბლ „დილას“ წევრი ხდება. გარდაიცვალა 1985 წელს.

ჰქონდა სიმღერის განსაკუთრებული მანერა, სიმღერის დროს პირს თითქმის არ აღებდა, შეუმჩნევლად, გვერდულად გამოსცემდა ბგერებს. ჰყავდა საოჯახო გუნდი, მღეროდნენ მისი ოჯახის წევრები: მისი შვილები ლია და ტრისტანი, შემდეგ კი შვილიშვილები მაია და ზაზა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება