ივანოვი (პიესა)
ივანოვი (რუს. Ива́нов) — ანტონ ჩეხოვის პიესა, რომელიც 1887 წელს დაიწერა. პირველად 1889 წლის მარტში, ჟურნალ „Северный вестник“-ში გამოქვეყნდა.
ივანოვი | |
---|---|
ჟანრი | პიესა |
ავტორი | ანტონ ჩეხოვი |
მშობლიური ენა | რუსული |
დაწერილია | 1887 |
გამოცემულია | 1889 |
პერსონაჟები
რედაქტირება- ნიკოლაი ალექსეევიჩ ივანოვი — გლეხების საქმეებზე დასწრების მუდმივი წევრი.
- ანა პეტროვნა — მისი ცოლი, დაბადების სახელი სარა აბრამსონი.
- მატვეი სემენოვიჩ შაბელსკი — გრაფი, მისი ბიძა დედის მხრიდან.
- პაველ კირილიჩ ლებედევი — ზემკის გამგეობის თავმჯდომარე.
- ზინაიდა სავიშნა — მისი ცოლი.
- საშა — ლებედევების ქალიშვილი, 20 წლის.
- ევგენი კონსტანტინოვიჩ ლვოვი — ზემკის ახალგაზრდა ექიმი.
- მარფა ეგოროვნა ბაბაკინა — ახალგაზრდა ქვრივი, მემამულე, მდიდარი ვაჭრის ქალიშვილი.
- დიმიტრი ნიკიტიჩ კოსიხი — სააქციო.
- მიხეილ მიხაილოვიჩ ბორკინი — ივანოვის შორეული ნათესავი და მისი მამულის მმართველი.
- დუდკინი — მდიდარი ფაბრიკანტის შვილი.
- ავდოტია ნაზაროვნა — გაურკვეველი პროფესიის მქონე მოხუცი.
- ეგორუშკა — ლებედევების მდგმური.
- 1-ლი სტუმარი.
- მე-2 სტუმარი.
- მე-3 სტუმარი.
- მე-4 სტუმარი.
- პეტრე — ივანოვის ლაქია.
- გავრილა — ლებედევების ლაქია.
- ორივე სქესის სტუმრები, ლაქია.
თეატრალური დადგმები
რედაქტირებაპირველი დადგმა
რედაქტირება- 19 ნოემბერი, 1887 — კორშის თეატრი, რეჟისორი ნიკოლოზ სოლოვცოვი, როლებში ვლადიმერ დავიდოვი (ივანოვი), ალექსანდრა გლამა-მეშჩერსკაია (ანა პეტროვნა), ივანე კისელევსკი (შაბელსკი), ლეონიდ გრადოვ-სოკოლვი (ლებედევი), ნატალია რიბჩინსკაია (საშა).
ანტონ ჩეხოვის ძმა მიხეილ ჩეხოვი, კორშის თეატრის პრემიერის შესახებ:
„თეატრი გადავსებული იყო. „ივანოვში“ ისინი ჩეხოვის იმდროინდელი მოთხრობების მსგავსად სახუმარო ფარსის ნახვას ელოდნენ, სხვები მისგან რაღაც უფრო განსხვავებულს, ახალსა და სერიოზულს ელოდნენ — და არც შემცდარან. წარმატება ნაირფეროვანი აღმოჩნდა: ზოგი უსტვენდა, ხოლო მეორე ნაწილი კი რომელიც უმრავლესობასი იყო, ხმაურიანად უკრავდა ტაშს და ავტორს იხმობდნენ, მაგრამ მთლიანობაში „ივანოვს“ ვერ გაუგეს…“.[1]
ცნობილი დადგმები
რედაქტირება- 1889 — ალექსანდრინსკის თეატრი, ფიოდორ ფიოდოროვ-იურკოვსკის ბენეფისი, რეჟისორი ფიოდორ ფიოდოროვ-იურკოვსკი, როლებში ვლადიმერ დავიდოვი (ივანოვი), მარია სავინა (საშა), პოლინა სტრეპეტოვა (ანა პეტროვნა), პაველ სვობოდინი (შაბელსკი), კონსტანტინე ვარლამოვი (ლებედევი), ეკატერინა ჟულევა (ზინაიდა სავიშნა), ა. ჩერნოვი (ლვოვი), ნ. ხლებნიკოვა (ბაბაკინა), ნიკოლოზ არდი (კოსიხი), ვასილი დალმატოვი (ბორკინი), ვარვარა სტრელსკაია (ავდოტია ნაზაროვნა). პრემიერა გაიმართა 31 იანვარს.
ივან ლეონტიევ-შჩეგლოვი ალექსანდრინსკის პრემიერაზე:
„შესანიშნავი ანსამბლი გამოვიდა და უდიდესი წარმატებაც მოიტანა. საზოგადოებამ პიესა ფხიზლად და ხმაურიანად მიიღო… ავტორს მოუწყო… აღფრთოვანებული ოვაცია. მიუხედავად მრავალი სასცენო გაუგებრობისა, „ივანოვმა“ თავისი სიახლითა და ორიგინალურობით მტკიცედ დაიპყრო მაყურებელი და მეორე დღეს ყველა გაზეთი ერთდროულად აქებდა პიესის ავტორსა და მის შესრულებას“[2].
- 1889 — კორშის თეატრი (პიესის მეორე რედაქცია), როლებში პეტრე სოლონინი (ივანოვი), პაველ ლენსკი (შაბელსკი), პეტრე მედვედევი (ლებედევი), მარია პოტოცკაია (საშა). პრემიერა გაიმართა 15 სექტემბერს
- 1889 წლის სხვა დადგმები:
- 1889 — ნიკოლოზ სოლოვცოვის დასი (პიესის ჩვენება გაიმართა ოდესის, კიევისა და ტფილისის გასტროლებზე), რეჟისორი ნიკოლოზ სოლოვცოვი, როლებში ვლადიმერ დავიდოვი (ივანოვი), ნ. სოლოვცოვი (ლებედევი), ნიკოლოზ როშინ-ინსაროვი (ლვოვი), ნატალია რიბჩინსკაია (საშა), ე. ომუტოვა (ანა პეტროვნა).
- 10 და 21 მაისი — სევასტოპოლი და სიმფეროპოლი, ამხანაგობა სოფია ვოლგინას ხელმძღვანელობით
- 15 ივნისი — კურსკი, ნ. კორსაკოვის დასი
- 23 ივლისი — ნოვოგრად-ვოლინსკი, სამოყვარულო სპექტაკლი
- 28 სექტემბერი — სარატოვი, ანატოლი გორინ-გორიაინოვის დასი
- 3 ოქტომბერი — გროდნო, მ. პერლოვის დასი
- 13 ოქტომბერი — სამარა, პეტრე მედვედევისა და ნ. ბორისოვსკის დასი;
- 8 ნოემბერი — ირკუტსკი
- 8 ოქტომბერი, 1892 — ორენბურგი, ი. ნოვიკოვის ანტრეპრიზა, რეჟისორი კორსაკოვი
- 9 იანვარი, 1892 — ყაზანი, ივანოვის როლში ს. გალიცკი
- 13 დეკემბერი, 1894 — ყაზანი, ივანოვის როლში ი. შუვალოვი
- 17 სექტემბერი, 1897 — ალექსანდრინსკის თეატრი (პიესის განახლება), როლებში გრიგორი გე (ივანოვი), მარია სავინა (ანა პეტროვნა), პ. ლენსკი (შაბელსკი), ვერა კომისარჟევსკაია და ი. სტრავინსკაია (საშა)
- 7 ნოემბერი, 1897 — სოლოვცოვის თეატრი, როლებში ნიკოლოზ როშჩინ-ინსაროვი (ივანოვი), ლეონიდ ლეონიდოვი (ბორკინი), მარია როქსანოვა (ანა პეტროვნა).
- 28 იანვარი, 1899 — იაროსლავლი, ალექსეი კარალი-ტორცოვის ანტრეპრიზა, მ. მიხაილოვიჩ-დოლსკის მონაწილეობით.
- 4 ნოემბერი, 1899 — ტაგანროგი, ნიკოლოზ სინელნიკოვის დასი, ივანოვის როლში ივანე შუვალოვი
- 1 დეკემბერი, 1900 — კორშის თეატრი (განახლება), ფიოდორ გორევის ბენეფისი, მთავარი როლის შემსრულებელი
- 2 დეკემბერი, 1900 — სოლოვცოვის თეატრი, ივანოვის როლში ივანე შუვალოვი.
- 1901 — მოსკოვის სამხატვრო თეატრი, სარას როლში ოლგა კნიპერ-ჩეხოვა
- 19 ოქტომბერი, 1904 — მოსკოვის სამხატვრო თეატრი, ცეხოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპექტაკლი, რეჟისორი ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო, შაბელსკის როლში კონსტანტინე სტანისლავსკი
- 1917 — მოსკოვის სამხატვრო თეატრი, ლვოვის როლში ალექსეი დიკი
- 1923 — მოსკოვის სამხატვრო თეატრი, საშას როლში ალა ტარასოვა
- 1955 — ალექსანდრე პუსკინის სახელობის მოსკოვის დრამატული თეატრი, რეჟისორი მარია კნებელი
- 1960 — მცირე თეატრი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ბორის ბაბოჩკინი
- 1961 — ანტონ ჩეხოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი კიშინიოვში
- 1976 — მოსკოვის სამხატვრო თეატრი. ოლეგ ეფრემოვის დადგმა, რეჟისორი სერგეი დესნიცკი, მხატვარი დავიდ ბოროვსკი. როლებს ასრულებდნენ: ივანოვი — ინოკენტი სმოკტუნოვსკი, სარა — ირინა მიროშნიჩენკო, შაბელსკი — მარკ პრუდკინი და ევგენი ევსტიგნეევი, ლებედევი — ანდრეი პოპოვი, საშა — ი. აკულოვა, ბორკინი — ვიაჩესლავ ნევინნი, ლვოვი — ევგენი კინდინოვი
- 1976 — მოსკოვის ლენინური კომკავშირის თეატრი. მარკ ზახაროვის დადგმა, ივანოვის როლში ევგენი ლეონოვი
- 1978 — ალექსანდრე პუშკინის სახელობის ლენინგრადის დრამის აკადემიური თეატრი, ივანოვის როლში იგორ გორბაჩოვი
- 1993 — („ივანოვი და სხვები“) მოსკოვის მოზარდ მაყურებელთა თეატრი. დადგმა გენრიეტა იანოვსკაია, მხატვარი სერგეი ბარხინი („ოქროს ნიღაბი“ 1995 წელს ნომინაციაში „მხატვრის საუკეთესო ნამუშევარი“)
- 1997 — ტაგანკის მსახიობთა თანამეგობრობის თეატრი. რეჟისორი - ნიკოლაი გუბენკო.
- 2001 — მცირე თეატრი, რეჟისორი ვიტალი სოლომინი, როლებში ვ. სოლომინი, იური კაიუროვი, ა. პოტაპოვი, ვ. ბოჩკარიოვი, ტ. პანკოვა, ე. გლუშენკო, ლ. ტიტოვა, ტ. სკიბა, ი. ივანოვა, ა. კლიუკვინი, ვ. დუბროვსკი, ს. ერემეევი
- 2004 — ნოვოსიბირსკის საქალაქო დრამატული თეატრი სერგეი აფანასიევის ხელმძღვანელობით. რეჟისორი სერგეი აფანასიევი, მთავარ როლში ვლადისლავ შევჩუკი.
- 2007 — „ასეთი თეატრი“, სანქტ-პეტერბურგი, რეჟისორები ა. ვართანიანი, ა. ბარგმანი (ნომინაცია პრემიაზე „ოქროს ნიღაბი“ 2008 წელს)
- 2007 — მცირე დრამატული თეატრი, სანქტ-პეტერბურგი
- 2007 — ტულის სახელმწიფო თოჯინების თეატრი
- 2009 — მოსკოვის სამხატვრო თეატრი. რეჟისორი იური ბუტუსოვი, მხატვარი ალექსანდრე ბოროვსკი. როლებს ასრულებდნენ: ივანოვი - ანდრეი სმოლიაკოვი, ანა პეტროვნა - ნატალია როგოჟკინა, შაბელსკი - სერგეი სოსნოვსკი, ლებედევი - იგორ ზოლოტოვიცკი, ზინაიდა სავიშნა - პოლინა მედვედევა, საშა - ნატაშა შვეცი / იანა გლადკიხი, ლვოვი - პაველ ვოროჟცოვი, ბაბაკინა - ელენა პანოვა, ბორკინი - მაქსიმ მატვეევი, კოსიხი - იგორ ხრიპუნოვი.
- 2014 — ნოვოკუზნეცკის დრამატული თეატრი. რეჟისორი პეტრე შერიშევსკი. როლებს ასრულებდნენ: ივანოვი - ანდრეი კოვზელი, ანა - ილონა ლიტვინენკო, გრაფი - ანატოლი სმირნოვი, ლებედევი - ანატოლი ნოგა, ზინაიდა - ლიუდმილა ადამენკო, საშა - პოლინა ზუევა, ექიმი - ალექსანდრე შრეიტერი, ბორკინი - ანდრეი გრაჩოვი, ბაბაკინა - ვერა ზაიკა
- ა. ლუნაჩარსკის სახელობის პენზის საოლქო დრამატული თეატრი, რეჟისორი სერგეი სტებლიუკი
- ლევ ტოლსტოის სახელობის ლიპეცკის სახელმწიფო დრამის აკადემიური თეატრი
- ტაგანროგის დრამატული თეატრი
- 2016 — ერის თეატრი. პრემიერა: 23 დეკემბერი, 2016. რეჟისორი ტიმოფეი კულიაბინი, როლებს ასრულებდნენ: ივანოვი - ევგენი მირონოვი, ანა პეტროვნა - ჩულპან ხამატოვა, საშა - ელიზავეტა ბოიარსკაია, ლებედევი - იგორ გორდინი, შაბელსკი - ვიქტორ ვერჟბიცკი, ლვოვი - დიმიტრი სერდიუკი, ბორკინი - ალექსანდრე ნოვინი, ზინაიდა სავიშნა - ნატალია პავლენკოვა, ავდოტია ნაზაროვნა - ოლგა ლაფშინა, ბაბაკინა - მარიანა შულცი, კოსიხი - ალექსეი კალინინი, ნატალია ივანოვნა დუდკინა - ირინა გორდინა, მიხეილ ივანოვიჩ დუდკინი - ანდრეი ანდრეევი, გავრილა - ილია ორშანსკი.
საზღვარგარეთული დადგმები
რედაქტირება- თეატრი „ნა ზაბრადლი“ (პრაღა, ჩეხეთი). რეჟისორი პეტრ ლებლი, როლებში ბოგუმილ კლეპლი (ივანოვი), ევა გოლუბოვა (სარა), ვლადიმირ მარეკი (შაბელსკი), ლეოშ სუხარჟიპა (ლებედევი), ტეოდორა რემუნდოვა (საშა), რადეკ გოლუბი (ლვოვი)
- იოჟეფ კატონის სახელობის თეატრი, უნგრეთი, რეჟისორი ტამაშ აშერი[3]
- 1997 — თეატრი „ალმეიდა“, ლონდონი[4]
- 2005 — „ახალგაზრდული თეატრი“ (ჩერნიგოვი, უკრაინა). დამდგმელი — გ. კასიანოვა, სცენოგრაფია ლ. კოვალჩუკი. რ. პოკროვსკი (ივანოვი), ტ. სალდეცკაია (სარა), ვ. მაკარი (ლებედევი)
- 2008 — თეატრი „დონმარ ვერჰაუზი“ (ლონდონი)
- 2015 — კამერული თეატრი (თელ-ავივი, ისრაელი) - ივრითზე.
- 2016 — სამეფო დრამატული თეატრი (სტოკჰოლმი, შვედეთი) - შვედურ ენაზე. რეჟისორ ალექსანდრე მერკ-ეიდემის თანამედროვე ვერსია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Вокруг Чехова“, გვ. 187—188
- ↑ „Чехов в воспоминаниях современников“. М., Гослитиздат, 1952, с. 126—127
- ↑ პრესა სპექტაკლის შესახებ
- ↑ Ю. Фридштейн. «Русский пациент» Рейфа Файнза // Энциклопедия для детей. Искусство. Т. 3./ глав. ред. В. Володин — М: Аванта+, 2000. — С. 323.