ირინა მიროშნიჩენკო

ირინა მიროშნიჩენკო (რუს. Ири́на Петро́вна Мирошниче́нко; დ. 24 ივლისი, 1942, ბარნაული, (რსფსრ, სსრკ) — გ. 3 აგვისტო, 2023, მოსკოვი, რუსეთი) — საბჭოთა და რუსი მსახიობი, მომღერალი, პედაგოგი. რსფსრ სახალხო არტისტი (1988).

ირინა მიროშნიჩენკო
დაბადების თარიღი 24 ივლისი, 1942 (1942-07-24) (81 წლის)
ბარნაული, (რსფსრ, სსრკ)
გარდაცვალების თარიღი 3 აგვისტო, 2023 (81 წლის)
მოსკოვი, რუსეთი
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ, დროშა: რუსეთი რუსეთი
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები რსფსრ დამსახურებული არტისტი,
რსფსრ სახალხო არტისტი,
ღირსების ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1942 წლის 24 ივლისს ბარნაულში, სადაც მამამისი იყო მივლინებული მოსკოვიდან ციმბირის საბრძოლო ოლქის 22-ე სათადარიგო მსროლელთა პოლკის შემადგენლობაში. 1944 წელს დედასთან ერთად დაბრუნდა მოსკოვში (მამამისი შტაბში გადაიყვანეს და მხოლოდ 1945 წლის აგვისტოში, დემობილიზაციის შემდეგ შეუერთდა ოჯახს).

6 წლიდან სწავლობდა ვიოლინოზე დაკვრას გნესინების სახელობის სასწავლებელთან არსებულ სკოლაში.

1961 წელს სწავლა დაიწყო МХАТ-თან არსებულ სკოლა-სტუდიაში (ვასილი მარკოვის კურსი). მესამე კურსზე შედგა მისი დებიუტი გიორგი დანელიას ფილმში „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში“. სკოლა-სტუდიის დამთავრების შემდეგ მსახიობად მიიღეს მოსკოვის მხატვრულ თეატრში (МХАТ), რომლის სცენაზეც ითამაშა მაშა („თოლია“), მისის ჩივლი („იდეალური ქმარი“), ჟენია („ვალენტინი და ვალენტინა“), რანევსკაია („ალუბლის ბაღი“) და სხვა მრავალი.

კინოში მისი პირველი დიდი ნამუშევარი იყო მზვერავ გალინა ორტინსკის როლი ფილმიდან „მათ იცნობდნენ მხოლოდ სახით“. შემდეგ იყო „ბიძია ვანია“, „კრემლის კურანტები“, „არც დაგსიზმრებიათ“ და მრავალი სხვა.

ირინა მიროშნიჩენკო გარდაიცვალა 2023 წლის 3 აგვისტოს მოსკოვის საავადმყოფოში. დაკრძალულია ტროეკუროვის სასაფლაოზე[1]

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1964 დავდივარ მოსკოვის ქუჩებში Я шагаю по Москве კატია
1966 ანდრეი რუბლიოვი Андрей Рублёв მარიამ მაგდალინელი
1968 ნიკოლოზ ბაუმანი Николай Бауман ნადეჟდა ბაუმანი
1968 რეზიდენტის შეცდომა Ошибка резидента რიტა
1970 ძია ვანია Дядя Ваня ელენა სერებრიაკოვა
1979 საიდუმლო სამსახურის აგენტი Агент секретной службы ლიდია ფლორია
1980 არც დაგსიზმრებიათ Вам и не снилось… ლუდმილა, კატიას დედა
1982 პროფესია — გამომძიებელი Профессия — следователь ნატალია კროშინა
1985 მემკვიდრეობა Наследство ვარვარა შუმოვა
1986 მადამ ვონგის საიდუმლოებები Тайны мадам Вонг მადამ ვონგი

ჯილდოები და აღიარება რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება