ივანე მუშკეტოვი

რუსი გეოგრაფი და გეოლოგი

ივანე ვასილის ძე მუშკეტოვი (რუს. Мушкетов, Иван Васильевич; დ. 21 იანვარი [ ძვ. სტ. 9 იანვარი], ახალი სტილით, 1850, სტანიცა ალექსეევსკაია — გ. 23 იანვარი [ძვ. სტ. 10 იანვარი], 1902, პეტერბურგი) — რუსი გეოგრაფი და გეოლოგი. სახელგანთქმული მოგზაური. პეტერბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.

ივანე მუშკეტოვი
დაბ. თარიღი 10 (22) იანვარი, 1850[1]
დაბ. ადგილი Alexeyevskaya, Volgograd Oblast
გარდ. თარიღი 10 (23) იანვარი, 1902[2] (52 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
დასაფლავებულია სმოლენსკის მართლმადიდებლური სასაფლაო[3]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა მკვლევარი[3] , გეოგრაფი, გეოლოგი, რედაქტორი[3] და უნივერსიტეტის პროფესორი[4]
მუშაობის ადგილი სამთო ინსტიტუტი და გეოლოგიური კომიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტი[3]
განთქმული მოსწავლეები ვლადიმერ ობრუჩევი და Karol Bohdanowicz
ჯილდოები კონსტანტინეს მედალი[3]

ბიოგრაფია

რედაქტირება

1872 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი. 1882 წლიდან იყო გეოლოგიური კომიტეტის უფროსი გეოლოგი. 1872 წელს ივანე მუშკეტოვმა გამოიკვლია სამხრეთი ურალი, 1874–1875 წლებში იმოგზაურა ტიან-შანში და მდინარე სირდარიის ხეობაში, სადაც აღმოაჩინა სასარგებლო წიაღისეულის რამდენიმე საბადო. 1877–1880 წლებში აგრძელებდა შუა აზიის შესწავლას (შედეგები შეჯამებულია ნაშრომში „თურქესტანი“, ტ. 1-2, 1866–1906). ფართოდ გამოიკვლია პამირ-ალაის მთათა სისტემა.

1880 წელს მოაწყო ექსპედიცია ზარაფშანის მყინვარზე და დაადგინა ამ მხარის ხასიათი და მყინვარის საერთო მოძრაობა. 1881 წელს გამოიკვლია მყინვარწვერისა და იალბუზის მყინვარები. 1883 წელს გამოიკვლია ლიპეცკის მინერალური წყლები. 1884 წელს აწარმოებდა ასტრახანის გუბერნიის რელიეფისა და მინერალური წყლების შესწავლას. 1885 წელს სწავლობდა ყირიმში არსებულ რამდენიმე ტბას.

ივანე მუშკეტოვმა მოგვცა შუა აზიის გეოლოგიური და ოროგრაფიული აღწერა, ამასთანავე შემოგვთავაზა მისი გეოლოგიური სქემა. გენადი რომანოვსკისთან ერთად შეადგინა თურქესტანის პირველი გეოლოგიური რუკა. ამასთანავე შექმნა თურქესტანის მინერალების სია.

იკვლევდა ასევე კავკასიის გეოლოგიურ აგებულებასა და მყინვარებს, ქვანახშირისა და მანგანუმის საბადოებს მდინარე რიონის აუზში, კავკასიის მინერალურ წყაროებს. ახლებურად წარმოადგინა გეოლოგიური კვლევის ამოცანები. დიდ ყურადღებას უთმობდა ტექტონიკის, სეისმური და გეომორფოლოგიური პროცესების შესწავლას. სწავლობდა მიწისძვრის მიზეზებსა და მის შედეგებს. სახელმძღვანელო „ფიზიკური გეოლოგია“ იმ დროის თვალსაჩინო ნაშრომი იყო მასალის სისრულისა და თეორიული დონის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ივანე მუშკეტოვის შვილი დიმიტრი მუშკეტოვი (1882–1938), იყო აგრეთვე ცნობილი გეოლოგი და პალეონტოლოგი.

ივანე მუშკეტოვის სახელი ეწოდა ციმბირის, შუა და ცენტრალური აზიის გეოგრაფიულ ობიექტებს (მუშკეტოვის მთა, მუშკეტოვის მყინვარი და სხვა). მუშკეტოვის სახელობისაა აგრეთვე მინერალური აგრეგატი — მუშკეტოვიტი.

თხზულებები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 225.
  • Карпинский А. П., Памяти И. В. Мушкетова, "Горный журнал", 1902, т. 1, №2.
  1. https://commons.wikimedia.org/wiki/File:%D0%A1%D0%BC%D0%BE%D0%BB%D0%B5%D0%BD%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B5_%D0%9C%D0%BE%D0%B3%D0%B8%D0%BB%D0%B0_%D0%9C%D1%83%D1%88%D0%BA%D0%B5%D1%82%D0%BE%D0%B2.jpg
  2. https://bigenc.ru/geology/text/2240613
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 http://funeral-spb.narod.ru/necropols/smolenskoep/tombs/mushketov/mushketov.html
  4. Czech National Authority Database