ზარაფშანის მყინვარი

ზარაფშანის მყინვარი (ტაჯ. Зарафшон) — ხეობის ტიპის მყინვარი ტაჯიკეთში, ჰისარ-ალაის უდიდესი მყინვარი. სიგრძე 27,8 კმ, ფართობი 132,6 კმ².[1] შედგება ძირითადი ნაკადისა და 20 დიდი შენაკადისაგან. მყინვარის კვების არე გაწოლილია თურქესტანის, ალაისა და ზარაფშანის ქედების მიჯნაზე ზღვის დონიდან 5200 მ სიმაღლეზე. ფირნის ხაზი 4000 მ სიმაღლეზეა. მყინვარის ენა ეშვება 2810 მ-მდე და დასაბამს აძლევს მდინარე მათჩას — მდინარე ზარაფშანის სათავეს. უკანასკნელ ათწლეულებში მყინვარი უკან იხევს. 1979–2019 წლებში მყინვარმა უკან დაიხია 1700 მ-ით.[2] პირველად ზარაფშანის მყინვარი გაიარა ივანე მუშკეტოვის ექსპედიციამ 1880 წლის აგვისტოში.[1]

ზარაფშანის მყინვარი
კოორდინატები: 39°30′00″ ჩ. გ. 70°30′00″ ა. გ. / 39.50000° ჩ. გ. 70.50000° ა. გ. / 39.50000; 70.50000
ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
ფართობი 132,6 კმ²
სიგრძე 27,8 კმ
ტიპი ხეობური
ზარაფშანის მყინვარი — ტაჯიკეთი
ზარაფშანის მყინვარი