ვლადიმერ ობრუჩევი

რუსი გეოლოგი და გეოგრაფი

ვლადიმერ ათანასეს ძე ობრუჩევი (რუს. Обручев, Владимир Афанасьевич; დ. ძველი სტილით [28 სექტემბერი], ახალი სტილით [10 ოქტომბერი], 1863, სოფ. კლეპენინო, ახლანდელი ტვერის გუბერნია, — გ. 19 ივნისი, 1956, მოსკოვი) — რუსი გეოლოგი და გეოგრაფი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1929). სოციალისტური შრომის გმირი (1945). სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი (1947 წლიდან).

ვლადიმერ ობრუჩევი
დაბ. თარიღი 28 სექტემბერი (10 ოქტომბერი) 1863
დაბ. ადგილი რჟევი
გარდ. თარიღი 19 ივნისი, 1956(1956-06-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] (92 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[1] [7]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
Don Republic
საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
საქმიანობა გეოლოგი[8] [9] [10] [11] [4] , მკვლევარი, პალეონტოლოგი, გეოგრაფი, მწერალი[8] [12] [13] [4] , სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, საბავშვო მწერალი, მეცნიერი[7] [14] და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტავრიდის უნივერსიტეტი, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემია და ტომსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სამთო ინსტიტუტი
განთქმული მოსწავლეები მიხეილ უსოვი, Yevgeny Zakharov და ეფრემ კუზნეცოვი
მამა Afanasij Aleksandrovič Obruchev
შვილ(ებ)ი Dmitry Vladimirovich Obruchev, სერგეი ობრუჩევი და Vladimir Obruchev
ნათესავ(ებ)ი Viktor Bobrovsky
ჯილდოები სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, მოსკოვის 800 წლისთავის მედალი, Medal In memory of Alexander III, შრომის წითელი დროშის ორდენი, ალექსანდრე კარპინსკის სახელობის ოქროს მედალი და Jubilee Medal "25 Years of the Mongolian People's Revolution"
ხელმოწერა

ვლადიმერ ობრუჩევმა დაამთავრა პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი (1886). 1930 წლიდან იყო მუდმივი მზრალობის შემსწავლელი კომისიის (კომიტეტის) თავმჯდომარე, 1939 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მზრალობისმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, 1942-1946 წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგია-გეოგრაფიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.

ობრუჩევი ციმბირის, ცენტრალური და შუა აზიის ცნობილი მკვლევარია. საფუძვლიანად გამოიკვლია ლიოსის წარმოშობის პრობლემა ცენტრალურ და შუა აზიაში, ტექტონიკის ზოგადი საკითხები, ციმბირის ტექტონიკური აგებულება, გამყინვარება და მუდმივი მზრალობა, სასარგებლო წიაღისეულის (განსაკუთრებით ოქროს) საბადოთა გეოლოგია. ობრუჩევი არის მრავალი სახელმძღვანელოს, სამეცნიერო პოპულარული წიგნისა და რამდენიმე სამეცნიერო ფანტასტიკური რომანის ავტორი.

იყო უცხოეთის რამდენიმე ქვეყნის გეოლოგიური და გეოგრაფიული საზოგადოების წევრი. მიღებული აქვს რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის პრემია (1894) და დიდი ოქროს მედალი (1901). საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის პ. ჩიხაჩოვის სახელობის 2 პრემია (1898 და 1925), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გელმერსენის სახელობის პრემია (1918).

კარპინსკის სახელობის პირველი ოქროს მედალი (1947). ვლადიმერ ლენინის სახელობის პრემია (1926), სსრკ სახელმწიფო პრემიები (1941, 1950). დაჯილდოებულია 5 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. ობრუჩევის სახელი ეწოდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მზრალობისმცოდნეობის ინსტიტუტს, ქედს ტუვაში, მთას მდინარე ვიტიმის ზემოთში, ოაზისს ანტარქტიდაში და სხვა გეოგრაფიულ ობიექტს, აგრეთვე მინერალსობრუჩევიტი.

თხზულებები

რედაქტირება
  • Избранные работы по географии Азии, т. 1—3, М., 1951;
  • Избр. труды, т. 1, М., 1958.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 496.
  • Владимир Афанасьевич Обручев, М,—Л., 1946 (АН СССР. Материалы к биобиблиографии учёных СССР. Серия геологических наук, в. 6);
  • Поступальская М., Ардашникова С., Обручев, М., 1963.
  1. 1.0 1.1 Обручев Владимир Афанасьевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1974. — Т. 18 : Никко — Отолиты. — С. 229–230.
  2. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  3. http://pubs.aina.ucalgary.ca/arctic/Arctic16-4-285.pdf
  4. 4.0 4.1 4.2 The Fine Art Archive — 2003.
  5. Munzinger Personen
  6. Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. ЛаминНовосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
  7. 7.0 7.1 http://www.sciencephoto.com/media/227502/view
  8. 8.0 8.1 Deutsche Nationalbibliothek Record #11707893X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  9. http://www.erudit.org/revue/scientia/2010/v33/n2/1006151ar.pdf
  10. http://search.ebscohost.com/login.aspx?direct=true&profile=ehost&scope=site&authtype=crawler&jrnl=16545915&AN=52541204&h=VKDQZKBv2LjA0aOlx%2FpOgloGpTzuBsFaGqmPcdQ392x%2Fz4VrhWUtZK6K7zAVh%2FCpxeB2SZFjCDM0UF%2FkjNp2Sw%3D%3D&crl=f
  11. http://visualrian.ru/en/site/photo/historic/1930/?startfrom=1152
  12. http://russia-ic.com/people/general/o/382
  13. http://www.russia-ic.com/people/education_science/382/
  14. http://www.oilru.com/or/33/644/