იაკუბ (იაკოვ) პარნასი (დაბ. პარნესი ; პოლ. Jakub Karol Parnas ; დ. 16 იანვარი 1884, ტერნოპოლი, ავსტრია-უნგრეთი — გ. 29 იანვარი, მოსკოვი, სსრკ ) — პოლონელი და საბჭოთა ბიოქიმიკოსი . აღმოაჩინა გლიკოგენის ფოსფოროლიზი . სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1942).

იაკოვ პარნასი
პოლ. Jakub Karol Parnas
დაბ. თარიღი 16 იანვარი, 1884(1884-01-16)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი Mokriany ან ტერნოპოლი[6]
გარდ. თარიღი 29 იანვარი, 1949(1949-01-29)[7] [2] [3] [4] [5] (65 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[7]
მოქალაქეობა პოლონეთი
 სსრკ
საქმიანობა ბიოქიმიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და მეცნიერი[6]
მუშაობის ადგილი ვარშავის უნივერსიტეტი და ლვივის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი და დანილ გალიცკის სახელობის ლვოვის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი პროფესორი
ჯილდოები სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, პოლონეთის აღორძინების ორდენის ოფიცერი და doctor honoris causa from the University of Toulouse[8]

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1884 წლის 16 იანვარს ტარნოპოლში, ებრაელების ოსკარ პარნესისა და გაბრიელა ბერნშტეინის ოჯახში. [9]

იყო გერმანელი პროფესორის ფრანც ჰოფმაისტერის სტუდენტი.

პარნასი ასევე ცნობილია, როგორც პოლონეთსა და სსრკ-ში ბიოქიმიკოსთა მთელი სამეცნიერო სკოლის შემქმნელი და ლიდერი. ლვოვში ჩამოაყალიბა ლვოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ქიმიის ინსტიტუტი.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის თანახმად, პოლონეთი გაიყო გერმანიასა და სსრკ-ს შორის. წითელი არმია ლვოვში შევიდა. პარნასი დადგა არჩევანის წინაშე — შეეძლო წასულიყო ლონდონში ან ნიუ-იორკში, მაგრამ დარჩა ლვოვში.

იაკუბ პარნასი აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. იგი ასევე იყო არაერთი უცხოური აკადემიის წევრი იყო.

დიდი სამამულო ომის დასაწყისში მეცნიერი ევაკუირებული იქნა კიევში, შემდეგ კი — უფაში . 1943 წელს ი.პარნასი მოსკოვში გამოიძახეს. იგი სასტუმრო მეტროპოლში დასახლდა. მოსკოვში მონაწილეობა მიიღო 1943 წელს სსრკ სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის დაარსებაში. ასევე ორგანიზება გაუწია სსრკ სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიური და სამედიცინო ქიმიის ინსტიტუტის დაარსებას და გახდა მისი პირველი დირექტორი. გარდა ამისა, როგორც აკადემიკოსს, მას ჰქონდა უფლება მოეწყო საკუთარი ლაბორატორია. შედეგად, ჩამოაყალიბა ფიზიოლოგიური ქიმიის ლაბორატორია, სადაც ის და მისი უახლოესი თანამშრომლები განაგრძობდნენ კვლევას ნახშირწყლების შესახებ.

როგორც მეცნიერების ისტორიკოსი სიმონ შნოლი წერდა:

 
„ქვეყანაში ბიოქიმიური აზროვნების ცენტრი გახდა „ხუთშაბათების“ სახელით ცნობილი პარნასის სემინარები, სადაც იკრიბებოდნენ არა მხოლოდ მოსკოველები, არამედ სხვა ქალაქების მაცხოვრებლები. პარნასი გამოირჩეოდა ერუდიციით,და პრობლემის სიღრმისეული დასმით. „ხუთშაბათების“ მთავარი მოვლენას წარმოადგენდა თავად პარნასის მოხსენებები ან მისი კომენტარები სხვა მომხსენებლების მოხსენებებზე.“

1947 წლის 17 ოქტომბერს მან შეიტანა თხოვნა თავის მიერ შექმნილი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რადგან იმ დროისთვის მძიმედ იყო დაავადებული დიაბეტით, ასევე აწუხებდა გულის უკმარისობა. მისი ამ თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება 1948 წლის 28 მაისს გაფორმდა. მის მაგივრად დირექტორად დაინიშნა სერგეი სევერინი, შემდეგ მალევე — ვასილი ორეხოვიჩი.

1948 წლის დეკემბერსა და 1949 წლის იანვარში დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები ებრაული ანტიფასისტური კომიტეტის საქმეზე. 29 იანვარს იაკოვ პარნასი დააპატიმრეს. იგი გარდაიცვალა ციხეში.

გარდაცვალების გარემოებები

რედაქტირება

პარნასის შვილის მოთხოვნაზე მამის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, იუსტიციის პოლკოვნიკმა ვ.გრანენოვმა 1993 წლის 20 ივლისს ზედამხედველობის მათავარი სამმართველოს სახელით წერილობით უპასუხა:

„...ი. პარნასი 1949 წლის 28 იანვარს უცხო სახელმწიფოს დავალებით სსრკ-ს წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობისთვის დააკავეს... იმავე დღეს მოათავსეს სსრკ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შიდა იზოლატორში, სადაც ექიმმა გასინჯა და დაუსვა დიაგნოზი: არტერიო-კარდიოსკლეროზი, ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი. მარჯვენა ცალმხრივი საზარდულის თიაქარი. არსებული დაავადებების გამო დაენიშნა მკურნალობა... 1949 წლის 29 იანვარს 15.00. საათსა და 15 წუთზე სსრკ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების საგამოძიებო ნაწილის უფროსმა გამომძიებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივანოვმა პარნასი პირველ დაკითხვაზე გამოიძახა. საღამოს 5 საათზე. 30 წთ. ივანოვმა პარნასი დატოვა კაბინეტში, თანამშრომელთან ერთად, თვითონ კი გავიდა სამსახურებრივი საჭიროების გამო. 10-15 წუთის შემდეგ. მას აცნობეს, რომ პარნასი თავს კარგად არ გრძნობდა და დახმარებისთვის ექიმი გამოიძახეს. 17 საათსა და 50 წთ.-ზე სამედიცინო დახმარების გაწევისას პარნასი გარდაიცვალა. ცხედარს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც ვერ დაადგინა სხეულის დაზიანებები. გარდაცვალების მიზეზად მიოკარდიუმის ინფარქტი დასახელდა...“

1954 წლის 3 აპრილს, სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული კგბ-ს საგამოძიებო განყოფილების უფროსმა გამომძიებელმა, ლეიტენანტმა პოლკოვნიკმა ჩეკლინმა გამოსცა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე იაკუბ პარნასის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მასში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. დოკუმენტები აკადემიკოს პარნასის ცხედრის დაკრძალვის თაობაზე შემორჩენილი არ არის.

ქმრის დაპატიმრების შემდეგ პარნასის მეუღლე რენატა გამოასახლეს აკადემიკოსების პრესტიჟულ კორპუსში მდებარე ბინიდან (ამჟამად ლენინსკის პროსპექტი, 13, ბინა 28) და გადასცეს ოთახი კომუნალურ ბინაში. იან პარნასი, მათი ვაჟი, რომელიც დაიბადა 1923 წელს, იბრძოდა ანდერსის არმიაში. შემდგომში მუშაობდა მთავარ ქირურგად პოლონეთის პატარა ქალაქ ჩლუხუვში. გარდაიცვალა 1995 წელს. ჰოსპიტალს მის საპატივსაცემოდ ეწოდა იან პარნასის სახელობის ჰოსპიტალი.

ჯილდოები

რედაქტირება
 
მემორიალური დაფა ლვოვის სამედიცინო უნივერსიტეტში

აკადემიკოს პარნასის ხსოვნის საპატივსაცემოდ 1996 წლიდან ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება მისი სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, რომლებსაც აწყობენ პოლონეთის ბიოქიმიური საზოგადოება და უკრაინის ბიოქიმიური საზოგადოება. 2011 წლიდან ამ პროგრამას შეუერთდა ისრაელის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის საზოგადოება. 1962 წლიდან პოლონეთის ბიოქიმიური საზოგადოება ანიჭებს ყოველწლიურ პარნასის ჯილდოს ბიოქიმიის დარგში საუკეთესო კვლევისთვის. [10] იაკუბ პარნასის მე-9 კონფერენცია გაიმართა 2013 წლის 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით იერუსალიმში ( ისრაელი ). [11] [12]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #123113040 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Internetowy Polski Słownik Biograficzny
  4. 4.0 4.1 Académie nationale de médecine
  5. 5.0 5.1 https://bs.sejm.gov.pl/F?func=find-acc&acc_sequence=000054173&find_code=SYS&local_base=ARS10
  6. 6.0 6.1 Czech National Authority Database
  7. 7.0 7.1 Парнас Яков Оскарович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  8. Le général de Gaulle à la séance solennelle de rentrée de l'Université de Paris / J. FenoglioParis: Société éditrice du Monde, 1945. — P. 4. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
  9. Запись о рождении (16 января) и обрезании (23 января) Якова Парнаса დაარქივებული 2017-11-07 საიტზე Wayback Machine. : Родители — Оскар Парнес и Габриэлла, дочь Якова-Хаима и Бальбины Бернштейн.
  10. The Polish Biochemical Society. ციტირების თარიღი: 2015-10-07
  11. IX Jakub K. Parnas Conference: Proteins from Birth to Death. ციტირების თარიღი: 2015-10-07
  12. Informacje. ციტირების თარიღი: 2015-10-10