თვალივისოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. ჟინვალის სადაბო თემი.[1] მდებარეობს მდინარე ფშავის არაგვის მარცხენა მხარეს, მწვერვალ გორმაღლის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე. ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 22 კილომეტრით.

სოფელი
თვალივი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი ჟინვალი
კოორდინატები 42°11′58″ ჩ. გ. 44°50′49″ ა. გ. / 42.19944° ჩ. გ. 44.84694° ა. გ. / 42.19944; 44.84694
ცენტრის სიმაღლე 900
მოსახლეობა 59[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 96,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
თვალივი — საქართველო
თვალივი
თვალივი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
თვალივი
თვალივი — დუშეთის მუნიციპალიტეტი
თვალივი

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 59 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 80[2]
2014 59  

ისტორიული ძეგლები

რედაქტირება

სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირის ტყიან ზეგანზე, შემონახულია ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომლის მთავარი ნაგებობაა წმინდა გიორგის ეკლესია. იგი ხარჭაშნელ ეპისკოპოსთა მთავარი ტაძარი ყოფილა (ეპარქია მოიცავდა ერწო-თიანეთს და ფშავ-ხევსურეთს). ხარჭაშნელი ეპისკოპოსი ისტორიულ წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება, კათედრამ არსებობა შეწყვიტა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში). დარბაზული ეკლესიის უძველესი სამშენებლო ფენა ადრინდელ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება, XV საუკუნეში გადაუკეთებიათ და განუახლებიათ. ტაძარი ნაგებია კლდის დაუმუშავებელი ქვითა და შირიმის გათლილი კვადრებით.

აღმოსავლეთით ნახევარწრიული, შვერილი აფსიდი აქვს. XV საუკუნეში, გადაკეთების დროს, ამოუქოლავთ სამხრეთი კარი, ხოლო დასავლეთი კარის წინ მიუშენებიათ შესასვლელი სამრეკლოთი. შესასვლელის თავზე ჩასმულია ქვიშაქვის დიდი ქვა ასომთავრული წარწერით, რომელიც პალეოგრაფიულად XV საუკუნით თარიღდება. ამავე პერიოდს მიეკუთვნება ინტერიერში, საკურთხევლის წინ, აღმართული აგურის კანკელი, რომლის არქიტრავის ფრესკაზე გამოსახულია 15 წმინდანი. ეკლესიას გარს არტყია გეგმით წვრილი გალავანი, რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ოთხსართულიანი შესასვლელი კოშკია ჩაშენებული. გალავნის შიგნით შემორჩენილია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა და მომცრო დარბაზული ეკლესიის ნანგრევები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წერეთელი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 672.
  • ბარნაველი თ. (შემდგ.), კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები, თბ., 1961.
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.