თეთრი პრინცესა (მინისერიალი)

თეთრი პრინცესა (ინგლ. The White Princess) — 2017 წელს გამოსული ბრიტანულ-ამერიკული ისტორიული მინისერიალი, რომელიც ეფუძნება ფილიპა გრეგორის ამავე სახელწოდების ნოველას და მოგვითხრობს ჰენრი VII-ის მმართველობის დასაწყისში ინგლისის სამეფო კარზე მიმდინარე მოვლენების შესახებ. იგი წარმოადგენს 2013 წელს გამოსული სერიალის, „თეთრი დედოფლის“ გაგრძელებას და 2019 წელს გამოსული სერიალის, „ესპანელი პრინცესის“ წინამორბედს. ფილიპა გრეგორის ნოველებზე დაფუძნებული სერიალების ეს ტრილოგია საერთო ჯამში მოგვითხრობს XV საუკუნის მეორე ნახევრისა და XVI საუკუნის დასაწყისის ინგლისის ისტორიას. სერიალის მთავარი გმირები არიან მეფე ჰენრი VII, დედოფალი ელისაბედ იორკელი და მათთან დაახლოებული პირები.

თეთრი პრინცესა
ჟანრი ისტორიული
დრამა
ავტორი ემა ფროსტი
სარა დოლარდი
ლორენ მაკლოგლენი
ემი რობერტსი
ელის ნატერი
სარა ფელფსი
ეფუძნება ფილიპა გრეგორის ნოველებს: „თეთრი პრინცესა“ და „მეფის წყევლა“
რეჟისორი ჯეიმი პეინი
ალექს კოლიმნიოსი
მონაწილეობენ ჯოდი კომერი
რებეკა ბენსონი
ჯეიკობ კოლინს-ლევი
კენეთ კრანჰემი
იზი დეივისი
როსი დე პალმა
რიჩარდ დილანი
ანტონი ფლანგანი
პატრიკ გიბსონი
კაროლინ გუდოლი
ემი მენსონი
ადრიან როულინსი
ვინსენტ რეგანი
სუკი უოტერჰაუსი
ჯოან უოეი
ენდრიუ უიპი
მიშელ ფეირლი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 1
სერია 8
წარმოება
ხანგრძლივობა 60 წუთი
ეთერში 16 აპრილი, 2017 — 4 ივნისი, 2017
ქრონოლოგია
წინა თეთრი დედოფალი
შემდეგი ესპანელი პრინცესა
რესურსები ინტერნეტში
საიტი
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სერიალის სიუჟეტი 1485 წლიდან იწყება და იგი პირდაპირი გაგრძელებაა სერიალისა „თეთრი დედოფალი“, რომელშიც მოთხრობილია ვარდების ომის პერიოდის ინგლისის სამეფო კარზე მიმდინარე მოვლენები. უკვე სერიალში „თეთრი პრინცესა“ ვარდების ომი დასრულებულია, ტახტზე ჰენრი VII ზის ტიუდორების დინასტიიდან, თუმცა მისი მმართველობა არამყარია, რამეთუ იგი ტახტის მემკვიდრე არ ყოფილა და მას მხოლოდ მეფე რიჩარდის დამხობის შემდეგ დაეპატრონა. ამის გამო ჰენრის დედას, ლედი მარგარეტს სურს თავისი ერთადერთი ვაჟი დააქორწინოს განსვენებული მეფე ედუარდის ასულსა და მეფე რიჩარდის ძმისწულზე, პრინცესა ელისაბედ იორკელზე, რათა იორკთა მომხრეები ასე გადაიბიროს, თუმცა პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ელისაბედსა და ჰენრის ერთმანეთი სძულთ. ჰენრი ცდილობს თავიდან აიცილოს მასზე ქორწინება და მზადაა ცოლად თუნდაც მისი და, პრინცესა სესილი შეირთოს, თუმცა სამეფო საბჭოსგან უარს იღებს.

მიუხედავად მათი სურვილისა, ელისაბედი და ჰენრი ქორწინდებიან, სულ მალე კი დედოფალი ორსულდება. ამის პარალელურად ელისაბედის დედა, ქვრივი დედოფალი ელიზაბეთი ცდილობს ინტრიგების წყალობით ტახტი იორკებს დაუბრუნოს. მისი მეოხებით როდესაც ჰენრი და დედამისი იორკში იმყოფებოდნენ მთელი ქალაქი აჯანყდა და მეფე სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ამისშემდეგ ჰენრი თავის სიდედრს მონასტერში გზავნის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, მაგრამ იგი მაინც ახერხებს წერილების გაგზავნას თავის მულთან, ბურგუნდიის ჰერცოგინია მარგარეტ იორკელთან და მას დახმარებას სთხოვს. მარგარეტი თავიდან ცდილობს ტიუდორების მხარე დაიჭიროს და მშვიდობა შეინარჩუნოს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ინგლისის ელჩის დაუდევრობით მისი ერთადერთი გერი, მარია ბურგუნდიელი იღუპება, მარგარეტი იორკების მხარეს გადადის და შეთქმულების მზადებას იწყებს. იმავდროულად, ელისაბედ იორკელი პირველ ვაჟს, არტურს აჩენს. ამის შემდეგ იწყება მეფე-დედოფლის დაახლოვება, რის გამოც ელისაბედი აღარ ერთვება იორკების შეთქმულებებში.

ამ ყველაფრის შემდეგ ინგლისში მარგარეტ იორკელის ჯარები იჭრებიან, თუმცა მათ ტიუდორები ამარცხებენ და ირკვევა, რომ ბიჭი, რომელიც თავს ედუარდ IV-ის ძმისწულ ტედი პლანტაგენეტად ასაღებდა, სინამდვილეში ფლამანდიელი გლეხი იყო, თუმცა იორკები ამით არ დანებებულან. მოგვიანებით ირკვევა, რომ დედოფალმა ელიზაბეთმა თავისი ერთ-ერთი ძის, რიჩარდის გადამალვა და ქვეყნიდან გაპარება მოახერხა. მას ელიზაბეთის დავალებით მარგარეტი პოულობს, თავისთან იფარებს და ახალი ამბოხისათვის ემზადება. ვინაიდან ბევრმა დაიჯერა, რომ იგი ნამდვილად რიჩარდ იორკელი იყო, მეფე ჰენრი ბურგუნდიაში აგზავნის თავისი ცოლის ბიძაშვილ მარგარეტ პლანტაგენეტს, რათა იცნოს, ნამდვილად ისაა თუ არა. მარგარეტის განცხადებით იგი თვითმარქვია იყო, თუმცა ევროპელი მონარქები ბურგუნდიის მხარეს გადავიდნენ. მალევე შოტლანდიის მეფემ რიჩარდს ცოლად თავისი ბიძაშვილი კეტი გორდონი შერთო და ჯარებიც გაუგზავნა, თუმცა იორკები ამჯერადაც დამარცხდნენ. რიჩარდ იორკელი ტიუდორების ტყვეობაში აღმოჩნდა, თუმცა ხალხის ნაწილი კვლავ მას ემხრობოდა, ამიტომაც ჰენრიმ და ელისაბედმა მოკავშირეების ძებნა დაიწყეს.

ინგლისის მეფე-დედოფალი თავად ეახლნენ ესპანეთის დედოფალ ისაბელ I-სა და მის ქმარს, მეფე ფერდინანდ II-ს და სთხოვეს მათი ქალიშვილის, კატალინას ხელი, ინგლის-ესპანეთის ალიანსის დასტურად, თუმცა ისაბელმა მათ ქორწინებაზე უარი უთხრა, მანამ სანამ ინგლისის ტახტს მხოლოდ ერთი მემკვიდრე არ ეყოლებოდა. ინგლისში დაბრუნებულ ელისაბედსა და ჰენრის უწევთ შოტლანდიელების შემოჭრის (ისინი რიჩარდის და კეტის გამოხსნას ცდილობდნენ) მოგერიება, რამაც ჰენრის მოთმინების ფიალა აუვსო და გადაწყვიტა რიჩარდის სიკვდილით დასჯა. მაგრამ მანამდე ელისაბედს სთხოვა დაედასტურებინა, რომ იგი ნამდვილად თვითმარქვია იყო და არა პრინცი რიჩარდი, ცოლისაგან დასტურის მიღების შემდეგ კი ჰენრი თავს ჰკვეთს რიჩარდსაც და ელისაბედის ბიძაშვილსაც, უორვიკის გრაფ ტედისაც. ვინაიდან იორკების დინასტიას მამაკაცი მემკვიდრე აღარ ჰყავდა, მარგარეტ იორკელმაც ფარ-ხმალი დაყარა და უკან, ბურგუნდიაში დაბრუნდა.

მსახიობები

რედაქტირება
 
მიშელ ფეირლი, მარგარეტ ბეფორტის როლის შემსრულებელი
 
პატრიკ გიბსონი, რიჩარდ იორკელის როლის შემსრულებელი
  • ჯოდი კომერი — ელისაბედ იორკელი[1], ინგლისის დედოფალი, ჰენრი VII-ის ცოლი;
  • რებეკა ბენსონი — მარგარეტ პლანტაგენეტი[2], დედოფალ ელისაბედის ღვიძლი ბიძაშვილი და ტედის და;
  • ჯეიკობ კოლინს-ლევი — ჰენრი VII, ინგლისის მეფე, ელისაბედ იორკელის ქმარი;
  • კენეთ კრანჰემი — ეპისკოპოსი და შემდეგში კარდინალი ჯონ მორტონი, დედა-დედოფალ მარგარეტის მოძღვარი;
  • იზი დეივისი — ქვრივი დედოფალი ელიზაბეთ ვუდვილი[3], დედოფალ ელისაბედ იორკელის დედა, ჰენრი VII-ის სიდედრი;
  • მიშელ ფეირლი — დედა-დედოფალი მარგარეტ ბეფორტი[4], ჰენრი VII-ის დედა;
  • როსი დე პალმაისაბელ I, კასტილიისა და ლეონის დედოფალი;
  • რიჩარდ დილანი — ტომას სტენლი, დედა-დედოფალ მარგარეტის მეოთხე ქმარი;
  • ანტონი ფლანგანი — ფრენსის ლოველი, იორკების მხარდამჭერი და შეთქმულების წევრი;
  • პატრიკ გიბსონი — რიჩარდ იორკელი, ელისაბედ იორკელის ძმა, დედა-დედოფალ ელიზაბეთის ვაჟი და იორკების ტახტის მთავარი კანდიდატი;
  • კაროლინ გუდოლი — სესილი ნევილი, იორკის ჰერცოგინია, ელისაბედ იორკელის ბებია, სერიალში „თეთრი დედოფალი“ იგი ასრულებდა იმავე პერსონაჟის, ჰერცოგინია სესილიას როლს, რომელიც იყო მეფე ედუარდ IV-ისა და რიჩარდ III-ის დედა, ამ სერიალში უფრო წარმოჩენილია როგორც ბურგუნდიის ჰერცოგინია მარგარეტ იორკელის დედა;
  • ემი მენსონი — კათრინ „კეტი“ გორდონი, შოტლანდიის მეფის ბიძაშვილი და რიჩარდ იორკელის მეუღლე;
  • ადრიან როულინსი — ჯონ დე ლა პოლი, სუფოლკის ჰერცოგი;
  • ვინსენტ რეგანი — ჯასპერ ტიუდორი, ჰენრი VII-ის ბიძა, დედა-დედოფალ მარგარეტის მაზლი;
  • სუკი უოტერჰაუსი — სესილი იორკელი, დედოფალ ელისაბედ იორკელის უმცროსი და;
  •  
    სუკი უოტერჰაუსი, სესილი იორკელის როლის შემსრულებელი
     
    როსი დე პალმა, ისაბელ კასტილიელის როლის შემსრულებელი
    ჯოან უოეი — მარგარეტ იორკელი[2], ბურგუნდიის ჰერცოგის ქვრივი, დედოფალ ელისაბედ იორკელის მამიდა;
  • ენდრიუ უიპი — სირ რიჩარდ პოლი, მარგარეტ პლანტაგენეტის ქმარი;

ეპიზოდური

რედაქტირება
  • ნიკოლას ოდსლი — ლორდი სტრენჯი, ჰენრი VII-ის მამინაცვლის ვაჟი;
  • რის კონაჰი (ბავშვობაში) და ალბერტ დე ჯონგი (თინეიჯერობაში) — უორვიკის გრაფ ტედი პლანტაგენეტი[3], დედოფალ ელისაბედის ბიძაშვილი და მარგარეტ პლანტაგენეტის ძმა;
  • ჰეიდი ელი — პრინცესა ბრიჯიტი, დედოფალ ელისაბედის უმცროსი და;
  • ოლივერ ჰემბრუჯი — ჯონ დე ლა პოლი, ლინკოლნის ერლი, სუფოლკის ჰერცოგის ძე;
  • როუზ ნაიტლი — პრინცესა ანა, დედოფალ ელისაბედის უმცროსი და;
  • ევა მასტერსი — პრინცესა კათრინი, დედოფალ ელისაბედის უმცროსი და;
  • სიუზი ტრეილინგი — ელისაბედ დე ლა პოლი, სუფოლკის ჰერცოგინია, დედოფალ ელისაბედ იორკელის მამიდა;
  • გი უილიამსი — უილიამ სტენლი, ლორდი ტომასის ძმა;
  • ლენ ბეტკელორი — საღვთო რომის იმპერატორი მაქსიმილიან I, მარია ბურგუნდიელის ქმარი;
  • ბილი ბარატი — არტურ ტიუდორი, უელსის პრინცი, ჰენრი VII-ის და დედოფალ ელისაბედის უფროსი ძე;
  • ვუდი ნორმანი — ჰენრი „ჰარი“ ტიუდორი, ჰენრი VII-ისა და დედოფალ ელისაბედის უმცროსი ძე;
  • ფილიპე არდიტი — როდრიგო დე პუებლა, ესპანეთის დედოფლის ელჩი ინგლისში;

მოწვეული

რედაქტირება
  • ნედ ელიოტი — რიჩარდი, იორკის ჰერცოგი, დედოფალ ელისაბედის ძმა;
  • ლუკ უები — ინგლისის მეფე ედუარდ V, დედოფალ ელისაბედის ძმა;
  • დერეკ ფრუდი — იორკის მერი;
  • ემანუელა ბუაზი — მარია ბურგუნდიელი, ნიდერლანდების მმართველი, მაქსიმილიან I-ის ცოლი და დედოფალ ელისაბედის მამიდის, მარგარეტის გერი;
  • მაქს ტრიუ — ლამბერტ სიმნელი, ფლამანდიელი გლეხი, რომელიც თავს უორვიკის გრაფ ტედი პლანტაგენეტად ასაღებდა;
  • ნია რობერტსი — კათრინ ვუდვილი, ბაკინგემის ჰერცოგის ქვრივი და ჯასპერ ტიუდორის მეუღლე, დედოფალ ელისაბედის დეიდა;
  • ნორმან არტურ ეშლი — აბატი;
  • ხუან ეჩენიკი — ფერდინანდ II, არაგონის მეფე, დედოფალ ისაბელ I კასტილიელის ქმარი;
  • ნიკოლას გეკსი — ვიმბორნელი ბერი;
  • მარკ ედელ-ჰანტი — ტომას უოლსი;
  • ალასდირ მაკლოგლინი — ნოა ლაფი;

გაგრძელება

რედაქტირება

სერიალ „თეთრი პრინცესის“ გაგრძელებას წარმოადგენს 2019 წელს გამოსული სერიალი „ესპანელი პრინცესა“. იგი მსგავსად „თეთრი დედოფლისა“ და „თეთრი პრინცესისა“, გადაღებულია ფილიპა გრეგორის ნოველებზე დაყრდნობით და მასში მოქმედება ხდება უკვე XVI საუკუნის დასაწყისში. ვინაიდან ინგლისს უკვე მხოლოდ ერთი მემკვიდრე ჰყავს პრინცი არტურის სახით, დედოფალი ისაბელი დანაპირებს ასრულებს და თავის ქალიშვილ კატალინას ინგლისში აგზავნის მასზე დასაქორწინებლად. ეს სერიალი სწორედ კატალინაზეა, თუ როგორც ცდილობს იგი გაუმკლავდეს სირთულეებს და გახდეს ინგლისის დედოფალი[5].