ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მიშელ ფეირლი (ინგლ. Michelle Fairley; დ. 17 იანვარი, 1964) — ირლანდიელი მსახიობი. ცნობილია, HBO-ს სერიალ, სამეფო კარის თამაშები-ში კეიტლინ სტარკის როლის მონაწილეობით. იგი ასევე გადაღებულია რამდენიმე სერიალში, მათ შორისაა: NetWork-ის სერიალი „ფორსმაჟორი“, რომელშიც 2013 წელს მონაწილეობდა და Fox-ის სერიალი „24: Live Another Day“ (2014).

მიშელ ფეირლი

დაიბადა17 იანვარი, 1964 (1964-01-17) (60 წლის)
კოლერაინი, ჩრდილოეთ ირლანდია
ეროვნებაირლანდიელი
საქმიანობა მსახიობი

ბავშვობა და ახალგაზრდობა

რედაქტირება

მიშელ ფეირლი, 1964 წლის 17 იანვარს, კოლერაინში, ჩრდილოეთ ირლანდიაში დაიბადა. არის ბრაიან და ტერეზე ფეირლის ქალიშვილი. მიშელს ჰყავს და, სიმონ ფეირლი. იგი ბავშვობიდან ოცნებობდა მსახიობობაზე. როგორც მოზარდი, თამაშობდა ულტერის ახალგაზრდულ თეატრში. სწავლობდა კათოლიკურ გრამატიკის სკოლაში, ეთნიკური წარმომავლობით ირანელია.

სწავლის დამთავრების შემდეგ, ფეირლიმ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა. საცხოვრებლად ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქში, ბელფასტში გადავიდა, სადაც მან განავითარა თავისი უნარ-ჩვევები. 1980-იან წლებში, ფეირლიმ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოინდომა და ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გადავიდა.

მანჩესტერში სწავლის შემდეგ, მიშელმა საყვარელი საქმე, მსახიობობა გააგრძელა. მიშელის ერთ-ერთმა მასწავლებელმა, იგი ერთ-ერთ ცნობილ დრამატურგს გააცნო. მოგვიანებით, დრამატურგმა მიშელი პიესა Joyriders-ში მიიწვია, ამ პიესაში მონაწილეობა მიშელისთვის, პირველი მნიშვნელოვანი პროექტი იყო.

1986 წელს მიშელი თეატრთან ერთად ლონდონში გადავიდა, სადაც მან 1988 წელს, „Daughter of the Sea“-ში მონაწილეობით, დიდი პოპულარობა მოიპოვა. სწორედ, ამ პერიოდიდან დაიწყო მიშელის სამსახიობო კარიერის აღმასვლა, გადაღებული იქნა რამდენიმე სატელევიზიო ფილმსა თუ სერიალში, მათ შორისაა, ფილმი „Cidade Oculta“, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული სატელევიზიო შოუ-Lovejoy-ში, რომლის გადაღებები 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოგვიანებით, იგი მიიწვიეს ერთ-ერთ შოუში, Inspector Morse-ში, ამ პროექტზე იგი 1987 წლიდან 2000 წლამდე მუშაობდა. მიშელი ასევე გადაიღეს, კრიმინარულ დრამა „კომიქსში“, 1996 წელს და „ძვირფას სისხლში“.

1994 წელს, მიშელიმ, „სიკვდილსა და ქალწულში“ მონაწილეობის მიღებით, ხალხის დიდი პატივისცემა დაიმსახურა და მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა.

1996 წელს, მიშელმა, პირველი კომედიური როლი, BBC-ს შოუ „Safe and Sound“-ში შეასრულა. 1997 წელს მსახიობმა, BBC-ს შოუ „The Broker's Man“-ში, ფითზპატრიკის როლით ითამაშა, ხოლო 1999 წელს, რეი ვინსტონის როლი, „Marriage and Death“-ში შეასრულა და პრესტიჟული ჯილდოც მოიგო. ამავე წელს, იგი ადგილობრივი მსახიობების თეატრის, «Royal Court»-ის წევრი გახდა. აქ მუშაობით, მან მთლიანობაში 277 სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა.

2004 წელს, მიშელმა მთავარი როლი შეასრულა, „Ashes to Ashes“-ში, ხოლო 2007 წელს, მან შექსპირის ტრაგედია-ოტელოში, ემილიას როლი შეასრულა. 2009 წელს, მიშელმა სკანდალურ სატელევიზიო სერიალში, „Misfits“-ში ლუსის როლი შეასრულა.

მომდევნო წელი მსახიობისთვის პროდუქტიული გამოდგა, 2010 წელს მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა „ჩეთი“, და „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები, ნაწილი 1“, სადაც მან მისის გრეინჯერის როლი შეასრულა, ერთ-ერთ ეპიზოდში.

2010 წლის 19 მარტს, ცნობილი გახდა ფაქტი რომ მიშელი „სამეფო კარის თამაშებში“ კეიტლინ სტარკის როლს შეასრულებდა. მან ამ სერიალში 2 სეზონი (25 ეპიზოდი) ითამაშა, და დიდი პოპულარობაც მოიპოვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიშელ_ფეირლი“-დან