თეთრი კლიტოციბე (ლათ. Leucocybe candicans) — სოკოს სახეობა ტრიქოლომასებრთა ოჯახისა.[1] 2015 წლამდე ეს სახეობა კლიტოციბეს გვარში ერთიანდებოდა.

თეთრი კლიტოციბე

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ტრიქოლომასებრნი
გვარი:  Leucocybe
სახეობა:  თეთრი კლიტოციბე
ლათინური სახელი
Leucocybe candicans (Pers.) Vizzini et al., 2015

ძლიერ შხამიანია. შეიცავს მუსკარინს. ფართოდაა გავრცელებული ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ზაფხულ-შემოდგომით

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა და ბოტანიკოსმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1801 წელს როგორც Agaricus candicans. მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა იტალიელმა მიკოლოგმა ალფრედო ვიცინიმ 2015 წელს.

ზრდასრული სოკოს ქუდის დიამეტრი 1-4 სმ-მდე აღწევს, ნორჩობაში ბრტყლად ამოზნექილი, შემდეგ ბრტყელი, ასაკთან ერთად ჩაზნექილი ხდება. ზედაპირი დაფარულია მოთეთრო ცვილისებრი ნაფიფქით, რომელიც ასაკთან ერთად ქვრება. ფერი — მკრთალ-მონაცრისფროდან მკრთალ-მოწითალომდე, კიდეებთან ახლოს თეთრი.

ფირფიტები ხშირია, ფეხთან შეზრდილი, თითქმის დაღმავალი, მოთეთრო ან მკრთალი კრემისფერი.

რბილობი — ჰიგროფანური, მონაცრისფრო-მოთეთრო, წყალწყალა, ახასიათებს პომიდვრის ფოთლების მსგავსი მძაფრი სუნი და უსიამოვნო მძაღე ან მომწარო გემო.

ფეხის სიგრძე — 2-4 სმ, სისქე — 0,2-0,4 სმ, ცილინდრული ან მოხრილი ძირით, მოვარდისფრო ან მონაცრისფრო-მოთეთრო, თითქმის ქუდისფერი, ძირში ზოგჯერ მუქია, თითქმის ტიტველი ან ბოჭკოვანი.

სპორების ფხვნილი თეთრი ფერისაა, სპორები 4,5-7×2,5-4 მკმ, ელიფსისებრი, გლუვი ზედაპირით. ბაზიდიუმი ოთხსპორიანი, 19-29×5-7 მკმ.

შხამიანობა

რედაქტირება

თეთრი კლიტოციბე გვარის ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი წარმომადგენელია, რომელიც შეიცავს მუსკარინს. იწვევს ნერვიული სისტემის დამბლას.[2]

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

გავრცელება და ეკოლოგია

რედაქტირება

ფართოდაა გავრცელებული ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან (მუხა და წიფელი) და შერეულ ტყეებში, იშვიათად წიწვოვან ტყეებში, ასევე ბაღებსა და მდელოებზე.[3] ძირითადად დიდ ჯგუფებად.

სამეცნიერო სინონიმები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Taxonomy on Index Fungorum. ციტირების თარიღი: 2016-10-26.
  2. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 92, ISBN 99940-856-1-1.
  3. Wojewoda Władysław. Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences. ISBN 83-89648-09-1.