თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი

ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი — საბალეტო კადრების მომზადების ძირითადი კერა საქართველოში. 1916 წელს იტალიელმა მოცეკვავე ქალმა მარია პერინიმ თბილისში დააარსა საბალეტო სკოლა. ამ სკოლაში აღიზარდნენ ბალეტის ცნობილი ოსტატები: ვახტანგ ჭაბუკიანი, ნინო რამიშვილი, ვახტანგ ერონსკი-ნადირაძე, ელენე გვარამაძე, ელენე ჩიკვაიძე, თამარ ჭაბუკიანი, მარიამ ბაუერი, ირინე ალექსიძე, ს. ვეკუა და სხვა. სტუდიამ დიდი როლი ითამაშა ქართული პროფესიული ბალეტის განვითარებაში. 1934 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან შეიქმნა ქორეოგრაფიული სტუდია, რომელსაც დავით ჯავრიშვილი ხელმძღვანელობდა. 1936 წელს ორივე სასწავლებელი გაერთიანდა სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სტუდიად. 1950-1972 წლებში სტუდიის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო ვახტანგ ჭაბუკიანი. 1992 წელს ვახტან ჭაბუკიანის გარდაცვალების შემდეგ, სასწავლებელს მისი სახელი მიენიჭა. სტუდია დაამთავრეს: ზურაბ კიკალეიშვილმა, ირაკლი ბაგრატიონმა, ანა წერეთელმა, ა. ნანობაშვილმა, ვახტანგ გუნაშვილმა, ბექარ მონავარდისაშვილმა, ეთერ ჭაბუკიანმა, ლილიანა მითაიშვილმა და სხვა. 1957 წლიდან სტუდიას ეწოდა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. სასწავლებლის აღზრდილები არიან: ზაქარია ამონაშვილი, ვალერი აბულაძე, ირინე ჯანდიერი, მ. არობელიძე და სხვა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი მთლიანად თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის კურსდამთავრებულებით არის დაკომპლექტებული.

სტუდიის ხელმძღვანელები:

ლიტერატურა

რედაქტირება