ელენე გვარამაძე
ელენე გვარამაძე (დ. 21 ოქტომბერი, 1913, თბილისი — გ. 29 ნოემბერი, 1991) — ქართველი ბალერინა, პედაგოგი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1941) ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1966), პროფესორი (1973).
ბიოგრაფია
რედაქტირება1922–1928 წლებში სწავლობდა თბილისსი მარია პერინის სტუდიაში. 1930 წელს დაამთავრა ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, 1934 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წელს. 1930–1948 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი; შესრულებული აქვს ფასკუნჯის (პუნის "კუზიანი ცხენი"), ტაო ხოას (გლიერის "წითელი ყვავილი"), ოდეტა–ოდილაიას (ჩაიკოვსკის "გედის ტბა"), კიტრის (მინკუსის "დონ კიხოტი"), მარიას (ასაფიევის "ბაღჩისარაის შადრევანი"), ესმერალდას (პუნის "ესმერალდა"), სილფიდის ("შოპენიანა"), იდორას (იანოვსკის "ფერენჯი"), მანიჟეს (ბალანჩივაძის "მთების გული"), ციალას (თაქთაქიშვილის "მაყვალა") და სხვ. როლები.
1947 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო–კვლევით მუშაობას ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების დარგში. ავტორია ნაშრომებისა ქართული საცეკვაო ფოლკლორის და ხალხური ქორეოგრაფიის შესახებ. 1961 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში; იყო ინსტიტუტის თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო სექტორის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 604.
- ხუჭუა პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 132.