ირინე ალექსანდრეს ასული ჯანდიერი (დ. 10 ნოემბერი, 1940, თბილისი) — ქართველი ბალერინა, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1976). 1956 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. ამავე წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი ბალერინა იყო. ჯანდიერის ცეკვას ახასიათებდა ფორმის სინატიფე, ტრაგიკული ჟღერადობა. პარტიები: ოდეტა — ოდილია, ავრორა (პეტრე ჩაიკოვსკის „გედის ტბა“, „მძინარე მხეთუნახავი“), კიტრი (მანკუსის „დონ კიხოტი“), მირტა (ადოლფ ადანის „ჟიზელი“), ირემა, ნატაშა (დავით თორაძის „გორდა“, „მშვიდობისათვის“), გოგონა (ფ. ღლონტის „განთიადი“), მედეა (გაბიჩვაძის „მედეა“), ფრანჩესკა (პეტრე ჩაიკოვსკის „ფრანჩესკა და რიმინი“), ზამთარი (ანტონიო ვივალდის „წელიწადის დრონი“), და სხვა. ბალეტის მსახიობთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (III პრემია, 1972 წ, ვარნა). გადაღებულია ფილმში „პრომეთე“ (მუსიკა ალექსანდრე სკრიაბინისა, დადგმა მ. ლავროვსკისა, 1983 წ).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება