თარგის განხილვა:საქართველოს ქალაქები

ბოლო კომენტარი: 8 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა M. თემაში თვითმმართველი ქალაქები

ალბათ აჯობებს იმერეთის მაგივრად იმერეთის მხარე და ა. შ. დაბები თუ არის სოფლები? მაგ. თარგი:ჭიათურა - ამდაგვარ თარგებს ვამზადებ ყველა რაიონზე (ინფორმაციისთვის). სტატია საქართველოს ქალაქები მიხედვით არსებობს 62 ქალაქი საქართველოში. --Zangala 11:28, 24 აპრილი 2007 (UTC)პასუხი

შეიძლება ბმულში იმერეთის მხარე სრულად იყოს, მაგრამ ალბათ ჯობია მოკლედ გამოჩნდეს "იმერეთი", ძალიან თავკომბალა რომ არ გახდეს თარგი. ქალაქები ალბათ მსხვილად ჯობია იყოს, დაბები კი ჩვეულებრივი შრიფტით. - ალ-ო () 13:56, 24 აპრილი 2007 (UTC)პასუხი

ზუგდიდი, წყალტუბო, ჭიათურა - ქსე-ის მიხედვით რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებია. კიდევ ასეთი საკითხი: მაგ. კოჯორი თბილისს შეუერთდა, აქედან გამომდინარე ქართლში დარჩება თუ ცალკე თბილისი დაემატება და დაბის სტატუსი დარჩა?--ცანგალა () 19:20, 30 ივნისი 2007 (UTC)პასუხი

ეგ მეც არ ვიცი, გასარკვევია ეხლა როგორაა. - ალ-ო / 19:25, 30 ივნისი 2007 (UTC)პასუხი

რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქები კანონმდებლობით აღარ არსებობს. არის თვითმმართველი ქალაქები ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, დედაქალაქი თბილისი. სხვა ქალაქები შედიან შესაბამისი მუნიციპალიტეტების შემადგენლობაში. --გრიგოლ 07:03, 8 ივლისი 2009 (UTC)პასუხი

და ხომ არ ჯობს, რომ ამ თარგში არ იყოს დაბები და იყოს მხარეების მიხედვით? თუ დაბებს ამოვიღებთ, გადატვირთულიც აღარ იქნება. --გრიგოლ 07:22, 8 ივლისი 2009 (UTC)პასუხი

რესპუბლიკური დაქვემდებარების ნაცვლად უნდა ჩაგეწერათ თვითმმართველი ქალაქები (მთლიანა ამოღების ნაცვლად). ასევე სასურველია სხვების აზრსაც დაელოდოთ, სანამ ჩაასწორებდეთ. სასწრაფო არაა. - ალ-ო     @ 08:31, 8 ივლისი 2009 (UTC)პასუხი

მაშინ არ ორეჯერ იქნებოდა ნახსენები, ან სიიდან უნდა ამომეღო. მაგ. ბათუმი. --გრიგოლ 09:19, 8 ივლისი 2009 (UTC)პასუხი

როგორც გადავხედე თარგი არის მუნიციპალიტეტური ცენტრების ჩამონათვალი (ქალაქებთან ერთად დაბების დასახელებაც არის). ხომ არ გაიყოს თარგი? ე. ი. დაბები ცალკე თარგი და ქალაქებზე ცალკე? ამჟამად თარგში თბილისი დაიკარგა. (თუ მე ვერ ვხედავ)--ცანგალა () 09:57, 8 ივლისი 2009 (UTC)პასუხი

ამ თარგიდან დაბები ნამდვილად ამოსაღებია. ცალკე მართლა შეიძლება გაკეთდეს. გარდა ამისა, რაიმე პრინიპით უნდა იყოს დალაგებული ქალაქები, ან სტატუსით, ან ტერიტორიული ნიშნით, ან სიდიდით. აქ გაურკვევლადაა დალაგებული. მე ვცადე და ეს გამოვიდა [1], მე თარგებში ცუდად ვერკვევი, მაგრამ ეს ორი პრინციპი მოვიფიქრე. პირადად მემეორე ვარიანტს ვემხრობი. არის კიდევ ერთი ვერსიაც, ქალაქები დალაგდეს მოსახლეობის რაოდეობის მიხედვით. პ.ს. ფოთი ორჯერ იყო ნახსენები და ამოვიღე --გრიგოლ 06:35, 22 ივლისი 2009 (UTC)პასუხი

ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა ამოვიღოთ დაბები. აქ არის მითითებული ყველა ადმ. ცენტრი (იმედია). უბრალოდ დასალაგებელია ან ანბანის ან მოსახლეობის მიხედვით. - ალ-ო     @ 07:30, 22 ივლისი 2009 (UTC)პასუხი

სამი მიზეზის გამო: 1) ძალიან დიდი ტაგრი გამოდის და აღსაქმელად ძნელია, მე ასე მგონია. 2) საქართველოს დაბები არ წარმოადგენენ მნიშვნელოვან დასახლებუყლ პუნქტებს. დაბის სტატუსი საბჭოთა დროს ენიჭებოდათ არა მოსახლეობის რაოდენობის, არამედ სამეურნეო ფუნქციის გამო. ახლა ეს ფუნქცია დაკარგული აქვთ და მოსახლეობა აღარ შერჩა. მაგ. დაბა ხარისთვალაში 4 კაცი ცხოვრობს. 3) დაბები არ არიან ადმინისტრაციული ცენტრები, არათუ დაბები, 5 ქალაქიც არ არის ადმ. ცენტრი (ვალე, წნორი...).

მთავარი რაცაა, რაღაც პრინციპზე უნდა იყოს თარგი აწყობილი არა? ამჯამად ბათუმი ორჯერ მეორდება, რუსთავიც და არც ისე მკაფიო თარგია ჩემი აზრით. --გრიგოლ 07:44, 22 ივლისი 2009 (UTC)პასუხი

სამივე მიზეზი არაადეკვატურია. ამაზე უფრო დიდი თარგებიც არსებობს. ხარისთვალა აქ ნახსენები არ არის, მაგრამ საქართველოს დაბები ხშირ შემთხვევაში ნამდვილად წარმოადგენს მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტს და ადმინისტრაციულ ცენტრს. მაგ. ჩხოროწყუ. თარგის ვიზუალურად გაუმჯობესება ალბათ შეიძლება, მაგრამ რაც ნახსენებია საჭიროა. ბათუმი და რუსთავის ორჯერ ხსენების მიზეზი საკმაოდ მკაფიოა - ორ სხვადასხვა კატეგორიაში შედის. - ალ-ო     @ 09:13, 26 ივლისი 2009 (UTC)პასუხი

მაინც ჩემს აზრზე ვრჩები, მაგრამ კი ბატონო, იყოს, როგორც არის --გრიგოლ 19:48, 26 ივლისი 2009 (UTC)პასუხი

იცით რამ გამოიწვია დისკუსია? თარგის სათაურმა. თარგის სათაური, რომ იყოს მუნიციპალიტეტების ცენტრები, მაშინ გარკვეული იქნება. ხოლო თარგს საქართველოს ქალაქები ჰქვია და შიგ დაბებიც არის ჩამოთვლილი. სათაური ხომ არ შევცვალოთ? და გაურკვევლობაც მოიხსნება.--ცანგალა () 20:06, 26 ივლისი 2009 (UTC)პასუხი
ცანგალა, დაუკვირდი რას ამბობ. თარგის სათაურია ის, რაც ჩანს, მას სტატიაში რომ სვამ. - ალ-ო     @ 22:13, 26 ივლისი 2009 (UTC)პასუხი
კარგად გავეცანი ქალაქები და დაბებია და არა მხოლოდ მუნიციპალიტეტების ცენტრები. ისე რატომ გაქვს გაერთიანებული ქალაქები და დაბები? მაშინ ეს ვერ გავიგე. ცანგალა () 22:29, 26 ივლისი 2009 (UTC)პასუხი
იმიტომ, რომ ქალაქები და დაბები არის ქალაქის ტიპის (ურბანული) დასახლებები და ერთ კატეგორიაშია. თარგის შინაარსიც და სათაურიც ერთმანეთის შესაფერისია. თუ სხვა დანიშნულებისთვის გჭირდებად რაიმე თარგი, გააკეთეთ ახალი. აქ ისაუბრეთ იმაზე, თუ რაიმე ხარვეზი ან უზუსტობაა ამ თარგში, რისი გამოსწორებაც შეგვიძლია. დაახლ. იგივე თარგი აქვთ ინგლისურში, ოღონდ მხარეების მიხედვით დაყოფილი არ არის - en:Template:Cities and towns in Georgia (country). - ალ-ო     @ 22:38, 26 ივლისი 2009 (UTC)პასუხი
გასაგებია. მაგრამ ამ განხილვის დასაწყისში სულ თავში ვწერდი რომ უნდა იყოს მხრეები ე. ი. გურიის მხარე, შიდა ქართლის მხარე , ქვემო ქართლის მხარე და ა. შ.--ცანგალა () 23:03, 26 ივლისი 2009 (UTC)პასუხი
ხომ არ ვიჩქარე გასწორება?--ცანგალა () 23:05, 26 ივლისი 2009 (UTC)პასუხი

ახალქალაქი რედაქტირება

სამცხე ჯავახეთის ადმინისტრაცია ახალქალაქში გადავიდა???? რაღაც არ გამიგია და ახალციხე ხო არ დავწეროთ პირველი????— mebadury განხილვაწვლილი 09:05, 26 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

თვითმმართველი ქალაქები რედაქტირება

ამ თარგის მიზანი, როგორც მესმის, არის ნავიგაციის გამარტივება დასახლებული პუნქტების ტიპების (ქალაქი, დაბა) მიხედვით და არა თვითმმართველობის სტატუსის მიხედვით. უკანასკნელ შემთხვევაში თარგში გვექნებოდა მუნიციპალიტეტებიც. ამიტომ სია თვითმმართველი ქალაქები ამ თარგში ზედმეტია. ცალკე იქნება გამოსაყოფი თბილისი, ყველა სხვა ქალაქი ისედაც არის ამა თუ იმ მხარის სიაში მოხსენიებული --M. განხილვაწვლილი 17:08, 22 ნოემბერი 2015 (UTC)პასუხი

გვერდ „საქართველოს ქალაქები“-ზე დაბრუნება.