თათული დოლიძე
ქართველი მსახიობი
თამარ (თათული) დოლიძე (დ. 24 თებერვალი, 1952, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი.
თამარ (თათული) დოლიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | თამარ (თათული) დოლიძე |
დაბადების თარიღი | 24 თებერვალი, 1952 |
საქმიანობა | მსახიობი |
1972 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეტრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1973 წლიდან. აღსანიშნავი როლებია: ადელა („ბერნარდა ალბას სახლი“), გრუშე („კავკასიური ცარცის წრე“), ანო („როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“), გონერილი („მეფე ლირი“), დარეჯანი („კაცია ადამიანი“).
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1960: „ პაპა გიგია“ (ციალა) რეჟ. ზაქარია გუდავაძე
- 1963: „მეტოქეები“ რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ნინუა
- 1969: „მოლოდინი“ (ციცინო) რეჟისორები შოთა მანაგაძე, ნოდარ მანაგაძე
- 1971: „მყუდრო სავანე“ (ქეთევანი) რეჟ. კარლო ღლონტი
- 1973: „მე შენ მიყვარხარ“
- 1975: „გაქცევა გათენებისას“ (ნინო) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1976: „გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1976: „თვალი პატიოსანი“ (ნატო) რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1978 : „დათა თუთაშხია“ (სალომე) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია
- 1979: „მედეა“ რეჟისორები გიორგი ალექსიძე, ელგუჯა ჟღენტი
- 1982: „მიიღეთ გამოწვევა სენიორებო!“ (მირანდოლინა) რეჟ. კონსტანტინე (კოტე) სურმავა
- 1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1989: „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა“ რეჟ. ზაზა ურუშაძე
- 1994: „ნათლისღება“ რეჟ. ნოდარ მანაგაძე
- 1994: „ერთაწმინდა“ რეჟ. ზურაბ თუთბერიძე
- 1995:„დონ ჟუანის დაბადება“ (სოფო) რეჟ. გიორგი კაჭარავა
- 1998: „ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ“ (მარინე) რეჟ. პავლე ჩარკვიანი
ნათამაშები როლები
რედაქტირებარუსთაველის თეატრი
რედაქტირება- ფედერიკო გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“ (ადელა) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- გურამ ფანჯიკიძის „მეშვიდე ცა“ (მარინე) რეჟ. გ. ქავთარაძე
- ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“ (გაიანე) რეჟ. რობერტ სტურუა
- ნოდარ დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“ (ნუნუ ექიმი) რეჟ. რობერტ სტურუა
- ე. გაბრიელოვიჩი, ი. რაიზმანი „ჩვენი თანამედროვე“ (თინა) რეჟისორები რობერტ სტურუა, ნანა ხატისკაცი
- მიხეილ ჯავახიშვილის „ქალის ტვირთი“ (ქეთევან ახატნელი) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- ბერტოლტ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ (გრუშე) რეჟ. რობერტ სტურუა
- თამაზ ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“ (ანო) რეჟ. რობერტ სტურუა
- მიხეილ შატროვის „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“ (ნატაშა) რეჟ. რობერტ სტურუა
- უილიამ შექსპირი „მეფე ლირი“ (გონერილი) რეჟ. რობერტ სტურუა
- ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ (დარეჯანი) რეჟისორები რობერტ სტურუა, ანდრო ენუქიძე
- ლაშა ბუღაძის „სულიერი არსებები“ (ირინე კვაშალი) რეჟ. დავით საყვარელიძე
- ფრიდრიხ დიურენმატის „ვთამაშობთ სტრინდბერგს“ (ალისა) რეჟისორები რობერტ სტურუა, ანდრო ენუქიძე
- ჯ. ლივაის „ვარდნილი სხეულები“ (გალილეო გალილეი) რეჟ. ჯ. ლივაი
- პოლიკარპე კაკაბაძის პიესების მიხედვით სპექტაკლისა „ასულნი“ (მონაწილეა) რეჟ. რობერტ სტურუა
თეატრალური სარდაფი
რედაქტირება- უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ (ჰერტრუდა) , რეჟ.