დიმიტრი თავაძე

(გადამისამართდა გვერდიდან თავაძე, დიმიტრი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თავაძე.

დიმიტრი თავაძე (დ. 6 თებერვალი, 1911, სოფ. თხილაგანი, ქუთაისის გუბერნია — გ. 6 მარტი, 1990, თბილისი) — ქართველი მხატვარი, სცენოგრაფი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1967), სტალინური პრემიის ლაურეატი (1951), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1950).

დიმიტრი თავაძე
დაიბადა 6 თებერვალი, 1911
დაბადების ადგილი სოფელი თხილაგანი, რუსეთის იმპერია ქუთაისის გუბერნია
გარდაიცვალა 6 მარტი, 1990 (79 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
ეროვნება საქართველოს დროშა ქართველი
სფერო თეატრის მხატვარი
ჟანრი სცენოგრაფია

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
დიმიტრი თავაძე და მიხეილ თუმანიშვილი

დიმიტრი თავაძე დაიბადა 1911 წლის 6 თებერვალს სოფელ თხილაგანში. 1926 წელს დაამთავრა ქუთაისის საშუალო სასწავლებელი. იქვე, მოწაფეობის პერიოდში, დაეუფლა ხატვას პეტრე ოცხელთან ერთად სამხატვრო სტუდიაში ვანო ჭეიშვილის ხელმძღვანელობით. ეხმარებოდნენ უფროსი ძმებიც: გერონტი (ინჟინერ-გამომგონებელი), რუბენი (მოქანდაკე) და შალვა (არქიტექტორი). 1926 წლიდან თავაძე სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე (პედაგოგები: იოსებ შარლემანი, გიგო გაბაშვილი, ევგენი ლანსერე), რომელიც 1930 წელს დაასრულა.

 
1954 წელი; სპექტაკლი – ესპანელი მღვდელი (მეგობრული შარჟი; ინახება რუსთაველის თეატრის მუზეუმში)

1927 წლიდან იწყებს მუშაობას რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკადემიურ თეატრში: ჯერ რეჟისორის თანაშემწედ (1927-1930), შემდეგ მხატვრად (1930-1948), და ბოლოს მთავარ მხატვრად (1948-1976). 1932 წელს შედგა დ. თავაძის სამხატვრო დებიუტი რუსთაველის თეატრის სცენაზე (პ. სამსონიძის პიესა „სალტე“; რეჟისორები – სანდრო ახმეტელი და შოთა აღსაბაძე). 1933 წელს პირველად გააფორმა სპექტაკლი საქართველოს ფარგლებს გარეთ (აზერბაიჯანი, კიროვაბადის თეატრი – შექსპირის „ოტელო“). 1933 წელს 22 წლის თავაძეს წერილი მიუძღვნა დიდმა მხატვარმა ლადო გუდიაშვილმა: „ახალგაზრდა მხატვარი დიმიტრი თავაძე, რომელსაც დაწყებიდანვე ეტყობოდა წინ გახედულობა და ნაადრევად შოვნა მხატვრობის იმ საიდუმლოებისა, რომელსაც ზოგჯერ გამოცდილი მხატვარი დაგვიანებით მიაღწევს“ (გაზეთი „საბჭოთა ხელოვნება“ 1933 წელი – № 16).

ნახევარი საუკუნის განმავლობაში თავაძემ გააფორმა 150-ზე მეტი სპექტაკლი 20 თეატრში. თანამშრომლობდა სახელოვან რეჟისორებთან: სანდრო ახმეტელთან, დიმიტრი ალექსიძესთან, მიხეილ თუმანიშვილთან, რობერტ სტურუასთან, ირინა მოლოსტოვასთან და სხვებთან. დ. თავაძემ დადგმების უმეტესობა რუსთაველის თეატრში განახორციელა (57 სპექტაკლი). გამორჩეული წარმატება ჰქონდა ფლეტჩერის კომედიას „ესპანელი მღვდელი“ და კოჰოუტის პიესას „როცა ასეთი სიყვარულია“ (ორივე სპექტაკლის რეჟ.: მ. თუმანიშვილი).

 
1933 წელი; სანდრო ახმეტელი (მეგობრული შარჟი)

„დიმიტრი თავაძეს უყვარს და პატივს სცემს სპექტაკლის „მატერიალური გარემოს“ მრავალფეროვან უტყუარობას. და უნდა მივაგოთ მას პატივი, რადგან ჩინებულად ფლობს ამ უტყუარობის საიდუმლოებებს“ (ე. ლუცკაია – „Литературная Грузия“ – 1967 № 7).

1933 წლიდან მონაწილეობს მრავალ გამოფენაში. გამოფენილი იყო: მრავალგზის თბილისში. ასევე – მოსკოვში (1937, 1956, 1957, 1958, 1967, 1971, 1979); ლენინგრადში (1937); სან-პაულუში (1967); გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1968). პერსონალური გამოფენები: თბილისი: 1964, 1975 („შექსპირიანა“), 1982; მოსკოვი – 1971. მინიჭებული ჰქონდა წოდებები: „ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე“ (1950), „სახელმწიფო პრემიის ლაურეატი“ (1951), „საქართველოს სახალხო მხატვარი“ (1967). დიმიტრი თავაძის უკანასკნელი სპექტაკლი იყო „არ მიატოვო ცეცხლი, პრომეთევ!“ (კიროვაბადი – 1983 წელი).

გარდაიცვალა ქალაქ თბილისში 1990 წლის 6 მარტს.

დ. თავაძის ნამუშევრები ინახება: მოსკოვის ბახრუშინის სახ. თეატრალურ მუზეუმში; პეტერბურგის პუშკინის სახ. ლიტერატურულ მუზეუმში; თბილისის თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში; რუსთაველის თეატრის მუზეუმში; სხვადასხვა თეატრებისა და მუზეუმების ფონდებში; ასევე კერძო კოლექციებში საქართველოში, გერმანიაში, ინგლისში, ჰოლანდიაში, რუსეთში.

შემოქმედება

რედაქტირება
რუსთაველის თეატრი
  • 1932 – პ. სამსონიძე – „სალტე“. რეჟ.: სანდრო ახმეტელი, შოთა აღსაბაძე
  • 1933 – გ. შატბერაშვილი – „დუშმანი“. რეჟ.: სანდრო ახმეტელი, შოთა აღსაბაძე
  • 1936 – ს. კლდიაშვილი – „შემოდგომის აზნაურები“. რეჟ.: კუკური პატარიძე
  • 1937 – გ. მდივანი – „ალკაზარი“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე
ს. კლდიაშვილი – „გმირთა თაობა“. რეჟ.: კუკური პატარიძე
  • 1938 – გ. მდივანი – „სამშობლო“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე
  • 1939 – ს. მთვარაძე – „მთაგრეხილზე“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე
  • 1940 – ს. კლდიაშვილი – „გრაფის ქვრივი“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე
  • 1941 – ს. კლდიაშვილი – „უკანასკნელი რაინდი“. რეჟ.: აკაკი ვასაძე
ფ. ვოლფი – „პროფესორი მამლოკი“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე
გ. ბერძენიშვილი – „დასასრულის დასაწყისი“. რეჟ.: აკაკი ვასაძე, სერგო ჭელიძე
ბ. ჩირსკოვი – „გამარჯვებულნი“. რეჟ.: სერგო ჭელიძე
  • 1947 – არ. დ’იუსო, ჯ. გოუ – „ღრმა ფესვები“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე
ნ. პოგოდინი – „თოფიანი კაცი“. რეჟ.: აკაკი ვასაძე
ო. გოლდსმიტი – „ერთი ღამის შეცდომები“. რეჟ.: შოთა მესხი
  • 1948 – ს. დოლიძე, გ. ბერძენიშვილი – „არწივის ბუდე“. რეჟ.: აკაკი ვასაძე
უ. შექსპირი – „ოტელო“. რეჟ.: აკაკი ვასაძე, შოთა აღსაბაძე
ვ. მასი, მ. ჩერვინსკი – „მეგობრებზე და ამხანაგებზე“. რეჟ.: შოთა მესხი
  • 1949 – ი. მოსაშვილი – „ჩაძირული ქვები“. რეჟ.: აკაკი ვასაძე
ვ. პატარაია – „უჩა უჩარდია“. რეჟ.: აკაკი ვასაძე
ვ. კარსანიძე – „მარად მწვანე ქედები“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი
კ. სიმონოვი – „სხვისი ჩრდილი“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე
  • 1950 – შ. დადიანი – „ნაპერწკლიდან“. რეჟ.: აკაკი ვასაძე
ვ. ვიშნევსკი – „დაუვიწყარი 1919 წელი“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი
  • 1951 – გ. მდივანი – „კეთილი ნების ადამიანები“. რეჟ.: შოთა მესხი
  • 1952 – პ. კაკაბაძე – „ბედნიერი სამჭედლო“. რეჟ.: აკაკი ვასაძე
დ. კლდიაშვილი – „დარისპანის გასაჭირი“. რეჟ.: აკაკი ვასაძე
ნ. გოგოლი – „ბანქოს მოთამაშენი“. რეჟ.: აკაკი დვალიშვილი
ი. ვაკელი – „რვალი“. რეჟ.: შოთა მესხი
ი. ჭავჭავაძე, გ. ბერძენიშვილი – „ოთარაანთ ქვრივი“. რეჟ.: აკაკი ვასაძე
  • 1953 – ი. სუმბათაშვილი-იუჟინი – „ღალატი“. რეჟ.: აკაკი ხორავა
  • 1954 – ი. დიუბუა – „ჰაიტი“. რეჟ.: აკაკი ვასაძე, მიხეილ თუმანიშვილი
ვ. კანდელაკი – „სარეველა“. რეჟ.: აკაკი დვალიშვილი
ჯ. ფლეტჩერი – „ესპანელი მღვდელი“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი
  • 1955 – ლ. ქიაჩელი – „ტარიელ გოლუა“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი
  • 1956 – ი. ვაკელი – „საქმიანი კაცი“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი
  • 1957 – ა. პუშკინი – „ბორის გოდუნოვი“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე
  • 1958 – გ. სევასტიკოგლუ – „ანგელა“. რეჟ.: ლეილა ვარსიმაშვილი, ოთარ ზაუტაშვილი
ალ. აფხაიძე – „არაგველები“. რეჟ.: არჩილ ჩხარტიშვილი
  • 1959 – პ. კაკაბაძე – „ყვარყვარე თუთაბერი“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე
პ. კოჰოუტი – „როცა ასეთი სიყვარულია“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი
ვ. კანდელაკი – „ერთხელ დახოცილები“. რეჟ.: არჩილ ჩხარტიშვილი
  • 1960 – ა. არბუზოვი – „ირკუტსკის ისტორია“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი
კ. სენდერბიუ – „ქალების აჯანყება“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი
  • 1961 – ვ. კანდელაკი – „ქართლის ჩირაღდნები“. რეჟ.: დოდო ანთაძე
გ. ხუხაშვილი – „ზღვის შვილები“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი
  • 1962 – ლ. სანიკიძე – „ქუთათურები“. რეჟ.: დოდო ანთაძე
კ. გოლდონი – „სასტუმროს დიასახლისი“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი
ო. იოსელიანი – „ადამიანი იბადება ერთხელ“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე
  • 1963 – უ. გიბსონი – „სასწაულმოქმედი“. რეჟ.: სანდრო მრევლიშვილი
ვ. როზოვი – „ვახშმობის წინ“. რეჟ.: რობერტ სტურუა
  • 1964 – უ. შექსპირი – „ზაფხულის ღამის სიზმარი“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი
  • 1965 – ი. ლ. კარაჯალე – „დაკარგული ბარათი“. რეჟ.: მერაბ ჯალიაშვილი
ნ. აზიანი – „უკანასკნელი მასკარადი“. რეჟ.: გიზო ჟორდანია
  • 1967 – ლ. ქიაჩელი – „გვადი ბიგვა“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი
  • 1969 – ო. იოსელიანი – „სანამ ურემი გადაბრუნდება“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი, კარლო საკანდელიძე
განუხორციელებელი დადგმები
1930 – პ. სამსონიძე – „დირექტორი“
1931 – ი. ქანთარია – „ჭოლიფა“
1933 – ი. ქანთარია – „ბერიკაობა“
1946 – გ. ერისთავი – „გაყრა“
1952 – ა. ლიპოვსკი – „მაიაკოვსკი“
1959 – პ. კაკაბაძე – „ყვარყვარე თუთაბერი“ (განუხორციელებელი ვარიანტი)
მარჯანიშვილის თეატრი
  • 1958 – რ. თაბუკაშვილი – „რაიკომის მდივანი“; რეჟ.: ლილი იოსელიანი
მ. ბარათაშვილი – „მარინე“; რეჟ.: ლეო შატბერაშვილი, გიგა ლორთქიფანიძე
გრიბოედოვის თეატრი
  • 1957 – ს. შანშიაშვილი – „მთის კანონი“. რეჟ.: დოდო ანთაძე
  • 1961 – ო. ჩიჯავაძე – „ბედნიერი უიღბლო“. რეჟ.: აბრამ რუბინი
გრ. აბაშიძე – „მოგზაურობა სამ დროში“. რეჟ.: აბრამ რუბინი
  • 1964 – ლ. ჭუბაბრია, კ. ჭავჭანიძე – „პირველი ნაბიჯი“. რეჟ.: კონსტანტინე სურმავა
  • 1965 – კ. ბუაჩიძე – „ამბავი სიყვარულისა“. რეჟ.: აბრამ რუბინი
მ. მრევლიშვილი – „პოეტის ბედი“. რეჟ.: აბრამ რუბინი
კ. ბუაჩიძე – „გავიხსენოთ ჩვენი ახალგაზრდობა“. რეჟ.: არჩილ გომიაშვილი
  • 1966 – გ. მდივანი – „შენი ძია მიშა“. რეჟ.: სერგო ჭელიძე
  • 1969 – ვ. ეჟოვი – „ბულბულის ღამე“. რეჟ.: სერგო ჭელიძე
ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრი
გიორგი ცაბაძე — „სიმღერა სიყვარულზე“. რეჟ.: ბორის გამრეკელი
რევაზ ლაღიძე — „მეგობრები“. რეჟ.: დუდე ძნელაძე
ნიკოლოზ გუდიაშვილი — „შეხვედრა აგარაკზე“. რეჟ.: ბორის გამრეკელი
  • 1951 – გ. ცაბაძე – „ბრწყინვალე მომავალი“. რეჟ.: ბორის გამრეკელი
ვ. ცაგარეიშვილი – „ცანის დედოფალი“. რეჟ.: დუდე ძნელაძე
შ. მილორავა – „ერთხელ გაზაფხულზე“. რეჟ.: იოსებ ქუთათელაძე
ნ. გუდიაშვილი – „საჩუქარი“. რეჟ.: ბორის გამრეკელი
  • 1956 – ი. ჟარკოვსკი – „სიყვარულის კვანძი“. რეჟ.: შოთა მესხი
ა. კერესელიძე – „სამი პატარძალი“. რეჟ.: ბორის გამრეკელი
  • 1957 – შ. მილორავა – „დალი“. რეჟ.: ბორის გამრეკელი
შ. აზმაიფარაშვილი – „ნანატრი საქმრო“. რეჟ.: შოთა მესხი
რ. ლაღიძე – „კომბლე“. რეჟ.:ბორის გამრეკელი
  • 1958 – გ. კახიანი – „ნაბიჭვარი“. რეჟ.: შოთა მესხი
  • 1960 – ა. კერესელიძე – „მთვარიდან ჩამოფრენა“. რეჟ.: შოთა მესხი
შ. მილორავა – „უცნაური სტუმრები“. რეჟ.: ბორის გამრეკელი
  • 1966 – შ. აზმაიფარაშვილი – „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“. რეჟ.: ლერი პაქსაშვილი
  • 1967 – ა. შავერზაშვილი – „ნინო“. რეჟ.: შოთა მესხი
  • 1968 – შ. მილორავა – „საბედისწერო ოპერაცია“. რეჟ.: შოთა მესხი
ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის საოპერო სტუდია
  • 1951 – ზ. ფალიაშვილი – „აბესალომ და ეთერი“. რეჟ.: შოთა აღსაბაძე
  • 1952 – ს. რახმანინოვი – „ალეკო“. რეჟ.: შოთა აღსაბაძე
ნ. რიმსკი-კორსაკოვი – „ვერა შელოგა“. რეჟ.: შოთა აღსაბაძე
  • 1953 – პ. ჩაიკოვსკი – „ევგენი ონეგინი“. რეჟ.: არჩილ ჩხარტიშვილი
შ. გუნო – „რომეო და ჯულიეტა“. რეჟ.: შოთა აღსაბაძე
  • 1954 – ჯ. როსინი – „სევილიელი დალაქი“. რეჟ.: შოთა აღსაბაძე
  • 1957 – ჯ. ვერდი – „ტრავიატა“. რეჟ.: შოთა აღსაბაძე
  • 1959 – რ. გაბიჩვაძე – „ნანა“. რეჟ.: შოთა აღსაბაძე
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი
  • 1937 – გ. ბერძენიშვილი – „აჭარის მთებში“. რეჟ.: ბორის გამრეკელი
ე. შვარცი – „წითელქუდა“. რეჟ.: ალექსანდრე თაყაიშვილი
  • 1938 – გ. ნახუცრიშვილი – „ცეცხლის ხაზზე“. რეჟ.: ალექსანდრე თაყაიშვილი
ბ. გამრეკელი – „გმირი“. რეჟ.: ბორის გამრეკელი
ჟ.ბ. მოლიერი – „სკაპენის ოინები“. რეჟ.: ალექსანდრე თაყაიშვილი
ვ. ბალაბანი – „მწვანე ველი“. რეჟ.: გიორგი დარისპანაშვილი
  • 1939 – აკ. წერეთელი – „პატარა კახი“. რეჟ.: ალექსანდრე თაყაიშვილი
  • 1940 – კ. გოგოძე – „ქაჯანა“. რეჟ.: გიორგი დარისპანაშვილი
  • 1941 – გ. ნახუცრიშვილი -„აჩაკუნე“. რეჟ.: ალექსანდრე თაყაიშვილი
შ. კუჭავა – „ცისფერი ხალიჩა“. რეჟ.: გიორგი ჟორდანია
  • 1950 – გ. გოგიჩაიშვილი – „ნათელი გზა“. რეჟ.: ოთარ ალექსიშვილი
  • 1952 – გ. ბერძენიშვილი – „ძველი ჭრილობა“. რეჟ.: ოთარ ალექსიშვილი
  • 1953 – ს. მთვარაძე – „სურამის ციხე“. რეჟ.: ალექსანდრე თაყაიშვილი
  • 1954 – ე. ვოინიჩი – „კრაზანა“. რეჟ.: იური კაკულია
  • 1956 – გ.ნახუცრიშვილი – „პატარა მეომრები“. რეჟ.: რევაზ ჭარხალაშვილი
  • 1963 – ვ. კატაევი – „თეთრად ფრიალებს აფრა ეული“. რეჟ.: შალვა გაწერელია
  • 1964 – უ. შექსპირი – „მეთორმეტე ღამე“. რეჟ.: სერგო ჭელიძე
  • 1965 – ა. ჩხაიძე – „როცა მთავრდება ბავშვობა“. რეჟ.: შალვა გაწერელია
თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრი
  • 1970 – ანდრეი კუზნეცოვი – „მოსკოვური არდადეგები“. რეჟ. აბრამ რუბინი
თბილისის სომხური დრამის თეატრი
  • 1956 – მ. მრევლიშვილი – „ზვავი“. რეჟ.: ფერდინანდ ბჟიკიანი
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი
  • 1956 – მ. ჯაფარიძე – „ჩვენებურები“. რეჟ.: აკაკი ვასაძე
  • 1958 – ი. სუმბათაშვილი-იუჟინი – „ღალატი“. რეჟ.: აკაკი ვასაძე
მ. დიუმანუა, დენერი – „დონ სეზარ დე ბაზანი“. რეჟ.: თამაზ მესხი
  • 1959 – კ. ლორთქიფანიძე – „კოლხეთის ცისკარი“. რეჟ.: აკაკი ვასაძე
  • 1960 – ვ. დარასელი – „კიკვიძე“. რეჟ.: აკაკი ვასაძე
დ. კლდიაშვილი – „ირინეს ბედნიერება“. რეჟ.: აკაკი ვასაძე
ლ. სანიკიძე – „ქუთათურები“. რეჟ.: აკაკი ვასაძე
პ. კაკაბაძე – „კოლმეურნის ქორწინება“. რეჟ.: აკაკი ვასაძე, თამაზ მესხი
  • 1962 – გ. მდივანი – „გუგასა და გიგოს მილიონები“. რეჟ.: თამაზ მესხი
პ. კაკაბაძე – „ცხოვრების ჯარა“. რეჟ.: აკაკი ვასაძე
გ. თაქთაქიშვილი – „თეთრი ღამურა“. რეჟ.: თამაზ მესხი
  • 1963 – მ. ჯაფარიძე – „ბუღარა“. რეჟ.: ოთარ ალექსიშვილი
  • 1965 – შ. დადიანი – „გუშინდელნი“.რეჟ.: აკაკი ვასაძე
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრი
  • 1937 – გ. მდივანი – „ბრმა“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე
  • 1938 – ს. მთვარაძე – „თევრათ“. რეჟ.: არჩილ ჩხარტიშვილი
ს. შანშიაშვილი – „არსენა“. რეჟ.: არჩილ ჩხარტიშვილი
პ. კაკაბაძე – „კოლმეურნის ქორწინება“. რეჟ.: არჩილ ჩხარტიშვილი
  • 1953 – გ. მდივანი – „ბაგრატიონი“. რეჟ.: შოთა მესხი
მ. მრევლიშვილი – „ბარათაშვილი“. რეჟ.: შოთა მესხი
  • 1954 – ჰ. ფასტი – „თავისუფლების გზა“. რეჟ.: შოთა მესხი
გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი
  • 1963 – ლ. მილორავა – „მრუდე კიბე“. რეჟ.: გიორგი აბრამიშვილი
  • 1970 – გ. ნახუცრიშვილი – „ალი ბაბა“. რეჟ.: ოთარ ალექსიშვილი
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრი
  • 1966 – გ. ნახუცრიშვილი – „შაითან ხიხო“. რეჟ.: ოთარ ალექსიშვილი
  • 1970 – ა. გეწაძე – „საბა სულხანი“. რეჟ.: ვლადიმერ მოდებაძე
  • 1974 – გ. ნახუცრიშვილი – „კომბლე“. რეჟ.: სოლომონ ყიფშიძე
  • 1975 – ლ. ქიაჩელი – „ტარიელ გოლუა“. რეჟ.: სოლომონ ყიფშიძე
  • 1976 – ლოპე დე ვეგა – „თივაზე ავი ძაღლია“. რეჟ.: სოლომონ ყიფშიძე
ჟ.ბ. მოლიერი – „ძალად ექიმი“. რეჟ.: სოლომონ ყიფშიძე
მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო დრამატული თეატრი
  • 1971 – პ. კაკაბაძე – „კოლმეურნის ქორწინება“. რეჟ.: ალექსანდრე მიქელაძე
ცხინვალის ხეთაგუროვის სახელობის თეატრი
  • 1968 – სოფოკლე – „ოიდიპოს მეფე“. რეჟ.: არჩილ ჩხარტიშვილი
მოსკოვის პუშკინის სახელობის თეატრი
  • 1955 – გ. ქელბაქიანი – „ახალგაზრდა მასწავლებელი“. რეჟ.: დიმიტრი ალექსიძე
კიევის ლესია უკრაინკის სახელობის თეატრი
  • 1954 – მ. ბარათაშვილი – „ჭრიჭინა“. რეჟ.: ირინა მოლოსტოვა
აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური თეატრი
  • 1972 – ნ. დუმბაძე – „ნუ გეშინია, დედა“. რეჟ.: აგაკიში კაზიმოვი
  • 1977 – ნ. ჰიქმეთი – „ლეგენდა სიყვარულზე“. რეჟ.: ალესკერ შარიფოვი
კიროვაბადის ჯაფარ ჯაბარლის სახელობის თეატრი
  • 1933 – უ. შექსპირი – „ოტელო“. რეჟ.: შოთა ახსაბაძე
  • 1968 – ნ. მამედოვი – „ტარიელი“. რეჟ.: იუსუფ ბაგიროვი
  • 1972 – უ. შექსპირი – „ოტელო“. რეჟ.: იუსუფ ბაგიროვი
  • 1973 – ა. მამედოვი – „როცა ვარსკვლავები ხვდებიან“. რეჟ.: იუსუფ ბაგიროვი
  • 1976 – სოფოკლე – „ანტიგონე“. რეჟ.: იუსუფ ბაგიროვი
  • 1980 – უ. შექსპირი – „რიჩარდ მესამე“. რეჟ.: იუსუფ ბაგიროვი
  • 1983 – მ. კარიმი – „პრომეთევ, არ მიატოვო ცეცხლი!“. რეჟ.: იუსუფ ბაგიროვი
ავართა მუსიკისა და დრამის თეატრი
  • 1960 – კ.ზაქარიაევი, მ.დაუდოვი – „მთის ბილიკებით“. რეჟ.: არჩილ ჩხარტიშვილი
რ. ჰამზათოვი – „მთიელი ქალი“. რეჟ.: არჩილ ჩხარტიშვილი
საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის I არხი
  • 1978 – დ. კლდიაშვილი – „დარისპანის გასაჭირი“. რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი
პროექტები
  • 1963 – უ. შექსპირი – „მაკბეტი“
  • 1965 – უ. შექსპირი – „ოტელო“
  • 1970 – უ. შექსპირი – „მეფე ლირი“
  • 1974 – უ. შექსპირი – „ჰამლეტი“
უ. შექსპირი – „იულიუს კეისარი“
უ. შექსპირი – „რომეო და ჯულიეტა“
  • 1985 – ჰ. იბსენი – „პერ გიუნტი“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 562.
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 191
  • გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 96
  • ურუშაძე, თ. – „დიმიტრი თავაძე“; ჟურნალი „ლიტერატურა და ხელოვნება“; 2011 წ. № 3;
  • თეატრის მხატვრობა (1920-1950); რუსთაველის თეატრი; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის კოლექცია; 2008 წ.
  • ნათელა ალადაშვილი. მონოგრაფია: „დიმიტრი თავაძე“. საქართველოს თეატრალური საზოგადოება; 1986;
  • დიმიტრი თავაძის შექსპირიანა – „თეატრალური მოამბე“; 1975; № 4;
  • ნამუშევართა კატალოგი წიგნად, ვასილ კიკნაძის წინასიტყვაობით. თბილისი; 1964; საქართველოს კულტურის სამინისტრო, მხატვართა კავშირი, სახელმწიფო სურათების გალერეა;
  • ლადო გუდიაშვილი – „ახალი კადრები და მათი პროდუქცია“; გაზეთი „საბჭოთა ხელოვნება“ № 16 (1933 წ. 6 დეკემბერი);
  • Елена Луцкая – „Гордость грузинского народа“; „Литературная Грузия“ – 1967 № 7;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: