ზესხო (ლენტეხის მუნიციპალიტეტი)
ზესხო (ყოფილი ზერია) — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტში (ცანის თემი), სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ზესხოს (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1800 მეტრი, ლენტეხიდან 62 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ზესხო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
თემი | ცანა |
კოორდინატები | 42°53′28″ ჩ. გ. 43°11′18″ ა. გ. / 42.89111° ჩ. გ. 43.18833° ა. გ. |
ადრეული სახელები | ზერია |
ცენტრის სიმაღლე | 1800 მ |
მოსახლეობა | 5[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 5 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 29 | 17 | 12 |
2014[1] | 5 | 4 | 1 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 364.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II