ციხესულორი

სოფელი საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტში.
(გადამისამართდა გვერდიდან ზედა ციხესულორი)

ციხესულორისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 70 მეტრი, ვანიდან 3 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.

სოფელი
ციხესულორი

სოფლის სკოლა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
თემი ციხესულორი
კოორდინატები 42°05′39″ ჩ. გ. 42°29′07″ ა. გ. / 42.09417° ჩ. გ. 42.48528° ა. გ. / 42.09417; 42.48528
ცენტრის სიმაღლე 70
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1135[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ციხესულორი — საქართველო
ციხესულორი
ციხესულორი — იმერეთის მხარე
ციხესულორი

ციხესულორი იყოფა ორ უბნად — ზედა და ქვედა ციხესულორად. 1981 წელს ზედა ციხესულორი შეუერთდა ქალაქ ვანს, 2000 წელს კი მიენიჭა სოფლის სტატუსი და ციხესულორის თემში გაერთიანდა, ასევე სოფლის სტატუსის მქონე ქვედა ციხესულორთან (თემის ცენტრი) ერთად.[2] მოგვიანებით ზედა და ქვედა ციხესულორი კვლავ ერთ სოფლად გაერთიანდა.[3]

სოფელში შემორჩენილია ციხის ნანგრევები, ე. წ. ნაციხვარი, სადაც ადრინდელი, შუა და გვიანდელი ფეოდალური ხანის სამშენებლო ფენები გამოირჩევა. ციხის მიდამოებში 1973-1975 წლებში გათხრებს აწარმოებდა ვა­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­ს­პე­დი­ცი­ის ერთ-ერ­თი რაზმი მარინე მიწიშვილის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით. კლდო­ვან მა­სივ­ზე აღ­მო­ა­ჩენილ იქნა ელი­ნის­ტუ­რი პე­რი­ო­დის კედ­ლის ნაშ­თი, კოლხური სას­მი­სები, ყურმილიანი დოქები, სა­რი­ტუ­ა­ლო ქოთ­ნები და ქვის ბირ­თ­ვის ფორმის საბ­რ­ძო­ლო ჭურ­ვები, რო­მე­ლიც, ყვე­ლა ნიშ­ნით, სამხრეთიდან იყო გას­რო­ლი­ლი ქა­ლა­ქის­კენ.

2012 წელს სოფლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები აწარმოა ილიას უნივერსიტეტის სტუ­დენ­ტურ­მა ექ­ს­პე­დი­ცი­ამ, პროფესორ გურამ ყიფიანის ხელმძღვანელობით, რის შედეგად სოფელში აღმოაჩინეს ანტიკური ქა­ლა­ქის სუ­რი­ო­ნის ნამარხი ფე­ნე­ბი, ანტიკური კრა­მი­ტე­ბი, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი დე­ტა­ლე­ბი, კე­რა­მი­კის ნი­მუ­შე­ბი, ბრინ­ჯა­ოს სა­მა­ჯუ­რე­ბი და კოლხური კულტურის სხვა ნაშთები.[4]

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1135 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[5] 1410 647 763
2014[1]   1135 564 571

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №389. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-01. ციტირების თარიღი: 2015-02-06.
  3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-01. ციტირების თარიღი: 2014-06-10.
  4. ციხესულორის არქეოლოგიური აღმოჩენები — 24 საათი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-09. ციტირების თარიღი: 2014-06-10.
  5. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II. ორი სოფლის, ზედა ციხესულორისა და ქვედა ციხესულორის მოსახლეობის ჯამი.