ზედა ღვარდია
ზედა ღვარდია — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ცახის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 27 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ზედა ღვარდია | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ცახი |
კოორდინატები | 42°32′03″ ჩ. გ. 42°52′52″ ა. გ. / 42.53417° ჩ. გ. 42.88111° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 700 მ |
მოსახლეობა | 42[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ზედა ღვარდია ძველად სოფელ ღვარდიის ნაწილი იყო, შემდეგ ცალკე გამოეყო. წყაროებში XVI საუკუნის II ნახევრიდან იხსენიება ზეღვარდიის სახელწოდებით.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 42 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 91 | 31 | 60 |
2014[1] | 42 | 21 | 21 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 498.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.