ზაინა ანვარი
ზაინა ანვარი — აქტივისტი და მუსლიმი ფემინისტი.[3] იგი თანამდებობიდან გადადგომამდე ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციის „Sisters in Islam“-ის ხელმძღვანელი. 2013 წელს ქალთა საერთაშორისო მუზეუმმა იგი დაასახელა 10 ყველაზე გავლენიან მუსლიმ ქალთა შორის.[4]
ზაინა ანვარი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1955 |
დაბადების ადგილი | ჯოჰორი |
მოქალაქეობა | მალაიზია[1] |
განათლება | ბოსტონის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | Asia's Most Influential Malaysia[2] |
ბიოგრაფია
რედაქტირებაზაინა ანვარი დაიბადა მალაიზიის შტატ ჯოჰორში, მამის ტან შრი ჰაჯი ანვარ ბინ აბდულ მალიქსა და დედა საოდა ბტე აბდულა, დიასახლისის ოჯახში. ითვლება, რომ მამაკაცი, რომელმაც გაერთიანებული მალაიზიის ეროვნულ ორგანიზაციას ანუ UMNO-ს დაარქვა მისი სახელი(თავდაპირველად გაერთიანებული მალაიზიური ორგანიზაცია) — ზაინა ანვარის მამა იყო.
მამა 1997 წელს გარდაიცვალა, დედა კი 1998 წელს. ზაინა სწავლობდა სულთან იბრაჰიმის სახელობის გოგონების სკოლაში ქალაქ ჯოჰორ-ბარუში. მისი საყვარელი საგნები იყო ინგლისური ენა და ინგლისური ლიტერატურა.
ერთ დღეს, შემთხვევით სამასწავლებლოში შესვლისას, მან შემთხვევიტ აღმოაჩინა თავისი პიროვნების მიმართ არასახარბიელო აღწერა: „ზედმეტად ენერგიული, ზედმეტად მხიარული, ზედმეტად მოლაპარაკე, ზედმეტად ურჩი“.[5] ამის გამო ის არასოდეს გამხდარა პრეფექტი.
1972 წელს ზაინა ანვარი შეუერთდა დამწყებ ჟურნალისტთა ჯგუფს მაშინდელ მარას ტექნოლოგიურ ინსტიტუტში შაჰ-ალამში (ახლანდელი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მარა, UiTM).
მას შემდეგ, რაც გაითქვა სახელი, როგორც ჟურნალისტმა „New Straits Times“-ში, ზაინამ 1978 წელს სწავლა დაიწყო ბოსტონის უნივერსიტეტის სამაგისტრო სკოლაში (ამერიკის შეერთებულ შტატებში) და სწავლობდა საერთაშორისო სამართალსა და დიპლომატიას ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში, 1986 წლამდე.
1986 წლიდან 1991 წლამდე მუშაობდა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტში, შემდეგ კი გახდა ლონდონში თანამეგობრობის სამდივნოს პოლიტიკის განყოფილების პროგრამის დირექტორი. იგი 1994 წლიდან 1996 წლამდე დაუბრუნდა ანალიტიკურ ცენტრს, შემდეგ დატოვა და ორი წლის განმავლობაში მუშაობდა ფრილანსერად (შტატგარეშე თანამშრომლი).
დები ისლამში
რედაქტირებაანვარი ორი ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა ორგანიზაცია „დები ისლამში“, როგორც მისი ლიდერი. პატარა ორგანიზაცია გადაიქცა გლობალურ ორგანიზაციად და იგი მიიწვიეს ლექციების წასაკითხად მთელ მსოფლიოში.
1987 წელს იურისტ ქალთა ჯგუფმა დააფუძნა მოძრაობა, რათა შეესწავლა მუსლიმი ქალების პრობლემები სასამართლოებში. 1990 წელს მოძრაობა ოფიციალურად გახდა ცნობილი, როგორც „დები ისლამში“. ზაინა ანვარის მიზანი იყო ისლამის სახელით მიღებული კანონებისა და პოლიტიკის გამოწვევა, რომლებიც ახდენენ ქალების დისკრიმინაციას.
ორგანიზაციის ქალები ყურანს სწავლობდნენ, რათა თავად გაეგოთ მისი შინაარსი და არა სხვადასხვა ინტერპრეტაციით. აღმოჩნდა, რომ ყურანი მრავალცოლიანობაზე ამბობს: „თუ მათ თანაბრად ვერ მოექცევი, მაშინ მხოლოდ ერთზე დაქორწინდი“.
წვლილი
რედაქტირებაზაინა ანვარის ხელმძღვანელობით, ორგანიზაცია „დებმა ისლამში“ გახსნეს საჯარო სივრცე დებატებისთვის და მისცეს ქალებს უფლება, ისაუბრონ თავიანთ უფლებებზე შარიათის კანონით. თავისი ფორუმებითა და საგანმანათლებლო პროგრამებით, „Sisters in Islam“-მა აჩვენა, რომ მუსლიმი ქალების საკითხები „არ არის თეოლოგების მონოპოლია და ყველას აქვს სიტყვის უფლება“.
ორგანიზაციამ „დები ისლამში“ გავლენა მოახდინეს ისლამურ საოჯახო კანონში შესწორებებზე, მხარი დაუჭირეს ქალთა თანასწორობასა და სამართლიანობას, განიხილეს ჩაცმულობა და მოკრძალება, მეურვეობის უფლება, მოსამართლე ქალების უფლებები, ისლამის ძირითადი თავისუფლებები და რელიგიის თავისუფლება. ორგანიზაციამ დაადგინა ისლამის ინტერპრეტაციების მრავალფეროვნება და დაადგინა ისიც, თუ რომელი მოსაზრებებს სურდათ მიჰყოლოდნენ ქალები.
კრიტიკა
რედაქტირებამრავალი წლის განმავლობაში ზაინა ანვარი ითვლებოდა ატიპიურ „კეთილ მალაიურ-მუსულმან ქალად“.
ისლამური განვითარების დეპარტამენტის (Jakim), სამთავრობო რელიგიური ორგანიზაციებისა და მალაიზიის ისლამური პარტიის მუსლიმმა ოფიციალურმა პირებმა ის და ორგანიზაცია, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, ოფიციალური ისლამური სტატუსის არქონაში დაადანაშაულეს. თუმცა, ზოგიერთი უფრო ლიბერალური მუფთისი (მთავარი სასულიერო პირები თავიანთ შტატებში) სიტყვით გამოდიოდა მათ სემინარებზე.
ირანში პურდათი (მორალურ-ეთიკური კოდექსი) ტანჯულმა ქალებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ისლამის დებს მალაიზიელი მუსლიმი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც იცავდნენ პოლიგამიას.
მიუხედავად იმისა, რომ ანვარმა დატოვა ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, იგი დარჩა დირექტორთა საბჭოში, ამავდროულად მუშაობდა მუსულმანურ ოჯახში სამართლიანობისა და თანასწორობის გლობალური მოძრაობის დირექტორად, რომელიც დაარსდა „დები ისლამში“ მიერ.
სოციალური წვლილი
რედაქტირებაანვარი დაინიშნა მალაიზიის ადამიანის უფლებათა კომისიის იგივე სუჰაკამის კომისრად. თუმცა, მან დატოვა თანამდებობა, რადგან გრძნობდა, რომ მოძრაობა უმნიშვნელო იყო.
ზაინა ანვარმა ისაუბრა დავოსში, შვეიცარიაში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე და სინგაპურში, ლი კუან იუ საჯარო პოლიტიკის სკოლის ყოველწლიურ ლექციების სერიაზე.
მან 2008 წლის 8 აპრილს ჰარვარდის უნივერსიტეტში სიტყვით მიმართა მსმენელს თემაზე: „ისლამი, ადამიანის უფლებები და აქტივიზმი“. ის ასევე სიტყვით გამოვიდა თემით: „რომელი ისლამი, ვისი ისლამი? მიზოგინობიდან თანასწორობამდე“ ვილჰელმის და მერის კოლეჯში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://theculturetrip.com/asia/malaysia/articles/10-inspirational-malaysian-women-you-should-know/
- ↑ https://www.tatlerasia.com/people/zainah-anwar
- ↑ Muslim Women Demand End to Oppressive Laws
- ↑ «Sisters in Islam’s Zainah Anwar among 10 most influential Muslim women» დაარქივებული აპრილი 11, 2019 საიტზე Wayback Machine, The Star, 31 December 2013.
- ↑ Suhani Aznam, «A sister steps out» დაარქივებული ოქტომბერი 4, 2012 საიტზე Wayback Machine, The Star (Malaysia), 30 March 2008.