მონოპოლია
მონოპოლია (ბერძ. μονο — ერთი, πωλέω — ვყიდი) — ეკონომიკური საქმიანობის განსაკუთრებული უფლება, რომელიც თავმოყრილია კონკრეტული ადამიანის, გარკვეული ბიზნეს-ჯგუფის ან სახელმწიფოს ხელში. ეს უფლება შეიძლება მოიცავდეს სრულიად სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებას. მონოპოლიების წარმოქმნა, ფაქტობრივად, აუქმებს თავისუფალ კონკურენციას, რამდენადაც იმთავითვე უარეს პირობებში აყენებს სხვა საბაზრო სუბიექტებს. ამიტომ, განვითარებულ ქვეყნებში არსებობს სპეციალური ანტიმონოპოლიური სამსახურები, რომელთა ფუნქციაა კონკურენტუნარიანი გარემოს უზრუნველყოფა და წვრილი და საშუალო ბიზნესისთვის საარსებო სივრცის შენარჩუნება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზურაბიშვილი დ., გობრონიძე გ., სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი, თბ., 2011. ISBN 978-9941-0-3354-4.