კონკურენციის სააგენტო
სტატიაში გამოყენებულია ბევრი პირველადი წყარო. |
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია ხელახლა დაწერას საჭიროებს. |
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო შექმნილია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის № 288 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. სააგენტო წარმოადგენს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრემიერ მინისტრის და საზოგადოების წინაშე.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 31 მარტი, 2014 |
წინამორბედი უწყება | კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო |
უწყების ტიპი | საჯარო სამართლის იურიდიული პირი |
საიტი | |
https://gcca.gov.ge/ |
ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა, დაცვა და ამ მიზნით ყველა ტიპის ანტიკონკურენციული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა.
თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო შეთანხმებებით, კანონით, სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არის დამოუკიდებელი.
საქმიანობის პრინციპებია: დამოუკიდებლობა, არადისკრიმინაციულობა, მიუკერძოებლობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მისი გადაწყვეტილება ყოველთვის საჯაროა.
სააგენტოს შექმნის ისტორია
რედაქტირებადამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელ ინსტიტუტებთან ერთად, დაიწყო კონკურენციის/ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ფორმირების პროცესი საქართველოში. კონკურენციის პოლიტიკის შექმნას, შესაბამისი ორგანოს სტატუსისა და როლის განსაზღვრას საფუძველი 1992 წლიდან ჩაეყარა.
1996 წელს, შეიქმნა პირველი ანტიმონოპოლიური სამსახური. 2005 წელს, დამოუკიდებელი უწყება გაუქმდა. 2014 წლის 14 აპრილს, შეიქმნა საქართველოს კონკურენციის სააგენტო. უწყების ძირითად ამოცანას წარმოადგენს კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება საქართველოში, კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა, დაცვა და ამ მიზნით ყველა ტიპის ანტიკონკურენციული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა. 2020 წლის 4 ნოემბერს, ძალაში შევიდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებების ძირითადი ნაწილი, რომელიც სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, DCFTA-ის მოთხოვნებს და ასახულია ევროკავშირის კონკურენციის სამართალში არსებული ძირითადი პრინციპები. ასევე, 2020 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და სააგენტოს სტრუქტურის ქვეშ საქმიანობა დაიწყო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატმა. 2021 წლის 1 იანვარს, ძალაში შევიდა ანტიდემპინგური კანონმდებლობა და სააგენტოში შესაბამისმა დეპარტამენტმა დაიწყო ფუნქციონირება. 2022 წლის 29 მარტს, საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. ამავე წლის 1 ივნისს, კანონი შევიდა ძალაში, ხოლო, 2022 წლის 1 ნოემბერს, სააგენტომ აღსრულების პროცესი დაიწყო. მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის მიზანია — საქართველოს ტერიტორიაზე, მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, დარღვევის პრევენცია და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობა, ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება. 2024 წლის 1 იავრიდან, კონკურენციის შესახებ კანონში მიღებული ცვლილებები ძალაში შევიდა, რომლის მიხედვითაც — გაძლიერდა კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება, დაზუსტდა ტექნიკური დეტალები/ტერმინები და უწყების სახელწოდება შეიცვალა შემდეგნაირად — საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო.[1]
2023 წელს, მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „ტურიზმის შესახებ“, რომლითაც საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროკავშირის კანონმდებლობას მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. 2024 წლიდან, ამოქმედდა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის აღმასრულებელ უწყებადაც საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განისაზღვრა.
სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები
რედაქტირებასაქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიზანია:
- ბაზარზე უზრუნველყოფილი იყოს ეკონომიკური აგენტების თავისუფალი დაშვებისათვის სათანადო პირობები, გამოვლენილ და აღმოფხვრილ იქნას ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერები.
- დაცული იყოს ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპი და მიღწეულ იქნეს კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა.
- უზრუნველყოფილი იყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა.
სააგენტო უფლებამოსილია:
– გამოავლინოს დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევები და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
– გამოავლინოს ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებები და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდინოს მათზე შესაბამისი რეაგირება;
– შეაფასოს დაგეგმილი კონცენტრაციების კონკურენტულ გარემოსთან შესაბამისობა და მიიღოს გადაწყვეტილება კონცენტრაციის დასაშვებობის ან დაუშვებლობის თაობაზე;
– გამოავლინოს ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
– შეისწავლოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობა;
– აკონტროლოს სახელმწიფო დახმარებების კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობა;
– განახორციელოს საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი, ბაზრებზე არსებული ვითარების შესასწავლად და კონკურენტული გარემოს შესაფასებლად;
– უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა) დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა.
– საქართველოს ტერიტორიაზე დაიცვას მომხმარებლის უფლებები და კანონიერი ინტერესები, განახორციელოს დარღვევის პრევენცია და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობა, გამოავლინოს ფაქტები და სათანადო რეაგირება მოახდინოს.
სააგენტოს თავმჯდომარე
რედაქტირებასააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი[2].
სააგენტოს თავმჯდომარე:
- დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სააგენტოს სახელით, წარმოადგენს მას სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, წყვეტს სააგენტოს ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებებით განსაზღვრულ საკითხებს;
- განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეების, სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონებში წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს).
სააგენტოს თავმჯდომარედ ინიშნება პირი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე; აქვს ეკონომიკის, სამართლის ან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ათი წლის გამოცდილება; აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს[3].
სააგენტოს ხელმძღვანელი პირები წლების მიხედვით:
- ირაკლი ლექვინაძე საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე (2019 წლის 27 ნოემბრიდან — დღემდე)
- დავით ჭიჭინაძე საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე მ.შ. (2019 წლის სექტემბერი — 2019 წლის ნოემბერი)
- ნოდარ ხადური საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე (2016 წლის დეკემბერი — 2019 წლის სექტემბერი)
- გიორგი ბარაბაძე სსიპ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე (2014 წლის აპრილი — 2016 წლის ნოემბერი)
- ლევან რაზმაძე სსიპ კონკურენციის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე (2013 წლის დეკემბერი — 2014 წლის მარტი)
- ტატო ურჯუმელაშვილი სსიპ კონკურენციის შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე (2012 წლის იანვრი — 2013 წლის ნოემბერი)
- ლაშა მგელაძე სსიპ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე (2010 წლის მაისი — 2011 წლის დეკემბერი)
- გიორგი წერეთელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე (2005 წლის აგვისტო — 2010 წლის აპრილი)
- ემზარ ჯგერენაია საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი მ.შ. (2004 წლის სექტემბერი — 2005 წლის ივლისი)
- ილია ზაქარიაძე საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი მ.შ. (2004 წლის მარტი — აგვისტო)
- სანდრო რატიშვილი საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი (2003 წლის დეკემბერი- 2004 წლის თებერვალი)
- არმაზ თავაძე საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი (2001 წლის ნოემბერი — 2003 წლის ნოემბერი)
- სლავა ფეტელავა საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი მ.შ. (2001 წლის აგვისტო — ოქტომბერი)
- გენადი მალაზონია საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი (2001 წლის მაისი — ივლისი)
- გიორგი ისაკაძე საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი (2000 წლის აგვისტო — 2001 წლის აპრილი)
- ვაჟა მაისურაძე საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი (1996 წლის იანვარი — 2000 წლის ივლისი)
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ანტიმონოპოლიური პოლიტიკის მთავარი სამმართველოს უფროსი (1995 წლის მარტი — 1996 წლის დეკემბერი). საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს კონკურენციის განვითარების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი (1993 წლის ივნისი — 1995 წლის თებერვალი)
- მამუკა ლობჟანიძე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს კონკურენციის განვითარების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი (1992 წლის მარტი — 1993 წლის მაისი)
ლიტერატურა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ www.gcca.gov.ge
- ↑ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 17¹ მუხლის პირველი პუნქტი
- ↑ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 17¹ მუხლის მე-5 პუნქტი