ლი კუან იუ
ლი კუან იუ (დაბადებისას ჰარი ლი კუან იუ; დ. 16 სექტემბერი, 1923 — გ. 23 მარტი, 2015) — სინგაპურელი პოლიტიკოსი. იგი იყო სინგაპურის პირველი პრემიერ-მინისტრი და ქვეყანას მართავდა სამი ათწლეულის განმავლობაში. აღიარებულია თანამედროვე სინგაპურის დამფუძნებელ მამად და ერთადერთ ლიდერად, რომელმაც შეძლო მთლიანი ქვეყნის მესამე სამყაროდან მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზე გადაყვანა.[2][3][4][5][6]
ლი კუან იუ 李光耀 | |
სინგაპურის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 ივნისი, 1959 – 28 ნოემბერი, 1990 | |
პრეზიდენტი | უილიამ გუდი (გუბერნატორი) იუსუფ ბინ ისჰაკი ბენჯამინ ჰენრი შირესი დევან ნაირი ვი კიმ ვი |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | გო ჩოკ ტონგი |
დაბადებული | 16 სექტემბერი, 1923 სინგაპური, სთრეითს სეთლემენთსი |
გარდაცვლილი | 23 მარტი, 2015 (91 წლის) სინგაპურის მთავარი ჰოსპიტალი, სინგაპური |
რელიგია | აგნოსტიციზმი[1] |
ლიმ დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი. 1950 წელს გახდა ბარისტერი. იყო ჩამოყალიბებული ორატორი. სამი ენის — ინგლისურის, მანდარინისა და მალაიურის ფლობა საშუალებას აძლევდა გავლენა მოეხდინა პოლიეთნიკურ და მულტიკულტურულ აუდიტორიაზე. მისი მმართველობისას სინგაპურის შესამჩნევი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ლის ხშირად აკრიტიკებდნენ სამოქალაქო თავისუფლების შეზღუდვისა (საპროტესტო გამოსვლებისა და მედიის კონტროლი) და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ცილისწამების საფუძველზე სარჩელების შეტანის გამო, თუმცა იგი აცხადებდა, რომ ასეთი ავტოკრატული მეთოდები საჭირო იყო პოლიტიკური სტაბილურობისათვის, რაც კანონის უზენაესობასთან ერთად ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებებს განაპირობებდა.[7] სინგაპურის მეორე პრემიერ-მინისტრმა, გო ჩოკ ტონგმა 1990 წელს ლი უფროსი მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა, შემდეგ კი დაიკავა მისი შვილის, ლი ჰსიენ ლუნგის მიერ შექმნილი მენტორი მინისტრის პოსტი, როდესაც ეს უკანასკნელი ქვეყნის მესამე პრემიერ-მინისტრი გახდა 2004 წლის აგვისტოში. ლი კუან იუს მინისტრის პოსტი 50 წელზე მეტ ხანს ეკავა, რის მიხედვითაც ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ისტორიაში.
ლი გარდაიცვალა 2015 წლის 23 მარტს სინგაპურის გენერალურ ჰოსპიტალში, სადაც მან თვეზე მეტი გაატარა პნევმონიის გართულების გამო.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Days of reflection for the man who defined Singapore: A transcript of Minister Mentor Lee Kuan Yew's interview with The New York Times“. Today. Singapore. 13 September 2010. pp. 14–17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 სექტემბერი 2010. ციტირების თარიღი: 23 მარტი 2015.
- ↑ Hume, Tim (20 March 2011). „The lost world of a wild tribe“. Sunday Star Times. Auckland, NZ. ციტატა: „His memoir sits on display in Singapore airport between biographies of founding statesman Lee Kuan Yew and Donald Rumsfeld“
- ↑ „Wife of Lee Kuan Yew dies at 89“. Bangkok Post. Agence France-Presse. 2 October 2010. ციტატა: „The wife of Singapore's founding father, Lee Kuan Yew, whom the statesman called his "great source of strength and comfort"“[მკვდარი ბმული]
- ↑ „US, Japan must help out Asia, says Kuan Yew“. New Sunday Times. Kuala Lumpur. Reuters. 22 January 1998. ციტატა: „Singapore's elder statesman Lee Kuan Yew said today...“
- ↑ „Lagacy of Lee Kuan Yew, 1923-2015“. Meet the Press. Singapore. 23 March 2015. CNBC. CNBC Asia.
- ↑ "Singapore's Lee Kuan Yew dies" London: BBC News. 22 March 2015.
- ↑ Rose, Charlie (22 October 2009). „Lee Kuan Yew Interview“. Charlie Rose. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 24 მარტი 2015.
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა |
სინგაპურის პრემიერ-მინისტრი 3 ივნისი, 1959 – 28 ნოემბერი, 1990 |
შემდეგი: გო ჩოკ ტონგი |