გო ჩოკ ტონგი
გო ჩოკ ტონგი (დ. 20 მაისი, 1941, სინგაპური) — სინგაპურელი პოლიტიკოსი, ქვეყნის მეორე პრემიერ-მინისტრი ლი კუან იუს შემდეგ 1990 წლის 28 ნოემბრიდან 2004 წლის 12 აგვისტომდე.
გო ჩოკ ტონგი | |
სინგაპურის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 ნოემბერი, 1990 – 12 აგვისტო, 2004 | |
წინამორბედი | ლი კუან იუ |
მემკვიდრე | ლი სიან ლუნი |
დაბადებული | 20 მაისი, 1941 სინგაპური |
პოლიტიკური პარტია | სახლახო მოქმედების პარტია |
მეუღლე | ტან ჩუ ლენგი |
შვილები | 2 |
განათლება | სინგაპურის ეროვნული ინსტიტუტი |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგო ჩოკ ტონგი დაიბადა 1941 წლის 20 მაისს. საშუალო განათლება მიიღო რაფლზას ინსტიტუტის კოლეჯში. კოლეჯის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა სინგაპურის ეროვნულ უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ეკონომიკას.
1964 წელს გო ჩოკ ტონგმა მუშაობა დაიწყო სინგაპურის მთავრობის ადმინისტრაციის ეკონომიკური დაგეგმვის განყოფილებაში. 1966 წლიდან 1967 წლამდე სწავლობდა აშშ-ში, უილიამსის კოლეჯში, სადაც „ეკონომიკის განვითარების“ კურსის დასრულების შემდეგ მიიღო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი.
1969 წლიდან გო ჩოკ ტონგი მუშაობდა ეროვნული გადაზიდვის კომპანიაში Neptune Orient Lines-ში, ეკავა საპროექტო დაგეგმარების განყოფილების მმართველის, ხოლო შემდეგ ფინანსური დირექტორის თანამდებობა. 1973 წლის ნოემბრიდან 1977 წლის სექტემბრამდე გო ჩოკ ტონგი იყო კომპანიის მმართველი დირექტორი.
1976 წელს გო აირჩიეს სინგაპურის პარლამენტში მერინ-პარადის საარჩევნო ოლქიდან, როგორც პარტია სახალხო მოქმედების წევრი. 1977 წლიდან 1979 წლამდე იყო ფინანსების უფროსი სახელმწიფო მინისტრი. 1979 წლიდან 1990 წლამდე ეკავა ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის, ჯანმრთელობის მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის თანამდებობა. 1985 წლიდან 1990 წლამდე იგი იყო სინგაპურის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე.
1990 წლის 28 ნოემბერს გო ჩოკ ტონგი გახდა სინგაპურის მეორე პრემიერ-მინისტრი და შეცვალა ლი კუან იუ. 2004 წლის 12 აგვისტომდე გო დარჩა მთავარ სახელმწიფო თანამდებობაზე. ახალი პრემიერ-მინისტრის ლი სიან ლუნის თხოვნით დარჩა მთავრობაში უფროსი მინისტრის თანამდებობაზე და ასევე ხელმძღვანელობდა სინგაპურის სავალუტო სამმართველოს. ეს თანამდებობები ეკავა 2011 წლამდე.
1979 წლიდან გო ჩოკ ტონგი შედიოდა მმართველი სახალხო მოქმედების პარტიის მთავარ აღმასრულებელ კომიტეტში, ეკავა გენერალური მდივნის თანამდებობა (1979-1984 წწ.), გენერალური მდივნის პირველი მაოდგილის (1984-1992 წწ.) და გენერალური მდივნის (1992-2004 წწ.) თანამდებობები. 2004 წლის დეკემბერში გომ დატოვა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა.
2011 წლის 24 ივნისს იაპონიის მთავრობამ დააჯილდოვა ამომავალი მზის ორდენით[1].
ოჯახი
რედაქტირებაგო ჩოკ ტონგის მეუღლე არის ტან ჩუ ლენგი, რომელიც პროფესიით იურისტია. მათ ჰყავთ ორი შვილი, ბიჭი და გოგო, რომლებიც ტყუპები არიან. მათი ვაჟი, გო ჯინ ჰიანი არის ექიმი და მათი ქალიშვილი, გო ჯინ თენგი, მეუღლესთან, ლი კრეველთან ერთად ცხოვრობს ლონდონში. გო ჩოკ ტონგს მოსწონს გოლფი და ჩოგბურთი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Impressions of the Goh Chok Tong Years in Singapore by Bridget Welsh, James Chin, Arun Mahizhnan and Tan Tarn How (Editors), Singapore: NUS Press, 2009.
- Brand Singapore: How Nation Branding Built Asia's Leading Global City by Koh, Buck Song. Marshall Cavendish, Singapore, 2011. ISBN 978-981-4328-15-9.
- Article on civil society in the Goh Chok Tong era – "What plants will grow under the tembusu tree?" by Koh Buck Song, The Straits Times 9 May 1998.
- Tall Order by Shing Huei Peh, Singapore: World Scientific, 2018.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გო ჩოკ ტონგის ბიოგრაფია. სინგაპურის მთავრობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-07-06. ციტირების თარიღი: 2010-11-18.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Goh Chok Tong to receive award from Japanese emperor. ChannelNewsAsia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 19 June 2011.