ლი სიან ლუნი (დ. 10 თებერვალი, 1952, სინგაპური) — სინგაპურელი პოლიტიკოსი. ქვეყნის მოქმედი და მესამე პრემიერ-მინისტრი 2004 წლის 12 აგვისტოდან, თანამდებობაზე შეცვალა გო ჩოკ ტონგი. სახალხო მოქმედების პარტიის გენერალური მდივანი 2004 წლის 3 დეკემბრიდან. ფინანსთა მინისტრი 2001 წლის 10 ნოემბრიდან 2007 წლის 1 დეკემბრამდე. ვიცე-პრემიერ-მინისტრი 1990 წლის 28 ნოემბრიდან 2004 წლის 12 აგვისტომდე. სინგაპურის პარლამენტის წევრი 1984 წლიდან დღემდე. სინგაპურის პირველი პრემიერ-მინისტრის ლი კუან იუს უფროსი შვილი.

ლი სიან ლუნი
ლი სიან ლუნი
სინგაპურის მე-3 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 ნოემბერი, 1990 – 12 აგვისტო, 2004
პრეზიდენტი  სელაფან რამანათანი, ტონი ტანი, ჰალიმა იაკობი
წინამორბედიგო ჩოკ ტონგი

დაბადებული10 თებერვალი, 1952
სინგაპური
პოლიტიკური პარტიასახლახო მოქმედების პარტია
მამალი კუან იუ
დედაკვა გეოკ ჩუ
მეუღლეჰო ჩინი
შვილები2
განათლებაკემბრიჯის უნივერსიტეტი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლი სიან ლუნი დაიბადა 1952 წლის 10 თებერვალს სინგაპურში. წარმატებით დაასრულა კემბრიჯის უნივერსიტეტის სამების კოლეჯი (დიდი ბრიტანეთი), სადაც შეისწავლა მათემატიკა და მიიღო დიპლომი კომპიუტერული მეცნიერებების დარგში. ასევე სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სახელმწიფოს მართვის სკოლა (აშშ), სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი. 1971 წლიდან სამხედრო სამსახურშია, საარმიო სწავლების კურსი გაიარა ფორტ-ლივენუორტეს სამხედრო და საშტაბო შემადგენლობაში. 1984 წელს გადადგა გენერალური შტაბის მეორე ხელმძღვანელის თანამდებობიდან ბრიგადის გენერლის წოდებით.

1984 წელს კენჭს იყრიდა სინგაპურის საპარლამენტო არჩევნებში და აირჩიეს დეპუტატად სახალხო მოქმედების პარტიის სიით, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელიც იყო მამამისი (პარტია ხელისუფლების სათავეშია სინგაპურის დაარსების დღიდან, 1965 წლიდან). 1986 წელს შევიდა პარტიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობაში, შემდეგ კი აირჩიეს სახალხო მოქმედების პარტიის გენერალური მდივნის მეორე მრჩევლად და პარტიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ[1].

1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში ხელმძღვანელობდა პარტიის ახალგაზრდულ ფრთას. 1984 წლიდან ეკავა სხვადასხვა მინისტრის თანამდებობა: 1987 წლამდე იყო თავდაცვის სახელმწიფო მინისტრი, 1992 წლამდე — ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი, 1987-1992 წლებში იყო თავდაცვის მეორე მინისტრი. 1990-2004 წლებში — პრემიერ-მინისტრ გო ჩოკ ტონგის მოადგილე, 1994 წლიდან კურირებდა მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს და თავდაცვის უწყებას. 1998 წელს, რეგიონში მიმდინარე სავალუტო კრიზისის დროს, ლი სიან ლუნი დანიშნეს სინგაპურის სავალუტო-ფინანსური სამმართველოს ხელმძღვანელად, რომელიც ასრულებს ქვეყნის ცენტრალური ბანკის ფუნქციებს. 2001-2007 წლებში ეკავა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. ექსპერტების აზრით, მან შეძლო ქვეყნის ეკონომიკა კრიზისიდან გამოეყვანა და შეიმუშავა ფინანსური ბაზრის ლიბერალიზაციის პროგრამა. 2004 წლიდან სახალხო მოქმედების პარტიის გენერალური მდივანია.

2004 წელს პრემიერ-მინისტრ გო ჩოკ ტონგის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ლი სიან ლუნმა დაიკავა ქვეყნის მთავრობის მეთაურის თანამდებობა, ასევე ხელმძღვანელობდა კვლევების, ინოვაციების და მეწარმეობის საბჭოს. 2015 წელს ლი სიან ლუნის მთავრობა შევიდა მსოფლიოს სამ ყველაზე ეფექტიანი მთავრობის სიაში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვერსიით.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ლი სიან ლუნის პირველი მეუღლე იყო ვონ მინ იანი, მალაიზიის მოქალაქე. იგი გარდაიცვალა 1982 წელს მეორე შვილის დაბადების შემდეგ (იიპენგი დაიბადა ალბინოსი და აღიარებულია ინვალიდად)[2].

1985 წლიდან მეორე ცოლია ხო ჩინი, რომელთანაც პრემიერ-მინისტრს ჰყავს ორი შვილი. ხო ჩინი საინვესტიციო კომპანია Temasek Holdings-ის აღმასრულებელი დირექტორია.

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება

ლი სიან ლუნის აქვს მსოფლიოს სახელმწიფოთა შორის ყველაზე მაღალი ხელფასი — 2-2,5 მლნ ამერიკული დოლარი[3].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ли, Сянь Лун. Персона ТАСС
  2. Ли Куан Ю. [История Сингапура Читать онлайн - Ю Ли. Сингапурская история: из «третьего мира» – в «первый»]. e-libra.ru. ციტირების თარიღი: 2017-05-31.
  3. Журналисты посчитали зарплаты мировых лидеров: Медведев получает вчетверо меньше Обамы — newsru.com