დევან ნაირი
დევან ნაირი (ინგლ. Devan Nair, მალაიალამური ენა ദേവൻ നായർ ചെങ്ങറ വീട്ടിൽ) (დ. 5 აგვისტო, 1923, მალაკის შტატი, მალაიზია — გ. 6 დეკემბერი, 2005, ჰამილტონი, კანადა) — სინგაპურის მესამე პრეზიდენტი (1981–1985 წლებში). ეროვნებით ტამილი. სინგაპურში ცხოვრობდა 1933 წლიდან. აქტიურად მონაწილეობდა ანტიკოლონიურ ბრძოლაში. ორჯერ იყო დაპატიმრებული (1951, 1956). 1954 წელს შექმნილი სახალხო მოქმედების პარტიის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1985 წლის 27 მარტს დატოვა თანამდებობა გაურკვეველი გარემოებების გამო.
დევან ნაირი தேவன் நாயர் | |
სინგაპურის მე-3 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 ოქტომბერი, 1981 – 27 მარტი, 1985 | |
პრემიერ-მინისტრი | ლი კუან იუ |
წინამორბედი | ბენჯამინ შირესი |
მემკვიდრე | ვი კიმ ვი |
დაბადებული | 5 აგვისტო, 1923 მალაკის შტატი, მალაიზია |
გარდაცვლილი | 6 დეკემბერი, 2005 (82 წლის) ჰამილტონი, კანადა |
პოლიტიკური პარტია | სახალხო მოქმედების პარტია |
რელიგია | ინდუისტი |
1995 წლიდან ემიგრაციაშია კანადაში. გარდაიცვალა 2005 წლის 6 დეკემბერს კანადის ქალაქ ჰამილტონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 300.