შაჰ-ალამი
შაჰ-ალამი ― ქალაქი მალაიზიაში. სელანგორის შტატის დედაქალაქი. მდებარეობს პეტალინგის რაიონსა და კლანგის რაიონის ნაწილში.[1] 1974 წელს კუალა-ლუმპური ფედერალურ ტერიტორიად გამოცხადდა, რის შემდეგაც, 1978 წელს სელანგორის შტატის დედაქალაქი შაჰ-ალამი გახდა. 1857 წელს ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შაჰ-ალამი პირველი გეგმიური ქალაქი იყო მალაიზიაში.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
შაჰ-ალამი | |
ქვეყანა | მალაიზია |
კოორდინატები | 3°05′00″ ჩ. გ. 101°32′00″ ა. გ. / 3.08333° ჩ. გ. 101.53333° ა. გ. |
დაარსდა | 1978 |
ფართობი | 290 კვადრატული კილომეტრი |
მოსახლეობა | 584 340 |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
ოფიციალური საიტი | http://www.mbsa.gov.my/ |
ისტორია
რედაქტირება1957 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მალაიზიია სწრაფად განვითარდა მეორე პრემიერ-მინისტრის, აბდულ რაზაკ ჰუსეინის მმართველობისას. ერთ დროს შაჰ-ალამს სუნგაი-რენგამი ეწოდებოდა და კაუჩუკისა და პალმის ზეთის მამულებით იყო ცნობილი. მოგვიანებით, მალაიზიის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, იგივე ტერიტორია ბატუ-ტიგას სახელწოდებით გახდა ცნობილი და კაუჩუკითა და პალმის ზეთით ვაჭრობის ცენტრი გახდა. ვლადო ანტოლიჩის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალაქის განვითარების მრჩევლის, რეკომენდაციით, 1963 წელს სელანგორის მთავრობამ სუნგაი რენგამის პლანტაციები ქალაქის განვითარებისთვის შეარჩია. არჩევანი კუალა-ლუმპურსა და პორტ-კლანგს შორის სტრატეგიული მდებარეობითაც იყო განპირობებული.[2]
ქალაქის ამჟამინდელი სახელი სელანგორის სულთანმა, სალაჰადინ აბდულ აზი შაჰმა შეარჩია, მამამისის, სულთან ალამ შაჰის პატივსაცემად. ძეგლები, შენობები და ქუჩაც სულთნის სახელს ატარებს. შაჰ-ალამი 1963 წელს გაიხსნა და სელანგორის ახალი ადმინისტრაციული ცენტრის დანიშნულება ჰქონდა. 1974 წელს კუალა-ლუმპური ფედერალურ ტერიტორიად გამოცხადდა, რომელიც სწორედ შაჰ-ალამმა ჩაანაცვლა. სულთნის თანხმობის მიღების შემდეგ, 1978 წლის 7 დეკემბერს შაჰ-ალამი ოფიციალურად გამოცხადდა დედაქალაქად. ქალაქის თავდაპირველი ფართობი 41.68 კმ² იყო და მუნიციპალური საბჭოს მიერ იმართებოდა.
შაჰ-ალამს ქალაქის სტატუსი 2000 წლის 10 ოქტომბერს მიენიჭა პირველი მერის, დატუ ჰაჯი აბუ სუჯაკ ჰაჯი მუჰამადის მიერ.
გაფართოება
რედაქტირება1983-1997 წლებში შაჰ-ალამი რამდენჯერმე გაფართოვდა. 1983 წელს ქალაქს პეტალინგის რაიონული საბჭოს 25-28-ე სექცია, 11.41 კმ² ფართობის ტერიტორია დაემატა. 1994 წელს ქალაქი 208.6 კმ²-ით გაფართოვდა. ამჯერად პეტალინგის რაიონული საბჭოდან სეტია-ალამის, ბუკიტ-ჯელოტუნგისა და სუბანგის აეროპორტის ტერიტორია, ასევე, კლანგის მუნიციპალური საბჭოდან კოტა-კემუნინგისა და სგ-კანდისის ტერიტორიები შეუერთდა. 1997 წელს ქალაქი კიდევ 28.6 კმ²-ით გაფართოვდა. მას პეტალინგის რაიონული საბჭოდან პაია-ჯარასი და სუნგაი-ბულოჰის ნაწილი მიუერთდა, თუმცა პუტრის მაღლობები და სუბანგის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული პარკი სუბანგ-ჯაიას შეუერთდა. ამჟამად ქალაქის ფართობი დაახლოებით 290.3 კმ²-ის ტოლია.[3]
გეოგრაფია
რედაქტირებაშაჰ-აამი პეტალინგის რაიონსა და კლანგის რაიონის ნაწილში მდებარეობს, სელანგორის შტატში. ქალაქის ფართობი 290.3 კმ²-ის ტოლია. გაფართოებების გამო ქალაქს დღეისთვის აღმოსავლეთიდან სუბანგ-ჯაია და პეტალინგ-ჯაია ესაზღვრება, დასავლეთიდან ― კლანგის რაიონი, ჩრდილოეთიდან ― კუალა-სელანგორი და სელაიანგი, ხოლო სამხრეთიდან ― კუალა-ლანგატი. შაჰ-ალამი კლანგის ხეობის ერთ-ერთი უმთავრესი ქალაქია, რომელიც კუალა-ლუმპურსა და მის გარეუბნებს, მიმდებარე დიდ და პატარა ქალაქებს მოიცავს. ხეობა მდინარე კლანგის ირგვლივ იქმნება, რომელიც დასავლეთით მალაკის სრუტისკენ მიედინება.[3]
კლანგის ხეობაში მდებარეობის გამო შაჰ-ალამის ტოპოგრაფია მეტწილად დაბლობებს მოიცავს, ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილის გამოკლებით, რომელიც მეტწილად ბორცვებითაა დაფარული.
კლიმატი
რედაქტირებაკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ნახევარკუნძულის მალაიზიის სხვა ქალაქების მსგავსად, შაჰ-ალამი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. ტემპერატურა მთელი წლის მანძილზე თითქმის მუდმივია და საშუალო მაღალი ტემპერატურა 31.9 °C-ს, ხოლო საშუალო დაბალი ტემპერატურა 23.2 °C-ს უტოლდება. ქალაქში ყველაზე თბილი თვე მარტია. ოქტომბრიდან მარტამდე, ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონის დროს, დიდი რაოდენობით ნალექი მოდის, განსაკუთრებით, ნოემბერში. მაღალია ტენიანობის მაჩვენებელი.
დემოგრაფია
რედაქტირება2010 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 541 306 ადამიანს შეადგენდა. 2010 წელს მალაიზიის სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული აღწერის მიხედვით შედგენილი ეთნიკური ჯგუფების განაწილება ცხრილშია მოცემული:[4]
ეთნიკური ჯგუფები შაჰ-ალამში | ||
---|---|---|
ეთნოსი | მოსახლეობა | პროცენტი |
ბუმიპუტერა | 354,618 | 65.5% |
ჩინელი მალაიზიელები | 83,079 | 15.3% |
მალაიზიელი ინდოელები | 55,867 | 10.3% |
სხვები | 4,990 | 0.9% |
არამალაიზიელები | 42,752 | 7.9% |
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Lokasi dan Demografi.
- ↑ „Mission to ensure excellence“. New Straits Times. 10 October 2000.
- ↑ 3.0 3.1 Official Portal of Shah Alam City Council – History. mbsa.gov.my (24 June 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 24 July 2011
- ↑ Population Distribution by Local Authority Areas and Mukims, 2010. Department of Statistics Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 16 ნოემბერი 2023.
- ↑ Delik Hudalah. Evaluasi Keberhasilan Kerjasama Antar Kota 'Sister City' Kota Surabaya id. Program Studi Sarjana Perencanaan Wilayah dan Kota. Sekolah Arsitektur Perencanaan dan Pengembangan Kebijakan, ITB (July 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 21 December 2015
- ↑ Yvonne T. Nathan. (3 December 2013) Shah Alam signs pact with South Korean city of Hanam. The Star. ციტირების თარიღი: 21 December 2015