ვიქტორ ბორჩხაძე
ვიქტორ ბორჩხაძე (დ. 10 აპრილი, 1921, ბაღდადი) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეციერებათა კანდიდატი, დოცენტი (1965).
ვიქტორ ბორჩხაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 10 აპრილი, 1921 (103 წლის) |
დაბ. ადგილი | ბაღდადი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველო |
საქმიანობა | გეოგრაფი და პედაგოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1941 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტის ბუნებისმეტყველება-გეოგრაფიის ფაკულტეტი. 1941-1945 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1948 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი.
1948 წელს მუშაობა დაიწყო გეოგრაფიის კათედრაზე. 1954 წელს ალექსანდრე გერცენის სახელობის ლენინგრადის პედაგოგიურ სახელმწიფო ინსტიტუტში გაიარა ასპირანტურის კურსი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით. საველე და კამერალური მუშაობის შედეგად შეისწავლა მზიმთასა და სოჭის მიდამოების გეოლოგიური და რელიეფური თავისებურებანი, ჰავა, ჰიდროგრაფია, ნიადაგ-მცენარეთა გავრცელების ვერტიკალური სარტყელურობა და ცხოველთა სამყარო. გამოყო გეომორფოლოგიური რაიონები. აღნიშნული გამოკვლევები საფუძვლად დაედო სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებას ადლერის რაიონში. წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს ჩრდილოეთ აზიის ფიზიკურ გეოგრაფიაში, მხარეთმცოდნეობაში და მინერალოგია-პეტროგრაფიაში. 1975-1979 წლებში მუშაობდა ბუნებისმეტყველება-გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანად. 1979-1983 წლებში ინსტიტუტის პრორექტორად სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის დარგში. 1983-1991 წლებში გეოგრაფიის კათედრის გამგედ. იყო ახლად დაარსებული უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის პირველი გამგე. არის 80-მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი, რომელთაგან თითქმის ნახევარი ნაბეჭდია. შრომები ეხება აჭარის მთიანეთის ცალკეული ქედების, მდინარეთა აუზების და ხეობების ფიზიკურ-გეოგრაფიულ დახასიათებას. დაჯილდოებულია 14 საბრძოლო ორდენით და მედლით.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მდინარეების მზიმთასა და სოჭის აუზის ფიზიკურ-გეოგრაფიუი დახასიათება“, დაიცვა 1955 წელს.
ჯილდოები
რედაქტირება- საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 50-51