ვიტამინშემცველი მცენარეები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვიტამინშემცველი მცენარეებივიტამინების წარმომქმნელი და დამაგროვებელი მცენარეები. შეიცავენ ვიტამინების ისეთ რაოდენობას, რომელიც საკმარისია მათი სუფთა პრეპარატებისა და კონცენტრატების დასამზადებლად, ადამიანისა და სასოფლო-სამეურნეო ცხოველების საკვებად; ვიტამინშემცველი მცენარეებს განეკუთვნებიან აგრეთვე ის მცენარეები, რომლებშიც წამოიქმნება ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ე. წ. პროვიტამინები, რომლებიც ცხოველურ ორგანიზმში ვიტამინებად გარდაიქმნებიან. ვიტამინები გვხვდება ყველა მცენარეში, მაგრამ სხვადასხვა რაოდენობით, ზოგი — მხოლოდ გარკვეულ სახეობაში.

ლიტერატურა

რედაქტირება