ვენის არბიტრაჟები
ვენის არბიტრაჟი (გერმ. „Wiener Schiedsspruch“) — საერთო სახელი ორი პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, რომელიც მიიღო იოახიმ ფონ რიბენტროპმა და გალეაცო ჩიანომ. ისინი ნაცისტური გერმანიისა და ფაშისტური იტალიის არბიტრების სახელით მოქმედებდნენ. გადაწყვეტილების მიზანი იყო უნგრეთის ტერიტორიული პრეტენზიების ”მშვიდობიანი” მოგვარება, რომელიც მან დაკარგა 1920 წლის ტრიანონის ხელშეკრულებით. ვენის არბიტრები ხელმძღვანელობდნენ პრინციპით - ”ერთა თვითგამორკვევა” და ”ვერსალის ხელშეკრულების უსამართლობათა გამოსწორება”
არცერთი არბიტრაჟი არ წარმოადგენდა დიქტატს, რომლის შეუსრულებლობა გამოიწვევდა გერმანიის ან იტალიის მხრიდან რაიმე გართულებას. როგორც პირველი ასევევ მეორე არბიტრაჟი მოწვეული იყო უნგრეთის და მეორე ასევე, ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებების თხოვნით. პირველი არბიტრაჟი მოიწვიეს 1939 წელს, ხოლო მეორე — 1940 წელს.
ვენის პირველი არბიტრაჟი
რედაქტირებავენაში პირველი არბიტრაჟის სხდომაზე 1939 წლის 2 ნოემბერს გერმენიისა და იტალიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ჩეხოსლოვაკიას ებრძანა უნგრეთისათვის თავისი ტერიტორიებიდან სლოვაკეთის სამხრეთ რაიონები (სულ 10 ათასი კმ²) და კარპატისპირა რუთენიის სამხრეთ-დასავლეთ რაონები (სულ დაახლოებით 2 ათასი კმ²) გადაცემა.
მიუნხენის 1938 წლის ხელშეკრულების თანახმად, ჩეხოსლოვაკია ვალდებული იყო გადაეწყვიტა ე.წ. „უნგრეთის საკითხი“ (იგულისხმება დაახლოებით 750 ათასი უნგრელის საკითხი, რომელიც ცხოვრობდა სალოვაკეთსა და კარპატისპირეთში) ბუდაპეშტის მთავრობასთან შეთანხმებით. თუ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა გართულდებოდა, მიუნხენის შეთანხმებით საკითხი უნდა გადაეწყვიტა გერმანია-იტალია-საფრანგეთ-დიდი ბრიტანეთის საერთო არბიტრაჟს.
პრაღის მთავრობამ თავდაპირველად საკითხის გადასაწყვეტად წამოაყენა წინადადება - შექმნილიყო უნგრელი მოსახლეობის ავტონომია ჩეხოსლოვაკიის საზღვრებში, მაგრამ ბუდაპეშტის ხელისუფლებამ უარყო ეს წინადადება და მოითხოვა სადავო ტერიტორიებზე პლებისციტის ჩატარება „თვითგამორკვევის უფლებით“ ან, როგორც მინიმუმ, იმ ტერიტორიების გადაცემა, რომელზეც 1910 წლის აღწერების თანახმად, მოსახლეობის 50% წარმოადგენდა მადიარებს. უნგრეთის წინადადების მიღება ჩეხოსლოვაკიას აკარგვინებდა ისეთ მნიშვნელოვან ქალაქებს, როგორიცაა: ბრატისლავა, ნიტრა, კოშიცე, მუკაჩევო და უჟგოროდი. გააცნობიერა რა, რომ უნგრეთთან კომპრომისი ვერ გამოუვიდოდა, პრაღა დათანხმდა გერმანია-იტალიის არბიტრაჟზე. (უნგრეთმა წამოაყენა წინადადება რომ არბიტრის როლში გამოსულიყო პოლონეთიც, მაგრამ პრაღაშივე შეთანხმდნენ პოლონეთის მონაწილეობაზე არბიტრაჟში მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რუმინეთიც მიიღებდა მონაწილეობას არბიტრაჟში.)
2 ნოემბერს, ვენაში რიბენტროპმა და ჩიანომ, განსაზღვრეს რომ ჩეხოსლოვაკიას უნდა გადაეცა უნგრეთისთვის 12 ათასი კმ² ტერიტორია. მათ შორის ქალაქები კოშიცე, კომარნო, მუკაჩევო და უჟგოროდი. ბრატისლავა და ნიტრა რჩებოდა სლოვაკების ხელში. აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები უნგრელები მიესალმებოდნენ თავიანთი მიწების დაბრუნებას უნგრეთის შემადგენლობაში.
სლოვაკი და ჩეხი კოლონისტები, რომლებმაც მიწები მიიღეს ამ ტერიტორიაზე 1920-1930 წ.წ. ჩეხოსლოვაკიის მთავრობის მიერ ჩატარებული აგრარული რეფორმის შედეგად, უნგრეთის მთავრობამ დაუყოვნებლივ გაასახლა ადგილებიდან. ასევე, გასახლება მოუწია ებრაულ მოსახლეობას, რომლებიც, არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, არ ცხოვრობდა აღნიშნულ მიწებზე 1918 წლამდე.
ვენის მეორე არბიტრაჟი
რედაქტირებავენის მეორე არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, რუმინეთს უნდა დაეთმო ტრანსილვანიის ნახევარი (დღეისათვის ცნობილი, როგორც ჩრდილოეთ ტრანსილვანია) უნგრეთისათვის (43 492 კმ²-ია, 2.4 მილიონი ადამიანი.).
არბიტრაჟი შედგა 1940 წლის 30 აგვისტოს. მისი მიზანი იყო, დაერწმუნებინა უნგრეთი, მონაწილეობა მიეღო ომში, როგორც გერმანიის მოკავშირეს. რამდენადაც რეგიონი იყო მრავალეთნიკური, ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია ტრანსილვანიიდან მასობრივი მიგრაცია და სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუარესება. უნგრულ-რუმინული წინააღმდეგობების გამწვავებით ისარგებლა გერმანიამ და ორივე ქვეყანა - უნგრეთი და რუმინეთი სრულად დაიქვმდებარა.
დამატებით, 1940 წლის 7 სექტემბერს ოთხმხრივი შეთანხმებით, სამხრეთ დობრუჯა რუმინეთიდან გადაეცა ბულგარეთს. აღნიშნული ტერიტორია 1913 წლიდან ბალკანეთის მეორე ომის შედეგად ჰქონდა დაკარგული ბულგარეთს და შედიოდა რუმინეთის შემადგენლობაში.
ნულიფიკაცია
რედაქტირებავენის არბიტრაჟების იურიდიული გადაწყვეტილებანი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნებმა ბათილად გამოაცხადეს და ეს დაადასტურეს 1947 წლის პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებით. უნგრეთი დაბრუნებულ იქნა ტრიანონის ხელშეკრულების ფარგლებში. სამხრეთ დობრუჯა და ის ტერიტორიები, რომელიც გადაეცა საბჭოთა კავშირს აღარ დაუბრუნდა რუმინეთს.