დობრუჯა
დობრუჯა, ან დობრუდჯა (რუმ. Dobrogea; ბულგ. Добруджа, Dobrudzha; თურქ. Dobruca; ბერძ. Δοβρουτσά, Dovroutsá) — ისტორიული ოლქი ბულგარეთსა და რუმინეთში, მდებარეობს მდინარე დუნაის და შავ ზღვას შორის, მოიცავს დუნაის დელტას, რუმინეთის სანაპიროს და ყველაზე ჩრდილოურ ნაწილს, აქვე შედის ბულგარეთის სანაპირო ზოლიც. დობრუჯას ტერიტორია მოიცავს ჩრდილოეთ დობრუჯას რუმინეთში და სამხრეთ დობრუჯას ბულგარეთში.
რუმინეთში არსებული დობრუჯას ტერიტორია შედგება, ორი ჟუდეცისგან: კონსტანცა და ტულჩა, ამ ტერიტორიის ფართობი შეადგენს 15 500 კმ² და აქ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. რუმინეთის დობურჯაში არსებული მნიშვნელოვანი ქალაქები: კონსტანცა, ტულჩა, მედგიდია და მანგალია. ბულგარეთის რეგიონი დობრუჯა იყოფა ორ რეგიონად: დობრიჩად და სილისტრად. ამ ტერიტორიის ფართობი შეადგენს 7 565 კმ², აქ მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 350 000 ადამიანს, ბულგარული დობრუჯას მნიშვნელოვანი ქალქებია: დობრიჩი და სილისტრა (რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი).
ლიტერატურა
რედაქტირება- Dănescu, Grigore (1903). Dobrogea (La Dobroudja). Étude de Géographie physique et ethnographique (French). Bucarest: Imprimerie de l'Indépendance Roumaine. OCLC 10596414.
- იშირკოფი, ანასტასია (1919). Les Bulgares en Dobroudja; aperçu historique et ethnographique (French). Berne: Imprimerie Pochon-Jent & Bühler. OCLC 4061330.
- Wittek, Paul (1952). „Yazijioghlu 'Ali on the Christian Turks of the Dobruja“. Bulletin of the School of Oriental and African Studies. Cambridge University Press on behalf of School of Oriental and African Studies. 14 (3): 639–668. doi:10.1017/S0041977X00088595. ISSN 0041-977X. JSTOR 609124.. Subscription needed for online access.