ველევი
ველევი — სოფელი საქართველოში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ბეთლევი, ველევი, კვირიკეწმინდა, შხივანა).
სოფელი | |
---|---|
ველევი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ველევი |
კოორდინატები | 42°27′36″ ჩ. გ. 43°10′57″ ა. გ. / 42.46000° ჩ. გ. 43.18250° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 1160 მ |
მოსახლეობა | 95[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ველეულის (ხოტეურის მარჯვენა შენაკადი; რიონის აუზი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1160 მ-ზე, ამბროლაურიდან 19 კმ-ში.
ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ველევს, ველევის მთას და ველევი-საღორის მთას ასახელებს რაჭის ქედის იმ მთებს შორის, რომლებიც გამოყოფს რაჭას ოკრიბისაგან. სოფელ ველევს იხსენიებს XVIII საუკუნის მოგზაური იოჰან გიულდენშტედტი. სოფელში იდგა გვიანდელი შუა საუკუნეების წმ. სამების დარბაზული ეკლესია, რომელიც 1991 წლის მიწისძვრის დროს დაინგრა. სოფელს ჩრდილო-დასავლეთით აკრავს გაბუნის კლდე, რომლის თავზე მდებარეობს ველეულის ხეობის მთავარი სალოცავი — წვერის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 95 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 138 | 68 | 70 |
2014[1] | 95 | 47 | 48 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 348.
- ველევი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
- ცხადაია პ., ჯოჯუა ვ., რაჭის გეოგრაფიული სახელწოდებანი, ტ. III, თბ., 2010. — გვ. 9.
- ბოჭორიძე გ., რაჭის ისტორიული ძეგლები, VIII, თბ., 1933. — გვ.227.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8529
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.