ვასილ აბაევი

(გადამისამართდა გვერდიდან ვასილ ივანეს ძე აბაევი)

ვასილ ივანეს ძე აბაევი (ოს. Абайты Иваны фырт Васо; დ. 2 (15) დეკემბერი1900, სოფ. კობი, ახლანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი — გ. 18 მარტი, 2001, მოსკოვი) — საბჭოთა ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ფოლკლორისტი და ეთნოგრაფი. ეროვნებით ოსი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1969), ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მეცნიერების მოღვაწე (1957).

ვასილ აბაევი
ოს. Абайты Иваны фырт Васо
დაბ. თარიღი 2 (15) დეკემბერი, 1900[1]
დაბ. ადგილი კობი, დუშეთის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 18 მარტი, 2001(2001-03-18)[2] [1] [3] (100 წლის) ან 12 მარტი, 2001(2001-03-12)[4] (100 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა ფილოლოგი[3] , ენათმეცნიერი, ირანისტი, local historian, etymologist, პედაგოგი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიურ ენათა განყოფილება და რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკა[5]
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-3 ხარისხი[3] , ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-4 ხარისხი[3] , შრომის წითელი დროშის ორდენი[3] , მედალი „კავკასიის დაცვისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, რსფსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, Q97315446? და Order "For Merit to the Fatherland"

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი (1925). მუშაობდა მოსკოვში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერებათა ინსტიტუტში. 1928-1930 მოღვაწეობდა თბილისში, სსრკ მეცნიერებათა აკადადემიის კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტში, დიდი სამამულო ომის წლებში — სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში. აბაევის მთავარ შრომებს „ნართების ეპოსი“ (1945), „ოსური ენა და ფოლკლორი“ (1949), „ოსური ენის ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონი“ (ტ. 1-2, 1958-1973) დიდი მნიშვნელობა აქვს ირანულ ენათა კვლევისათვის, ქართულ-კავკასიური და ირანულ ენათა კონტაქტების შესწავლისათვის, აგრეთვე კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფიის და ფოლკლორის საერთო ელემენტების კვლევის თვალსაზრისით. საყურადღებოა მისი „არმაზის ბილინგვის გარშემო“ (საქართველოს სსრ. მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 1944, ტ. 5, № 8), „შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ ფოლკლორული საფუძვლის შესახებ“ (Известия АН СССР, 1966, т. 25 в 4), „პოემა „ვეფხისტყაოსნის“ ირგვლივ“ (თსუ შრომები, 1967, ტ. 118, სერია 6, რუს. ენაზე).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Исаев М. И., Славный путь ученого, «Известия Северо-Осетинского научно-исследовательского института», 1960, т. 22, в. 1;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება