ვასილ არჩვაძე
ვასილ არჩვაძე (დ. 23 აგვისტო, 1959 თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, მწერალი, პოეტი, ქირურგი, თსსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
ვასილ არჩვაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 23 აგვისტო, 1959 (65 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ექიმი, მეცნიერი, მწერალი, პოეტი და ქირურგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1981 წელს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის ინტერნი. 1982-1984 წლებში იყო ამავე კათედრის ორდინატორი, 1985-1988 წლებში ასპირანტი. 1988-2001 წლებში იყო თსსუ სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის ასისტენტი. 2001-2006 წლებში თსსუ სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის დოცენტია. 2006-2014 წლებში იყო №2 ქირურგიული დეპარტამენტის ზოგადი ქირურგიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი. მისი საკანდიდატო (1985) და სადოქტორო (2006) დისერტაციები ენტერალურ ზონდურ კვებასთან და ჰერნიოლოგიასთან დაკავშირებულ გამოგონებებს მოიცავს, რომელთა შესახებ მოხსენებები და პუბლიკაციები გაკეთებული აქვს ქირურგთა საერთაშორისო ყრილობებზე მოსკოვში, ბერლინში, მილანში, ინსბრუკში, ლონდონში, ტურინში, არიზონაში, პეკინში, ბუდაპეშტში, პარიზსა და თელ-ავივში. იგი არის 120-ზე მეტი პუბლიკაციის, 4 დანერგილი გამოგონებისა („ჩირქოვანი ღრუების გამოსარეცხი ავტომატური პროგრამირებული აპარატი“, „ენტერალური ზონდური კვებისთვის ხსნარის მიღების ხერხი“ (გრიფით „ДСП“), „საზარდულის თიაქარის სუფთა ქსოვილოვანი პლასტიკა“, „საზარდულის თიაქრის დაჭიმვის გარეშე პლასტიკა“) და 7 რაციონალიზატორული წინადადების ავტორი, გავლილი აქვს სტაჟირება ავსტრიაში, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის ზოგადი ქირურგიის კათედრაზე, პროფესორი ერნსტ ბოდნერის ხელმძღვანელობით (1999). გამოგონებისთვის «Устройство для промывания гнойных полостей» ВДНХ-ზე დაჯილდოვებულია ВОИР (Всесоюзное Общество Изобретателей и Рационализаторов)-ის სამკერდე ნიშნით «Изобретатель СССР» და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საპატიო სიგელითა და ფულადი პრემიით. აქვს 35 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის სტაჟი ზოგადი ქირურგიის კათედრაზე. 20 წელია, რაც კითხულობს ზოგადი ქირურგიის ლექციათა სრულ კურსს ინგლისურად, უცხოენოვანი დეპარტამენტის სტუდენტთათვის, დღიდან ამ დეპარტამენტის დაარსებისა (1997), არის ავტორი სახელმძღვანელოსი „General Surgery“ (2004), რომელიც სპეციალურად მე-3 კურსელთათვისთვის არის ადაპტირებული. ქართული „ზოგადი ქირურგიის“ სახელმძღვანელოს თანაავტორი (2008, 2015), „სამხედრო სამედიცინო ცნობარის“ რედაქტორი (2007), „ჟურნალ საქართველოს ქირურგიის მაცნეს“ (2016) და „დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედიის“ (2011) რედკოლეგიების წევრი. ლექსებისა და ესეების კრებულების („ფიქრების მარხილი ოცნების ცხენებით“, „ნაკადული ხომ მდინარეს ერთვის“, „როგორ არ მეყო ერთი სიცოცხლე“) ავტორი და თსსუ ლექსების კრებულის „ჩვენც, ექიმები საქართველოსი“ (2010) თანაავტორი. როგორც პრაქტიკოსი ქირურგი, აქტიურად თანამშრომლობს სამედიცინო ცენტრ „იუნონასთან“. არის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საპატიო გამომგონებელ-რაციონალიზატორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ენტერალური ზონდური კვება ადრეულ პოსტ ოპერაციულ პერიოდში კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას“, დაიცვა 1985 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „საზარდულის თიაქარის მკურნალობის შედეგების გაუმჯობესების გზები“, დაიცვა 2006 წელს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- როგორ არ მეყო ერთი სიცოცხლე ანუ გაქცეული ჰორიზონტი: ფრაგმენტებით ოჯახური ალბომიდან, თბ., უნივერსალი, 2017, გვ. 134 ISBN 9789941260599
- ჩვენც, ექიმები საქართველოსი: თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის კურსდამთავრებულთა ლექსებისა და თარგმანების კრებული, ეძღვნება უნ-ტის 80 წლის იუბილეს, თბ., შპს „პოლიგრაფ+“, 2010, გვ. 100 ISBN 9789941027154
- ...ნაკადული ხომ მდინარეს ერთვის: ლექსები, ესსეები, თბ., უნივერსალი, 2010, გვ. 144 ISBN 9789941129261
- სამხედრო სამედიცინო ცნობარი, თბ., 2007, გვ. 155 ISBN 9789941000065
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 20