ზანდური
ზანდური — კილიანი ხორბლის უძველესი ქართული პოპულაცია. საქართველოს ენდემია. დღეისათვის ზანდურის პოპულაციის შემადგენლობაში დადგენილია პოლიპლოიდური რიგი: ჰექსაპლოიდური ჟუკოვსკის ხორბალი ანუ ზანდური Triticum zhukovskyi (2n=42), დიპლოიდური გვაწა ზანდური (2n=14; განეკუთვნბება კულტურულ ცალმარცვალას Triticum monococcum) და ტეტრაპლოიდური ჩელტა ზანდური Triticum timopheevii (2n=28).[1][2]
წარმოშობის კერაა რაჭა-ლეჩხუმი. ბიოლოგიურად მცენარე საგაზაფხულოა, მაგრამ თესენ შემოდგომით. ძნელად ეჯვარება სხვა სახეობებს. თავთავი მკვრივია, მარცვალი მსხვილი, კარგად იფქვება და ცხვება.
ზანდურს სასელექციო მასალად იყენებენ ბევრ ქვეყანაში იმუნური ჯიშებისა და ჰიბრიდული ხორბლის შესაქმნელად. დაცულია კოლექციებში, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ძვირფასი სასელექციო მასალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- სიხარულიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 481.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სადუნიშვილი თ., მაისაია ი., ბაცაცაშვილი ქ., სიხარულიძე შ., დარჩიძე თ., საქართველოს აგრარული კულტურა, თბ., 2021. — გვ. 34, ISBN 978-9941-8-3824-8.
- ↑ ფრუიძე ლ., მაისაია ი., სიხარულიძე შ., თავართქილაძე მ., პური ჩვენი არსობისა, წგნ. II, თბ.: პალიტრა L, 2016. — გვ. 32.