ვანელი (ჯავის მუნიციპალიტეტი)

სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში, საქართველო

ვანელი[3][4]სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში (ყოფ. სამხრეთ ოსეთის აო).

სოფელი
ვანელი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ჯავის მუნიციპალიტეტი
თემი ვანელი
კოორდინატები 42°27′49″ ჩ. გ. 44°03′40″ ა. გ. / 42.463750° ჩ. გ. 44.061139° ა. გ. / 42.463750; 44.061139
ცენტრის სიმაღლე 1340
სატელეფონო კოდი +995 347[1]
საფოსტო ინდექსი 7300[2]
ვანელი (ჯავის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ვანელი (ჯავის მუნიციპალიტეტი)
ვანელი (ჯავის მუნიციპალიტეტი) — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ვანელი (ჯავის მუნიციპალიტეტი)
ვანელი (ჯავის მუნიციპალიტეტი) — ჯავის რაიონი
ვანელი (ჯავის მუნიციპალიტეტი)

ვანელი მდებარეობს ჯავის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა მხარეს, ჯავა–როკის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 1340 მ-ზე, ჯავიდან 16 კმ-ში, ცხინვალიდან 40 კმ-ში.

XIX საუკუნის I ნახევარში სოფელი იყო ლიახვის ხეობის ოსების დასამორჩილებლად მოწყობილი რუსული სამხედრო ექსპედიციების (1823, 1830) მარშრუტის ერთ-ერთი პუნქტი.[5] XIX საუკუნის განმავლობაში და XX საუკუნის დასაწყისისთვისაც ვანელში ეწყობოდა პერიოდული ბაზრობები, სადაც სავაჭრო-გაცვლით საქმიანობისთვის იკრიბებოდნენ როგორც ოსური სოფლებიდან, ასევე ქართლის სხვა მხარეებიდან.[6]

1922 წლიდან ვანელი შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჯავის რაიონში. საბჭოთა პერიოდში იყო სასოფლო საბჭოს ცენტრი (სოფლები: ბაგიათა, ბაჯიგათა, ზემო კოშკა, თლია, ლიწი, როკათა, სამხრეთი ჩიფრანი, სიდანი, ქვემო ბაქართა, ქვემო კოშკა, ჩრდილო ჩიფრანი, წარითა). 1989 წლის აღწერით სოფელში იყო 37 მცხოვრები. ოლქის გაუქმების (1990) შემდეგ ჯავის მუნიციპალიტეტშია. 1990-იანი წლების დასაწყისიდან, ცხინვალის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის გამო, სოფელს საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

ვანელში დგას კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოების მიერ XIX საუკუნის ბოლოს აშენებული ეკლესია. სოფლის მიდამოებში შემორჩენილია ტრადიციული კოშკების ნანგრევები.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წლის აღწ. 37 - -

ლიტერატურა

რედაქტირება