ვანანდის სამეფო
ვანანდის სამეფო, იგივე ყარსის სამეფო — სომხური ფეოდალური სახელმწიფო (963-1064) ცენტრით ქალაქ ყარსში. სამეფო ძირითადად მოიცავდა ვანანდის ოლქს – სახელიც აქედანაა. იგი გამოიყო ანისის სამეფოსაგან, მაგრამ მასთან ვასალურ დამოკიდებულებაში იყო. სამეფოს მართავდნენ ბაგრატუნთა დინასტიის წარმომადგენლები. 963-984 წლებში სამეფოს მართავდა მუშეღი. მის დროს ვანანდის სამეფო ასრულებდა ანისის სამეფოს ფორპოსტის როლს ბიზანტიასთან ბრძოლაში. სამეფოს აყვავების ხანა იყო აბასის მეფობის წლები (984-1029). ამიერკავკასიაში თურქ-სელჩუკების შემოჭრის შედეგად, მეფე გაგიკმა, 1065 წელს სამეფო დაუთმო ბიზანტიელებს, რომლებიც ამ ტერიტორიას იყენებდნენ თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 630.