აშორნია
აშორნია (სომხ. Արշարունիք არშარუნიქ, აშორნექ), ისტორიული მხარე სომხეთში, აირარატის პროვინციის ერთ-ერთი თემი (გავარი). მდებარეობდა მდინარე ერლეხის (ახლანდელი არაქსის) მარცხენა მხარეზე, ქ. კაღზევანის ჩრდილოეთით. ქართულ წყაროებში იხსენიება იმ ომებთან დაკავშირებით, რომლებსაც ქართველი მეფეები აწარმოებდნენ მეზობელი სომხეთის ტერიტორიაზე. 1120 წელს დავით აღმაშენებელმა დალაშქრა აშორნია და გაანადგურა იქ მსხდომი თურქმანი ტომები; 1130-იან წლებში მას განაგებდა ქირქიშ (თირქაშჭ) აბულათისძე., შვილი ივანე აბულეთისძისა; 1156 წელს მეფე გიორგი III-მ აშორნიის ქალაქები წაართვა იქაურ მაჰმადიან მმართველებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965;
- ბერძენიშვილი დ., ქსე, ტ. 2, გვ. 68, თბ., 1977