ელბაქიანთკარი

(გადამისამართდა გვერდიდან ელბაქიანი)

ელბაქიანთკარი (ყოფ. ელბაქიანი) — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში (ზღუდრის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
ელბაქიანთკარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი ზღუდერი
კოორდინატები 41°56′32″ ჩ. გ. 43°44′13″ ა. გ. / 41.94222° ჩ. გ. 43.73694° ა. გ. / 41.94222; 43.73694
ცენტრის სიმაღლე 860
მოსახლეობა 68[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (82,4 %)
ოსები (17,6 %)[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ელბაქიანთკარი — საქართველო
ელბაქიანთკარი
ელბაქიანთკარი — შიდა ქართლი
ელბაქიანთკარი
ელბაქიანთკარი — ქარელის მუნიციპალიტეტი
ელბაქიანთკარი

მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ძამის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 860 მეტრზე, ქარელიდან 18 კმ-ის დაშორებით.

ელბაქიანთკარსა და მის შემოგარენში შემორჩენილია რამდენიმე ისტორიული ძეგლი. სოფლის შუაში დგას ძლიერ დაზიანებული გვიანდელი შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია. სოფლის სამხრეთით, 0,5 კმ-ზე, მდ. ორთუბნისწყლის აყოლებით, მთის ფერდობზე აღმართულია XVIII–XIX საუკუნეების იოანე მახარებლის ერთნავიანი ეკლესია, ასევე სამხრეთით, მდ. ძამის ხეობაში, მთის ფერდობზე, განვითარებული შუა საუკეების მაცხოვრის ერთნავიანი ეკლესია და გვიანდელი შუა საუკუნეების წმინდა გიორგის ერთნავიანი ეკლესია.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 68 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 116 57 59
2014[1]   68 39 29

ლიტერატურა

რედაქტირება