ელბაქიანთკარის იოანე მახარებლის ეკლესია
ელბაქიანთკარის იოანე მახარებლის ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტი სოფელ ელბაქიანთკარში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით 0,5 კილომეტრზე, მთის ფერდობზე. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (10,8 X 6 მ), ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშაქვის კვადრებით. შესასვლელი დასავლეთით და ჩრდილოეთითაა. დასავლეთ შესასვლელი გადახურულია ქვიშაქვის არქიტრავით, ჩრდილოეთისა — აგურის შეისრული თაღით. ეკლესიის ყოველ კედელში თითო სარკმელია. დარბაზის გრძივი კედლები და შეისრული კამარა დანაწევრებულია წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი გათლილი ქვიშაქვით ნაშენი შეისრული საბჯენი თაღით. აფსიდის მხრებთან შემორჩენილია ქვითა და აგურით ნაგები კანკელის ფრაგმენტები.
დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის თავზე სწორკუთხა სარკმელი ერთ დიდი ზომის ქვიშაქვის ქვაშია ამოკვეთილი. ლავგარდანი თაროსებრია, სახურავი ორფერდა. ეკლესია გადახურულია კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 370.