ევროპის რელიგიური ომები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ევროპის რელიგიური ომები, ასევე ცნობილი როგორც „რეფორმაციის ორმები“ (და „ანტი-რეფორმაცია“) — ცენტრალურ, დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში პროტესტანტული რეფორმაციის გავრცელების შემდეგ, არსებული დაპირისპირების შედეგად, მომხდარი მთელი რიგი ომების ერთობლიობა.

თეთრი მთის ბრძოლა, ბოჰემია (1620) — ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა ოცდაათიანიწლიან ომში.

განმარტებები და აზრთა სხვადასხვაობა

რედაქტირება

1517 წელს, იმპერატორი კარლ V-ის და პაპის წინააღმდეგობის მიუხედავად, მარტინ ლუთერის 95 თეზისი სტამბის მეშვეობით ორ თვეში მთელს ევროპას მოედო. 1521 წელს, ლუთერი რომის კათოლიკური ეკლესიიდან განკვეთეს, რამაც დასავლეთ ქრისტიანული სამყაროში განხეთქილება გამოიწვია, რომაულ კათოლიკურ ეკლესიასა და ლუთერანებს შორის, ამ მოვლენამ გზა გაუხსნა სხვა პროტესტანტულ მოძრაობებსაც, რომლებიც ასევე ეწინააღმდეგებოდნენ პაპის ძალაუფლებას.

მიუხედავად იმისა, რომ ომი 1648 წელს ვესტფალიის ზავით დასრულდა, რელიგიური კონფლიქტები მთელს ევროპაში მინიმუმ 1710-იან წლებამდე გაგრძელდა. ეს მოიცავდა „სავოი-ვალდესურ ომებს“ (1655–1690), „ცხრა წლიან ომებს“ (1688–1697, მოიცავდა „სახელოვანი რევოლუციას“ და „ორი მეფის ომებს“ ირლანდიაში) და ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის (1701–1714). ითვლება თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი ომები ევროპის რელიგიურ ომების ნაწილად, დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვმარტავთ „რელიგიურ ომებს“ და თუ რამდენად შეიძლება ეს ომები ჩაითვალოს ევროპულად (ე.ი. საერთაშორისო ვიდრე საშინაო).

ომების რელიგიური ბუნება კამათის საგანია და განსხვავდებოდა სხვადასხვა ფაქტორებით, როგორიცაა; ეროვნული, დინასტიური (ომები ხშირად მემკვიდრეობითობის საბაბით იწყებოდა) და ფინანსური ინტერესები. ისტორიკოსების ერთი ნაწილი აღნიშნავს, რომ ზოგიერთ ომს არ გააჩნდა რელიგიური ელემენტი, ასეთია იტალიური ომები (1494–1559, მოიცავდა მხოლოდ კათოლიკებს) და ჩრდილოეთის შვიდწლიანი ომები (1563–1570, მოიცავდა მხოლოდ ლუთერანებს). სხვები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ არსებობდა რელიგიათაშორისი კავშირები, მაგალითად საქსონიის ჰერცოგი მაურისი, 1547 წელს, მხარს უჭერდა კათოლიკ იმპერატორ ჩარლზ V-ეს შმალკალდენის ომებში, რათა საქსონიის კურფიურსტი გამხდარიყო ნაცვლად მისი ლუთერანელი ნათესავისა, ხოლო საფრანგეთის კათოლიკე მეფე ჰენრი II, 1552 წელს, მეორე შმალკალდენურ ომებში მხარს უჭერდა ლუთერანებს, რათა შეენარჩუნებინა ლოთარინგია. ენციკლოპედია ბრიტანიკას თანახმად ომების მიზეზი კონფესიური უსაფრთხოების და პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვება იყო.

  • ჰუსიტური ომები (1419–1434) – ბოჰემია
  • კონფლიკტები რომლებიც რეფორმაციის გავრცელებას ეხებოდა (1520-1540):
  • საფრანგეთის რელიგიური ომები (1562–1598) – საფრანგეთი
  • ნიდერლანდების რევოლუცია (1568-1648) – ქვემო ქვეყნები 
  • კიოლნის ომი (1583–1588) – კიოლნის საკურფიურსტო
  • სტრასბურგის ეპისკოპოსთა ომი (1592–1604) – სტრასბურგის სამთავრო-საეპისკოპოსო
  • ომი სიგიზმუნდის წინააღმდეგ (1598–1599) – პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა
  • იულიჩის მემკვიდრეობის ომი (1609–10, 1614) – იულიჩ-კლევე-ბერგის გაერთიანებული საჰერცოგო
  • ოცდაათწლიანი ომი – საღვთო რომის იმპერია, მათ შორის ჰაბსბურგთა მონარქია, ბოჰემია, საფრანგეთი, დანია და შვედეთი
    • ბოჰემიის აჯანყება (1618–1620) – ბოჰემიის პროტესტანტულ დიდებულებასა და მათ კათოლიკე ჰაბსბურგ მეფეს შორის.
    • ჰესიანის ომი (1567–1648) – ჰესე-დარმსტადტი (კათოლიკური ლიგის წევრი) და კალვინისტური ჰესენ-კასელის ლანდგრავიატი (პროტესტანტთა კავშირის წევრი)
  • ჰუგენოტის აჯანყებები (1621–1629)
  • ომები სამ სამეფოში (1639–1651) – ინგლისი, შოტლანდია და ირლანდია
  • პოსტ-ვესტფალიური ომები;
    • სავოი-ვალდესური ომები (1655–1690) – სავოიის საჰერცოგო
    • ვილმერგენის პირველი ომი – შვეიცარიის კონფედერაცია
    • მეორე ინგლის-ჰოლანდიის ომი (1665–1667) – ინგლისსა და ჰოლანდიის რესპუბლიკას შორის
    • პფალცური მემკვიდრეობა (1688–1697)
      • სახელოვანი რევოლუცია (1688–1689)
      • ორი მეფის ომები ირლანდიაში (1688–1691)
      • იაკობიტების აჯანყება
    • ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის (1701–1714)
    • „War in the Cevennes“ (1702–1710)
    • ტოგენგენბურგის ომი (1712) – შვეიცარიის კონფედერაცია
 

საღვთო რომის იმპერია

რედაქტირება
 
საღვთო რომის იმპერია, რომელიც თანამედროვე პოლიტიკურ რუკაზე არის გამოსახული.

საღვთო რომის იმპერიის დაახლოებითი საზღვარი დღევანდელი გერმანიის და მის მოსაზღვრე ქვეყნების ტერიტორიებს მოიცავდა. იმპერია წარმოადგენდა ნახევრად დამოუკიდებელ სახელმწიფოების ერთობლიობას, რომელსაც არჩევითი საღვთო რომის იმპერატორი მართავდა; XIV საუკუნეებში ეს ტიტული ძირითადად ჰაბსბურგების საგვარეულოს ეკავა. ჰაბსბურგთა მონარქიის დინასტია ერთ-ერთ გავლენიან ევროპულ ძალას წარმოადგენდა, რომელიც დაახლოებით რვა მილიონამდე ადამიანს და დაახლოებით, დღევანდელი გერმანიის, ავსტრიის, ბოჰემიის (ჩეხეთი) და უნგრეთის ტერიტორიებს მოიცავდა. იმპერია ასევე მოიცავდა რეგიონალურ ძალებს, როგორებიც იყო ბავარია, საქსონიის საკურფიურსტო, ბრანდერბურგის საკურფიურსტო, პფალცის საკურფიურსტო, ჰესენის ლანდსაგრაფო, ვიურტემბერგი, ასევე დიდი რაოდენობით დამოუკიდებელი საგრაფოები, თავისუფალი ქალაქები, მონასტრები და საეპისკოპოსოები, რომელიც საერთო ჯამში საღვთო რომის იმპერიის ერთიან სტრუქტურას წარმოადგენდა. 

1519 წელს, ვიტენბერგში ჩამოყალიბებულმა ლუთერანიზმა, ფეხი მოიკიდა გერმანიისა და ყოფილ ჰუსიტურ ბოჰემიის ტერიტორიაზე. მარტინ ლუთერის ქადაგებამ და მისმა მრავალრიცხოვანმა მიმდევრებმა, დაძაბულობა მთელი ევროპის ტერიტორიაზეც გაავრცელეს.

ჩრდილოეთ გერმანიაში, ლუთერს ადგილობრივი გრაფებისგან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. ფრიდრიხ III, ფილიპე I და სხვა ჩრდილოელი გერმანელი გრაფები, არა მხოლოდ ლუთერის უსაფრთხოებას იცავდნენ, საღვთო რომის იმპერატორის, კარლ V-ის შურისძიებისგან, არამედ ისინი თავიანთ სამფლობელოებშიც ხელს უწყობდნენ ლუთერანული სწავლებების გავრცელებას. იქ სადაც ლუთერანობა გავრცელდა, ეკლესიებს ქონება ჩამოერთვა, რაც იმპერიის ფარგლებში და მის გარეთ პოლიტიკურ კონფლიკტებს უფრო აჩქარებდა.

რადიკალები

რედაქტირება

ოცდაათწლიანი ომის ძირითადი შედეგი, სადაც დაქირავებული ჯარი ფართოდ გამოიყენებოდა, რეგიონების ძარცვა და განადგურება იყო. მასიურმა შიმშილმა და დაავადებებმა, მნიშვნელოვნად დააზარალა ქვეყნის მოსახლეობა გერმანულ ქვეყნებში, ყველაზე ნაკლებად იტალია და ქვემო ქვეყნები დაზარალდა, ხოლო ქვეყნები რომლებიც ომში იყვნენ ჩაბმული გაკოტრდნენ. ომი ვესტფლიის სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა.

პირველი ფართომასშტაბიანი ძალადობა, პირველად ლუთერის ყველაზე რადიკალურმა მიმდევრებმა ჩაიდინეს, მათ სურდათ ის რეფორმები, რაც ეკლესიაში გაატარეს, უკვე მთელ საზოგადოების რეფორმაციასაც შეხებოდა. ეს იყო იდეა, რომლის განხორციელება ლუთერის მხარდაჭერი ფეოდალების მიზნებში არ იყო. 1524-1525 წლის, გერმანიის გლეხთა ომი, სწორედ რადიკალური რეფორმების შედეგად დაიწყო. ეს იყო რიგი ეკონომიკური და რელიგიური საფუძვლის მქონე აჯანყებები, რომელმაც საზოგადოების თითქმის ყველა ფენა: გლეხების, მოქალაქეების და დიდებულების ჩათვლით, ყველა მოიცვა. კონფლიკტი ძირითადად დღევანდელი გერმანიის სამხრეთ, დასავლეთ და ცენტრალური ტერიტორიები მოიცვა, ის ასევე თანამედროვე შვეიცარიის და ავსტრიის ტერიტორიებსაც შეეხო. 1525 წლისთვის, აჯანყებამ უკვე 300.000 გლეხი მოიცვა. თანამედროვე შეფასებებით, ბრძოლაში დაახლოებით 100.000 ადამიანი დაიღუპა. ეს იყო, 1789 წელს მომხდარი საფრანგეთის რევოლუციამდე, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სისხლისმღვრელი აჯანყება.

რევოლუციური იდეების გატარებისთვის, რადიკალური რეფორმატორები, მათ შორის როგორიც იყო ტომას მიუნცერი, იძულებული გახდა, 1520 წლისთვის, დაეტოვებინა ჩრდილოეთ გერმანიაში მდეაბრე ლუთერანული ქალაქები. მათ რევოლუციური პოლიტიკური და რელიგიური იდეები ბოჰემიის, სამხრეთ გერმანიის და შვეიცარიის გარეთაც გაავრცელეს. მჩაგვრელი ფეოდალების წინააღმდეგ, გლეხთა აჯანყებამ რეგულარული სახე მიიღო, მათ მიზანს იდეალური ქრისტიანული თანამეგობრობის შექმნა წაროადგენდა. 1525 წლის, 15 მაისს, ფრანკენჰაუზენის ბრძოლაში, თომას მიუნცერი და მისი ათასობით მიმდევარი სიკვდილით დასაჯეს. მარტინ ლუთერმა უარყო მეამბოხეების შემოთავაზება და ფეოდალებს აჯანყებების ჩახშობის უფლება დაუტოვა. რამაც უამრავი გერმანელი გლეხის უკმაყოფილება გამოიწვია და მათმა უმრავლესობამ ლუთერანული სწავლება უარყვეს.

ომის პერიოდში გერმანიის მოსახლეობა 30%-ით შემცირდა, ბრანდერბურგის ტერიტორიაზე დანაკარგები მოსახლეობის ნახევარს წარმოადეგნდა, თუმცა სხვაგან მონაცემები ორი მესამედსაც აღწევდა. მხოლოდ შვედეთის არმიამ,  2.000 ციხესიმაგრე, 18.000 სოფელი და 1.500 ქალაქი გაანადგურა, რაც გერმანული ქალაქების ერთ მესამედს წარმოადგენდა. დიდი ზარალი განიცადა მონასტრებმა, ეკლესიებმა და სხვა რელიგიურმა ინსტიტუტებმაც. ომი კატასტროფული აღმოჩნდა გერმანული საღვთო რომის იმპერიისთვის. გერმანიამ დაკარგა ტერიტორიები და ის ასობით ნახევრად-დამოუკიდებელ ქვეყნებად დაიშალა. ნიდერლანდებმა და შვეიცარიამ, კი მოახერხა დამოუკიდებლობის მიღება. სამშვიდობო ხელშეკრულების მიღებამ, დაადასტურა გერმანიის ლუთერანულ, კალვინისტურ და კათოლიკურ მხარეებად დაყოფა.

1524-25 წლებში მიმდიანრე გლეხთა ომის შემდეგ მეორე მცდელობა თეოკრატიის დამყარების, 1532–1535 წელს ვესტფალიის ქალაქ მიუნსტერში განხორციელდა. გამოჩენილმა მოქალაქეებმა, როგორებიც იყო ლუთერანი ღვთისმსახურები: ბერნარდ როთმენი, ჟან მატისი და იოან ლეიდენი 1524 წელს, დიდი სირთულეების გარეშე ქალაქი მიუნსტერი დაიკავეს, რომელსაც მატისი „ახალ იერუსალიმად“ მოიხსენიებდა. მათ არა მხოლოდ ქალაქის შენარჩუნებისთვის მზადება, არამედ მსოფლიოს დაპყრობაც ჰქონდათ განზრახული.

იან ლეიდენი, რომელიც თავს დავით წინასწარმეტყველის მემკვიდრედ ასაღებდა, მეფედ გამოცხადდა. მან პოლიგამია დააკანონა და 16 ცოლი შეირთო, რომელთაგან ერთ-ერთს თავი მოჰკვეთა. ძლიერი წინააღმდეგობის შემდეგ, ქალაქი 1545 წლის, 25 ივნისში მოწინააღმდეგეებმა აიღეს და ლეიდენი და მისი გამოჩენილი მომხრეები სიკვდილით დასაჯეს.

შმალკალდენის ომები

რედაქტირება
 

1530 წელს, აუგსბურგის სეიმის დასრულების შემდეგ, იმპერატორმა 1531 წლის, 15 აპრილამდე მიღებული ყველა რელიგიური რეფორმების გაუქმება მოითხოვა. საპასუხოდ ლუთერანი მთავრები, რომლებსაც პროტესტანტული მრწამსი თავიანთ სამფლობელოებში ჰქონდათ დაკანონებული, 1530 წლის დეკემბრისთვის შმალკალდენში შეიკრიბნენ. მათ ერთიანად გადაწყვიტეს შმალკალდენის კავშირის შექმნა. კავშირს თავდაცვითი ხასიათი უნდა ეტარებინა და მას თითოეული წევრი საიმპერატორო ქმედებებისგან უნდა დაეცვა. ყოველი წევრი ქვეყანა ვალდებული იყო 10 000 ქვეითი და 2 000 მხედარი გამოეყვანა. 1532 წელს, იმპერატორი ახალი კავშირის შექმნაში, დიდ საშიშროებას ხედავდა და დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად, გენერალური საეკლესიო საბჭოს მოწვევამდე, ნიუნბერგის ზავი მოითხოვა, რომლის თანახმადაც პროტესტანტული ქვეყნების წინააღმდეგ, ყოველგვარი დაპირისპირება დროებით უნდა შეწყვეტილიყო. მშვიდობა ათწლეულები გაგრძელდა, თუმცა ეს იყო პერიოდი, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროტესტანტიზმი საფუძვლიანად დამკვიდრდა და ის უკვე სხვაგანაც ვრცელდებოდა.

მშვიდობის პერიოდი საბოლოოდ 1546 და 1547 წლებში, მომხდარი შმალკალდენის ომის შედეგად დასრულდა, რომელიც კარლ V-ის ძალებსა და შმალკალდენის კავშირს შორის წარიმართა. კონფლიქტი კათოლიკების უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა იმპერატორმა აუგსბურგის დროებით შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელსაც გენერალური საეკლესიო კრების ჩატარებამდე უნდა ემოქმედა. დროებითი სტატუს-კვო მეორე მხარეებს უფლებას აძლევდა ოდნავ შეცვლილი მრწამსის ქადაგებას. თუმცა პროტესტანტებმა უარი განაცხადეს დროებით ზავზე, რითიც 1552 წელს, საფუძველი დაედო მეორე შმალკალდენის ომს.

1555 წელს, ძალაში შევიდა აუგსბურგის ზავი, როემლსაც საღვთო რომის იმპერატორმა, კარლ V-მ მოაწერა ხელი, ზავის შედეგად დასრულდა ყოველგვარი დაპირისპირება ლუთერან და კატოლიკე გერმანელებს შორის. იგი აცხადებს, რომ: 

  • 225-მდე გერმანელ მთავარს შეეძლო აერჩია ლუთერანობა ან კათოლიციზმი, როგორც თავიანთი სამფლობელოს ოფიციალური მრწამსი. ყოველი მოქალაქე ვალდებული იყო მიიეღო, საკუთარი მმართველის რელიგია. 
  • ლუთერანებს, რომლებიც ცხოვრობენ თეოკრატიული მართველობის ქვეშ, უფლება ეძლევათ შეინარჩუნონ საკუთარი მრწამსი. 
  • ლუთერანებს შეუძლიათ შეინარჩუნონმ ტერიტორიები, რომლებიც მათ 1552 წლის პასაუს მშვიდობის ხელშეკრულებით გადაეცათ.
  • კათოლიკი, რელიგიურ ლიდერებს, რომელებიც გადავიდა ლუთერანულ მრწამსზე, ვალდებული იყვნენ დაეთმოთ თავიანთი ტერიტორია.

რელიგიური დაძაბულობა XVI საუკუნის მეორე ნახევრამდე გრძელდებოდა. თეოკრატიული მართველები, რომლებიც პროტესტანტიზმზე გადადიოდნენ, უარს აცხადებდნენ ტერიტორიის გადაცემაზე. დაძაბულობა აშკარად 1582-83 წელს, მომხდარი კიოლნის ომით გამოაშკარავდა, კონფლიკტი რომელიც ქალაქის მმართველი-მთავარეპისკოპოსის კალვინიზმზე გადასვლამ გამოიწვია. რელიგიურმა დაძაბულობამ ასევე თავი იჩინა გერმანულ თავისუფალ ქალაქ დონაუვერთში, როდესაც ლუთერანმა მოსახლეობამ კათილიკებს რელიგიური მსვლელობა აუკრძალა, რაც 1606 წელს, კათოლიკების მიერ მოწყობილ ბუნტამდე გადაიზარდა. ამ მოვლენის საპასუხოდ ბავარიის ჰერცოგმა მაქსიმილიან I კათოლიკების მხარდასაჭერად ინტერვერცია განახორციელა.

XVI საუკუნის ბოლომდე, რაინში და სამხრეთ გერმანიის დიდ ნაწილიში ისევ კათოლიკური უმრავლესობა აღინიშნებოდა, ხოლო ჩრდილოეთში ლუთერანები და დასავლეთსა და ცენტრალურ გერმანიაში კი კალვინისტები დომინირებდნენ. 1608 წელს, პროტესტანტული უნია ჩამოყალიბდა.

ოცდაათწლიანი ომი

რედაქტირება
 
„დიდი უბედურების ომი“ შესრულებულია კალო ჟაკის მიერ, 1632

1617 წლისთვის გერმანია ძალიან დანაწევრებული იყო და ის რეალური საშიშროების წინაშე დადგა, რადგან საღვთო რომის იმპერატორს, ბოჰემიის მეფე მატიას, მემკვიდრე აღარ ჰყავდა. მისი მიწა კი სავარაუდოდ სტირიის ჰერცოგ ფერდინანდს უნდა გადაეცემოდა. ფერდინანდი იეზუიტების მიერ იყო აღზრდილი და ის კათოლიკესებისადმი ერთგულებით გამოირჩეოდა. ჰუსიტური ბოჰემიის მიერ პრინც ფერდინანდის მემკვიდრედ უარყოფამ და 1618 წელს, მისი წარმომადგენლების პრაღაში, ფანჯრიდან გადმოყარამ ოცდაათწლიანი ომი გამოიწვია.

ოცდაათწლიანი ომი, დღევანდელი გერმანიის ტერიტორიაზე, 1618 წლიდან 1648 წლამდე მიმდინარეობდა, სადაც იმდროინდელი ევროპის თითქმის ყველა ძალები ჩაერთო. საღვთო რომის იმპერიაში კათოლიკებსა და პროტესტანტების კონფლიკტი, უკვე მთელ ევროპას მოედო, რომელიც რეალურად  რელიგიურ ხასიათს არ ატარებდა. ომმა საფრანგეთის და ჰაბსბურგების დაპისრიპირება უფრო გაამწვავა, რომაც საბოლოოდ საფრანგეთსა და ესპანეთს შორის ომი გამოიწვია. შვედეთის და დანიის პროტესტანტების მხარეს ჩაბმამ ომი უფრო გაახანგრძლივა. იმის შიშით რომ ჰაბსბურგებს წარმატებისთვის არ მიეღწიათ, კათოლიკური საფრანგეთი ომში პროტესტანტების მხარეს ჩაება. ომი ვესტფლიის სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა.

 
1631 წელი, „მაგდებურგის ძარცვა“, 30.000 მოქალაქიდან, ომს მხოლოდ 5.000 გადაურჩა.

ოცდაათწლიანი ომის ძირითადი შედეგი, სადაც დაქირავებული ჯარი ფართოდ გამოიყენებოდა, რეგიონების ძარცვა და განადგურება იყო. მასიურმა შიმშილმა და დაავადებებმა, მნიშვნელოვნად დააზარალა ქვეყნის მოსახლეობა გერმანულ ქვეყნებში, ყველაზე ნაკლებად იტალია და ქვემო ქვეყნები დაზარალდა, ხოლო ქვეყნები რომლებიც ომში იყვნენ ჩაბმული გაკოტრდნენ. ომი ვესტფლიის სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა.

ომის პერიოდში გერმანიის მოსახლეობა 30%-ით შემცირდა, ბრანდერბურგის ტერიტორიაზე დანაკარგები მოსახლეობის ნახევარს წარმოადეგნდა, თუმცა სხვაგან მონაცემები ორი მესამედსაც აღწევდა. მხოლოდ შვედეთის არმიამ,  2.000 ციხესიმაგრე, 18.000 სოფელი და 1.500 ქალაქი გაანადგურა, რაც გერმანული ქალაქების ერთ მესამედს წარმოადგენდა. დიდი ზარალი განიცადა მონასტრებმა, ეკლესიებმა და სხვა რელიგიურმა ინსტიტუტებმაც. ომი კატასტროფული აღმოჩნდა გერმანული საღვთო რომის იმპერიისთვის. გერმანიამ დაკარგა ტერიტორიები და ის ასობით ნახევრად-დამოუკიდებელ ქვეყნებად დაიშალა. ნიდერლანდებმა და შვეიცარიამ, კი მოახერხა დამოუკიდებლობის მიღება. სამშვიდობო ხელშეკრულების მიღებამ, დაადასტურა გერმანიის ლუთერანულ, კალვინისტურ და კათოლიკურ მხარეებად დაყოფა.

ქვემო ქვეყნები

რედაქტირება

ქვემო ქვეყნებს რელიგიური კონფლიკტების განსაკუთრებული ისტორია აქვს, რომელიც 1530 წლიანი კალვინისტური რეფორმაციისგან იღებს სათავეს. ეს კონფლიკტი გახდა ცნობილი როგორც ჰოლანდიის რევოლუცია ან ოთხმოცწლიანი ომი. მთელი ნიდერლანდების მემოკვიდრეობით მიღების შემდეგ, ნიდერლანდები ესპანეთის მეფის მმართველობის ქვეშ მოექცა. სამხრეთ ნიდერლანდების მდიდარ სავაჭრო ქალაქებში კალვინიზმის გავრცელების შემდეგ, ანტიკათოლიკურმა პროტესტებმა უფრო და უფრო ხშირი ხასიათი მიიღო. 1566 წელს, 400 წევრიანმა ლიგამ, რომლის წევრებს გავლენიანი ფეოდალები წარმოადგენდნენ, უკმაყოფილება გამოაცხადეს ესპანელების მართველობით და მათ მარგარეთ პარმასთან, გაგზავნეს პეტიცია რომ კალვინისტების დევნა შეჩერებულიყო.

 
ხატმებრძოლეობა: 1566 წელი, კატოლიკური ხატების განადგურება, რომელიც მთელ ჰოლანდიას მოდო.

1566 წლის, აგვისტოს დასაწყისში, ფლანდრიის ონდსკოტის ეკლესიაში შეიჭრა პროტესტანტების ბრბო. მსგავსი სიტუაცია განმეორდა ჩრდილოეთ ნიდერლადნებშიც, ეს მოვლენა „ბილდენსტორმის“ სახელით იყო ცნობილი, რაც კალვინისტების მიერ ორგანიზირებული, მასიური ხატმებრძოლეობრივი მოძრაობა იყო. ისინი თავს ესხმოდნენ ეკლესიებს და სხვა რელიგიურ ნაგებობებს და ანადგურებდნენ ნიდერლანდებში არსებულ მონუმენტებსა და სურათებს. კალვინისტების აზრით, ეს ქანდაკებები წარმოადგენენ კერპებს. ადგილობრივი მმართველები თავს არიდებდნენ მსგავს ქმედებებში მონაწილეობისგან. ხატმებრძოლეობამ ფეოდალები ორ ნაწილად დაყო, ვილჰემლ ორანელისა და სხვა დიდგვაროვნები რომლებიც მხარს უჭერდნენ ხატმებრძოლეობას.

1568 წლისთვის, ვილჰემლი ბრიუსელიდან ჰერცოგი ალბის გადაყენებას ცდილობდა. პროტესტანტებს სურდათ ნიდერლანდები ოთხი სხვადასხვა მიმართულებით დაეკავათ, ვილჰემლის ძმები გერმანიიდან და ფრანგი ჰუგენოტები კი სამხრეთიდან უნდა შეჭრილიყვნენ. 1568 წლის, 23 აპრილს, რურმონდის მახლობლად, გაიმართა დაილჰაიმის ბრძოლა, სადაც ესპანეთმა გაიმარჯვა, 1568 წლის 23 მაისს, კი ჰეილიგერლეს ბრძოლა სადაც აჯანყებულებმა გაიმარჯვეს. მაგრამ აჯანყებულების წინააღმდეგობა ცუდად წარიმართა მომავალში, რადგან ვილჰემლს ფული გამოელია, ხოლო მისი მოკავშირეები ალბის მიერ იყვნენ განადგურებული.

ქვემო ქვეყნებში კათოლიციზმის შენარჩუნებას, ესპანეთს ხმელთაშუაზღვაში ოსლამებთან დაპირისპირებამ შეუშალა ხელი. მიუხედავად ამისა, 1570 წლისთვის ესპანეთმა თითქმის მთლიანად გაანადგურა აჯანყებულები, თუმცა 1572 წლის, აპრილისთვის კალვინისტმა ჰოლანდიელებმა, რომლებიც ცნობილი იყვნენ როგორც "ზღვის მათხოვრები", მოულოდნელად დაიაკვეს დაუცველი ქალაქი ბრილი. ჰოლანდიის და ზელანდიის მნიშნელოვანმა ქალაქებმა ერთგულება გამოუცხადეს აჯანყებულებს. ნიდერლანდებში 20.000 ჯარით შესვლით და ფრანგი ჰუგენუტების მხარდაჭერით, ვილჰელმ ორანელი აჯანყებულების ლიდერად გამოცხადდა. 

 
„ესპანეთის რისხვა“ - ზიუტფენთან, 1572.

ახალმა აჯანყებამ ჰოლანდიელებს შორის უთანხმოება გამოიწვია. ერთ მხარეს იყო შეიარაღებული კალვინისტები, რომლებსაც სურთად კათლიკე მეფე ფილიპ II-ის წინააღმდეგ ომის გაგრძელება და დანარჩენი ჰოლანდიელი მოსახლეობის კალვინიზმზე გადაყვანა. მეორე მხარეს კი იყო კათოლიკე უმცირესობა ვისაც სურდა ერთგულები დარჩენილიყვნენ ესპანეთის მიერ მხარდაჭერილ მთავრობის მიმართ. მათ შორის კი იყვნენ უმრავლესობა კათოლიკური მრწამსის მქონე მოსახლეობა, რომელსაც არ ჰქონდა განსაკუთრებული მიზანი, მაგრამ იზიარებდნენ იმ მოსაზრებას, რომ ჰოლანდიური პრივილეგიები აღდგენილიყო და ესპანური ჯარი განედევნათ ქვეყნიდან. 1573 წელს, ალბა ლუის რეკესენსით ჩაანაცვლეს, რომელმაც ჯარში გარკვეული რეორგანიზაცია მოახდინა. თუმცა დაქირავებულებისთვის ფულის გადახუხდელობამ, ჯარი პერიოდულმა აჯანყებებმა მოიცვა, ხოლო 1576 წელს, მათ ანტვერპენი გაძარცვეს, რასაც 8.000 მოქალაქე შეეწირა. ე.წ. „ესპანურმა რისხვამ“ ჩვიდმეტი პროვინციის ერთიანობა განამტკიცა. ვილჰელმ ორანელმა მოახერხა ნიდერლანდებში ანარქიისთვის ბოლო მოეღო და ფართო კონტროლი დაემყარებინა პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე.

1579 წელს, კალვინისტების მიერ ოუდენარდის, კორტრიკის, ბრიუგეს და ლეპერის დაკავებამ, ასევე ჩრდილოელ კალვინისტების მიერ აგრესიულმა ქმედებებმა, რამდენიმე სამხრეთ ნიდერლანდიურმა პროვინციებმა არასის კავშირი ჩამოაყალიბეს და მათ ერთგულება ესპანეთის მეფეს გამოუცხადეს. საპასუხოდ, 1579 წლის, 23 იანვარს, ვილჰელმის მეთაურობით, ჰოლანდიის, ზელანდიის, უტრეხტის, გელდერნის და გრონინგენის პროვინციებმა უტრეხტის კავშირი ჩამოაყალიბეს. ზოგიერთი სამხრეთ ქალაქები, როგორებიც იყო ბრიუგე, გენტი, ბრიუსელი და ანტვერპენი ჩრდილოეთის კავშირში გაწევრიანდნენ. ეფეკტიური 17 პროვინცია უკვე ორად დაყოფილ, დაპირისპირებულ ქვეყნებად გადაიქცნენ.

მომდევნო წლების განმავლობაში, ახალმა ესპანელმა გამგებელმა ალექსანდე პარმელმა დაიკავა ფლანდრიის და ბრაბანტის მნიშვნელოვანი ნაწილი. უმრავლესობა ქალაქებში ისევ აღდგა კათოლიკური რელიგია. 1585 წელს, ანტვერპენიც მის ხელში გადავიდა, რამაც ნახევარი მოსახლეობის ჩრდილოეთში მიგრაცია გამოიწვია.

 
ეს სურათი ასახავს, რელიგიური ემების მიერ, ჰოლანდიის პროვინციების განადგურებას.

ნიდერლანდები დაყოფილი იყო, ჩრდილოეთის დამოუკიდებელ ნაწილად და სამხრეთის ესპანეთის კონტროლის ქვეშ არსებულ პროვიციებად. კალვინისტი სეპარატისტების შეუწყვეტელმა ბატონობამ, ჩრდილოეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის კალვინიზმზე გადასვლა გამოიწვია. სამხრეთი, ესპანეთის მართველობის ქვეშ, კათოლიკების დასაყრდენს წარმოადგენდა; მცირე ხნიანი მშვიდობა დასრულდა, ომი 1622 წელს განახლდა, მაგრამ ის 1648 წლის 30 იანვარს, მიუნსტერის ზავით დასრულდა. ეს შეთანხმება, ევროპის მასშტაბით ვესტფალიის ზავის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც ოცდაათწლიანი ომის დასარულს წარმოადგენდა.

შვეიცარიის კონფედერაცია

რედაქტირება

1529 წელს, ულრიხ ცვინგლის მეთაურობით, ზიურიხის კანტონის პროტესტანტებმა, სხვა პროტესტანტების კანტონებთან ერთად, როგორებიც იყო კონსტანცასა და სტრასბურგი, გადაწყვიტეს პროტესტანტული კავშირის გამყარება. საპასუხოდ კათოლიკურმა კანტონებმა, ავსტრიის მართველ ფერდინანდ I-თან ჩამოაყალიბეს კავშირი.

რამოდნეიმე მცირე ინციდენტების შემდეგ, ორივე მხრიდან გაჩენილმა პროვოკაციებმა, 1528 წლის, მაისში, კათოლიკე მღვდლის სიკვდილით დასჯა გამოიწვია, ხოლო, 1529 წელს, ამ მოვლენას პროტესტანტი ღვთისმსახურის კოცონზე დაწვა მოჰყვა. ომის დაწყების საბაბად კი ბადენში და ზურიხში კითოლიკე მართველის  დასმა იყო. პროტესტანტებმა დაიკავეს წმინდა გალის სააბატო და კაპელისაგენ დაიძრნენ. ომის თავიდან აცილება სამშვიდობო ხელშეკრულებით მოხდა, რომელიც არ იყო ხელსაყრელი კათოლიკური მხარისთვის, მოგვიანებით მათ კავშირი გაწყვიტეს ავსტრიის ჰაბსბურგებთან. კონფლიკტი კვლავ აქტუალობას არ კარგავდა, რამაც მომდევნო წლებში მეორე კაპელის ომი გამოიწვია.

1531 წლის, 11 ოქტომბერს, კაპელეს ბრძოლაში კათოლიკურმა კანტონებმა საბოლოოდ დამარცხა ციურიხის ძალები. ციურიხის ჯარებს გარკვეული მხარდაჭერა ჰქონდათ პროტესტანტული კანტონებისაგან, ულრიხ ცვინგლი, ოცდაოთხ ღვთისმსახურთან ერთად ბრძოლაში დაიღუპა.

 
კაპელის მეორე ბრძოლა, ცვინგლის მხარდაჭერების დამარცხება და მისი მკვლელობა.

დამარცხების შემდეგ, ციურიხის ძალები გადაჯგუფდა და ზიუგერბერგის აღება ცადეს, ხოლო მათი ნაწილი, მანცინგენში, გუბელის გორაზე დაბანაკდა. კათოლიკებმა შეძლეს დაბანაკებული ციურიხის ჯარის განადგურება და მათი დემორალიზება. ციურიხის ჯარები იძულებული გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ, და მათ კათოლიკების სასარგებლოდ მშვიდობის ხელშეკრულების დადება აიძულეს. შვეიცარია დახლართულ პროტესტანტულ და კათოლიკურ კანტონებად დაიყო.

1656 წელს, დაძაბულობა კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის ისევ განახლდა, რამაც გამოიწვია ვილმერგენის ომი. კათოლიკებმა შეძლეს გამარჯვება და პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება.

საფრანგეთი

რედაქტირება

1532 წელს, მეფე ფრანსუა I, და მეფე ანრი II პოლიტიკურად და სამხედრო დახმარებით, ჰაბსბურგების წინააღმდეგ მხარს უჭერდა პროტესტანტ გერმანელ მთავრებს. თუმცა ორივე მეფე ეწინააღმდეგებოდა ლუთერანული მრწამსის საკუთარ ქვეყანაში გავრცელებას. 1550-იან წლებში ორგანიზებულმა კალვინისტი მქადაგებლების შემოსვლამ, საფრანგეთში შესაძლებელი გახადა ასობით კალვინისტური მიწისქვეშა საზოგადოებების ჩამოყალიბება.

 
გამაგრებული ნავსადგური, ლა-როშელი, დასავლეთ საფრანგეთში, გახდა პროტესტანტების საყრდენი.

მიწისქვეშა კალვინისტურმა ქადაგებებმა და დიდგვაროვნებთან საიდუმლო კავშირების დამყარებამ, ასევე პოლიტიკური და რელიგიური მართველობის ხელში ჩაგდების სურვილმა, მალევე მიგვიყვანა პირდაპირ ქმედებებამდე. მდიდარი ეკლესიების და მონასტრების მამულების ხელში ჩაგდების პერსპეკტივამ, ევროპის გარშემო უამრავი დიდგვაროვნების რეფორმაციისადმი მხარდაჭერა გამოიწვია. ამას დამატებული ახალი კალვინისტური სწავლება, რომელიც მოსახლეობას "უღმერთო" მართველის გადაყენებას ავალებდა, 1560 წლის მარტში გამართული ამბბუასის შეთქმულება, იყო უკმაყოფილო თავადების უშედეგო მცდელობა, გაეტაცათ ახალგაზრდა მეფე ფრანცის II და ამოეძირკვათ გიზების კათოლიკური დინასტია. პირველი სერიოზული სისტემატური პროტესტი, 1560 წელს, ლა-როშელში კათოლიკურ ეკლესიაში, ხატებისა და მონუმენტების განადგურებით დაიწყო. ერთი წლის შემდეგ, მსგავსი თავდასხმები გაგრძელდა 20 ქალაქში.

1560 წლის დეკემბერში, ფრანცის II გარდაიცვალა და ეკატერინე მედიჩი გახდა შარლ IX-ს რეგენტი. გარდა კათოლიკებისა, ის მზად იყო კარგი ურთიერთობბები დაემყარებინა ჰუგენოტ ბურბონების საგვარეულოსთან. აქედან გამომდინარე ის მხარს უჭერდა, სენ-ჟერმენის ედიქტის ფარგლებში, რელიგიურ ტოლერანტობას. თუმცა, გიზის საგვარეულოს ვასალები, თავს დაესხდნენ არალეგალურ კალვინისსტებს შამპანის ერთ-ერთ ქალაქში. საომარი მოქმედებების დაწყებამ, ედიქტის გაუქმება გამოიწვია.

ამ მოვლენას მოჰყვა პირველი დაპირისპირება. ბურბონებმა ინგლისელების მხარდაჭერით, კონდეს გრაფ ლუის I-ის და ადმირალ კოლინის მეთაურობით დაიწეს მდინარე ლუარას გაყოლებით, სტრატეგიული ქალაქების ალყაში მოქცევა. 1563 წელს, ორლეანში, გიზის გრაფი ფრანცისკო მოკლეს, ეკატერინე შიშობდა რომ ომი გაჭიანურდებოდა და ამბუასის ედიქტი განაახლა, რომელიც ისევ აწესებდა კონტროლს რელიგიურ ტოლერანტობაზე და პროტესტანტების ღვთისმსახურობებზე.

თუმცა ეს ომი ორივე მხარისთვის, არადამაკმაყოფილებელი შედეგებით დასრულდა. პოლიტიკური დაძაბულობა მოსაზღვრე ტერიტორიებზე ისევ იზრდებოდა. ჰუგენოტებმა ესპანეთის ძალების წინააღმდეგ საფრანგეთის დახმარება ითხოვეს. უშედეგო მცდელობის შემდეგ, პროტესტანტების ჯარმა 1567 წელს, მეფე შარლ IX-ის გატაცება გადაწყვიტეს. ამ ქმედებამ, შემდგომში საომარი მოქმედებების დაწყება გამოიწვია, რაც 1568 წლის მარტში, მორიგი არადამაკმაყოფილებელი ზავით დასრულდა.

ამავე წლის სექტემბერში, ომი ისევ განახლდა. ამჯერად ეკატერინემ და შარლმა გიზის საგვარეულოსთან კავშირის გაბმა გადაწყვიტეს. ჰუგენოტების ჯარი გრაფი კონდეს და ლუის I ბურბონის მეთაურობის ქვეშ იყო, მათ ასევე მხარს უჭერდა პროტესტანტი გერმანული 14.000-იანი დაქირავებულ მხედარი. გრაფი კონდეს მკვლელობის შემდგომ, ის გრაფი მენსფელდის, ჰოლანდიელი ვილჰელმ ორანელის და მისი ძმების ლუის და ჰენრის მიერ ჩანაცვლდა. კათოლიკების მხარეს ანრი III ვალუა (შემდგომ მეფე ჰენრი III-მ ჩაანაცვლა) მეთაურობდა, რომელსაც მხარს უჭერდა ესპანეთი, პაპის ოლქი და ტოსკანას საჰერცოგო.

 
ბართლომეს ღამე, 1572

იმისათვის რომ ლა-როშელი დაეცვათ, პროტეტანტულმა არმიამ პუატიაში და სენტონჟში რამდენიმე ქალაქი ალყაში მოაქცია. 1569 წლის 16 მარტს, ჟარნაკის ბრძოლაში, გრაფი კონდე მოკლეს, ადმირალი კოლინი იძულებული გახდა პროტესტანტი ჯარის მეთაურობა თავის თავზე აეღო. კოლინი და მისი ჯარი სამხრეთ-დასავლეთი დაბრუნდა და გაბრიელ მონტეგომერის ჯართან გადაჯგუფდა. 1570 წლის გაზაფხულზე, მათ გაძარცვეს ტულუზა, შემდეგ გადაჭრეს გზა სამხრეთ საფრანეთიდან და რონას ხეობიდან ჩრდილოეთისაკენ დაიძრნენ. შარლ IX-ის შემაძრწუნებელმა ვალმა, 1570 წლის აგვისტოში, სან-ჟერმანის სამშვიდობო ხელშეკრულებამდე მიიყვანა, რომლის მიხედვითაც, მეფე ჰუგენოტების სასარგებლოდ გარკვეულ დათმობაზე მიდიოდა. 1572 წელს, დაძაბულობა კათოლიკებსა და პროტესტანტ ჯარებს შორის ისევ განახლდა, რომლებიც პროტესტანტი ჰენრი ნავარელისა და მეფის დის მარგარიტა დე ვალუას ქორწილში დაუპირისპირდნენ ერთმაენთს, მისი კულმინაცია გახდა ბართლომეს ღამე. ამ მოვლენამ 1572 წელს მეოთხე და 1573-76 წლებში მეხუთე სამოქალაქო ომი გამოიწვია.

1575 წელს, საფრანგეთში ანრი III ვალუა გამეფდა. ანრი III თავიდანვე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩდა, ის ცდილობდა, რომ სამეფო ძალაუფლება და ავტორიტეტი დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეენარჩუნებინა. 1576 წელს, მეფემ გამოსცა ბოლიეს ედიქტი, რომელიც უმნიშვნელო დათმობებს პირდებოდა კალვინისტებს, თუმცა 1577 წელს მცირეხნიანი სამოქალაქო ომი მაინც განახლდა. გიზის გრაფმა, ანრი I-მა, სარანგეთში კათოლიციზმის დასაცავად ჩამოაყალიბა კათლიკური ლიგა.

1584 წელს, მეფის უმცროსი ძმის და მემკვიდრის, ანჟუს გრაფის, ფრანსუას გარდაიცვალების შემდეგ, პროტესტანტებსა და კათოლიკებს შორის დაპირისპირება ისევ განახლდა. ანრი III-ს მემკვიდრე არ ჰყავდა, სალიკური სამართლის მიხედვით, შემდგომი მემკვიდრე კალვინისტი ანრი IV უნდა გამხდარიყო. გიზის საჰერცოგოს ზეწოლით ანრი III-მ გამოსცა ბრძანება, ანრი IV-ისთვის მემკვიდრეობის უფლების ჩამოსართმევად.

1584 წლის, დეკემბერში, გიზის გრაფმა, კათოლიკური ლიგის სახელით, კავშირი ესპანეთის მეფესთან ჩამოაყალიბა. 1585-1589 წლებში, ომი ისევ განახლდა. ანრი IV უცხოურ დახმარებას, გერმანელი გრაფებისა და ინგლისის დედოფლის ელიზაბედის მხრიდან მოელოდა. იმავდროულად პარიჟის კათლიკე მოქალაქეები, მეთქვსმეტე კომიტეტის გავლენით უკმაყოფილობას აცხადებდა ანრი III-ს უუნარობის გამო. 1588 წელს, 12 მაისს, საფრანგეთში აჯანყება დაიწყო, აჯანყებულებმა პარიზში ბარიკადები აღმართეს. ანრი III იძულებული იყო ქალაქი დაეტოვებინა. მეთქვსმეტე კომიტეტმა შეძლო სრული კონტროლის დამყარება და მათ პარიზში გიზის გრაფი მოიწვიეს.

1588 წლის, 23 დეკემბერს ბლუაში, ანრი I და მისი ძმა, გიზის კარდინალი მზაკვრულად მოკლეს. გიზის ჰერცოგი მთელ საფრანგეთში პოპულარობით სარგებლობდა და მისი სიკვდილის შემდეგ ლიგამ ომი საფრანგეთის მეფეს, ანრი III-ს გამოუცხადა. მეფემ ლიგის წინააღმდეგ ბრძოლაში მისი ბიძაშვილის ანრი IV-ს ძალებს შეურთდა.

1589 წლის, ივლისში, სენ-კლუს სამეფო ბანაკში, ერთ-ერთმა ბერმა მეფე ანრი III ვერაგულად მოკლა. სიკვდილის წინ ანრი III-მ ანრი IV-ს, ქვეყნის საკეთილდღეოდ, იმისათვის რომ თავიდან აერიდებინა სისხლისმღვრელი ომები, კათოლიკური მრწამსის მიღებას სთხოვდა. სალიკური სამართლის მიხედვით მან, ანრი IV, თავის მემკვიდრედ დაასახელა.

ანრი III-ს მკვლელობის შემდეგ ჰუგენოტებმა ბურბონი მაშინვე სცნეს საფრანგეთის მეფედ, ხოლო კათოლიკებმა ჯერ რწმენის შეცვლა მოსთხოვეს. აჯანყებულ პარიზს ამასობაში მაიენის ჰერცოგი (ანრი გიზის უმცროსი ძმა) მართავდა, ის და მისი ჯარი ასევე განაგებდა ნორმანდიის რურალურ ტერიტორიებს. მიუხედავად ამისა ანრიმ, არკის ბრძოლაში ჰერცოგს მძიმე მარცხი მიაყენა. ანრი გადავიდა ნორმანდიაში და მთელი ზამთრის განმავლობაში ქალაქს-ქალაქებზე იღებდა.

ანრი დარწმუნებული იყო, რომ მას უნდა აეღო პარიზი, თუმცა ეს არ იყო მარტივი საქმე. კათოლიკური ლიგის წევრები ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ ანრის სისასტიკის შესახებ, აქედან გამომდიანრე, პარიზელი მოქალაქეები ქალაქის გამაგრებას შეუდგნენ, ისინი მზად იყვნენ ბრძოლაში დახოცილიყვნენ, ვიდრე მათ კალვინისტი მეფე ჰყოლოდათ. 1590 წლის გაზაფხულზე ანრიმ ივრის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა მაიენის ჰერცოგი, ეს უკანასკნელი ამალის გარეშე გაიქცა და მანტს შეაფარა თავი. ამის შემდეგ ჰერცოგს აღარ ჰქონდა პარიზში დაბრუნების საშუალება. ანრიმ ისევ სცადა პარიზის დაკავება, მაგრამ კათოლიკეებს ესპანეთის მეფემ, ფელიპე II-მ უშველა, მან პარმის ჰერცოგის მეთაურობით ნიდერლადებიდან არმია დაუპირისპირა ანრის. ანრიმ კი ინგლისის დედოფლისგან ელისაბედისგან მიიღო დიდძალი ფულადი დახმარება, რითაც შეძლო ჯარის შეკრება და მანტის, შარტრის და ნიონის დაკავება. მეფემ გააცნობიერა თუ არა, რომ პროტესტანტიზმს არ ჰქონდა არანაირი პერსპეკტივა კათოლიკურ პარიზში, მან წარმოთქვა ყველასათვის ცნობილი ფრაზა: Paris vaut bien une messe (პარიზი ღირს მესად). 1594 წელს იგი შარტრში ძველი ტრადიციის თანახმად აკურთხეს მეფედ და იმავე წლის 22 მარტს იგი უბრძოლველად შევიდა პარიზში. ანრიმ საფრანგეთი ნაწილ-ნაწილ გააერთიანა, ზოგი ქალაქი და პროვინცია "იყიდა", ხოლო სადაც ფულმა და დათმობამ არ გაჭრა, იქ იარაღი გამოიყენა.

მიუხედავად ამისა, ესპანეთის მეფე არ ცნობდა ანრის საფრანგეთის მეფედ და აგრძელებდა ომს. 1597 წელს ესპანელები ამენამდე მოვიდნე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ არ ჰქონდათ ანრის ტახტიდან ჩამოგდების არანაირი შანსი. 1598 წელს კი ესპანეთის მეფე დათანხმდა მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულება.

რელიგიური ომები დასრულდა ნანტის ედიქტის ხელმოწერით 1598 წელს, მართალია პროტესტანტული ეკლესია კათოლიკურს ვერ გაუთანაბრდა, მაგრამ ჰუგენოტებმა მნიშვნელოვანი უფლებები მაინც მიიღეს.

დანია და ნორვეგია

რედაქტირება

1524 წელს, მეფე კრისტიან II-მ ლუთერანობა მიიღო და მიუხედავად ადგილობრივი საღვმდელობის წინააღმდეგობისა დანიაში ლუთერანობის გავრცელება გადაწყვიტა. 1533 წელს, მეფე ფრედერი I-ის გარდაცვალების შემდეგ, კათოლიკე გრაფ კრისტოფ ოლდენბურგელსა და ლუთერან გრაფ კრისტიან ჰოლშტეინს შორის კონფლიქტი დაიწყო. ლიუბეკისგან მხარდაჭერის შეწვეტისთანავე, კრისტოფი მალევე დამარცხდა, 1536 წელს კი საბოლოოდ დაკარგა მისი უკანასკნელი სიმაგრე კოპენჰაგენში. ლუთერანიზმი მალევე დამყარდა, კათოლიკე ეპისკოპოსები დაატყვევეს, ხოლო სამონასტრო და საეკლესიო მიწები კონფისკირებული იქნა, რათა არმიისთვის თანხა გადაეხადათ, რომლებმაც კრისტიანის ძალაუფლება მოუპოვეს. დანიაში სამეფო შემოსავლები 300%-ით გაიზარდა. 1537 წელს კრისტიან III-მ ლუთერანიზმი ნორვეგიაში გაავრცელა, 1540 წელს ფარერის კუნძულებზე, 1550 წელს კი ისლანდიაში. 1536/37 წელს მან ნორვეგია დანიის სამეფო გვირგვინს დაუქვემდებარა, რომლის ფარგლებშიც ნორვეგია 1814 წლამდე იმყოფებოდა, იქამდე სანამ ფრედერიკ VI-მ ნორვეგიის სამეფო შვედეთის მეფეს კილის სამშვიდობო ხელშეკრულებების ფარგლებში დაუთო.

გრაფების შუღლი, 1534 წლიდან 1536 წლამდე, იყო სამოქალაქო ომი დანიის რეფორმაციის ომის ნაწილი.

1625 წელს, ოცდაათწლიანი ომის ფარგლებში, კრისტიან IV, რომელიც ასევე ჰოლშტეინის ჰერცოგი იყო, მეზობელ ქვემო საქსონიაში ლუთერან მმართველებს საღვთო რომის იმპერატორის სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგ დახმარება აღუთქვა. კრისტიანმა თავად დანიშნა სამხედრო ლიდერი, ქვემო საქსონიის კავშირისთვის და გამოიყვანა 20,000-35,000 დაქირავებული არმია. ნალე კრისტიანი იძულებული იყო უკან გაბრუნებულიყო, იქამდე სანამ საიმპერატორო ჯარებების გაერთიანებული არმია, ალბრეხტ ვოლენშტეინი და ტილის სარდლობით მას დაუპირისპირდებოდა. ვოლშტეინის არმია ჩრდილოეთისკენ დაიძრა, დაიკავა მეკლენბურგი, პომერანია, და საბოლოოდ იუტლანდიაც, მიუხედავად ამისა, ფლოტის არ ქონამ, გადამწყვეტი როლი ითამაშა და მან დანიის დედაქალაქის აღება ვერ შეძლო, რომელიც კუნძულ ზელანდიაზე მდებარეობდა. სამშვიდობო შეთანხმება ლიუბეკის ხელშეკრულებით 1629 წელს გარფორმდა. ხელშეკრულება კრისტიან IV-ს დანიას უნარჩუნება იმ პირობით თუ ის მხარს არ დაუჭერდა გერმანიის არცერთ პროტესტანტულ სახელმწიფოს.

დიდი ბრიტანეთი და ირლანდია

რედაქტირება

ბრიტანეთსა და ირლანდიაში რეფორმაციის გავრცელება, 1533 წელს ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის მიერ კათოლიკურ ეკლესიასთან განხეთქილებას უკავშირდება. ამ დროისთვის ინგლისში პროტესტანტების რაოდენობა ინგლისის მთელ მოსახლეობასთან შედარებით ძალზედ მცირე ნაწილს შეადგენდა და მათი განსახლების არეალი სამეფოს სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქალაქებით შემოიფარგლებოდა. ჰენრის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად ინგლისის, უელსის და ირლანდიის ეკლესიები უშუალოდ სამეფო ხელისუფლებას და პარლამენტს დაექვემდებარა.

რელიგიური ინსტიტუციების მასშტაბური გარდაქმნა ვიცე-გენერალ თომას კრომველის და ახლად დანიშტნული კენტრბერის არქიეპისკოპოსის, ტომას კრანმერის მიერ დაიწყო. ცვლილებებს პირველი წინააღმდეგობა ირლანდიამ გაუწია, სადაც 1534 წელს თომას ფიცჯერალდი აჯანყებას სათავეში ჩაუდგა და თავი ირლანდიის მეფედ გამოაცხადა. ახალგაზრდა ფიცჯერალდმა ადგილობრივების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. იმავე წლის ოქტომბერში ინგლისისა და უელსის არმია, რომელიც ასევე აღჭურვილი იყო ოთხი თანამედროვე საალყო იარაღით, დაეშვა ირლანდიაში. შემდეგი წლის აგვისტოში, ფიცჯერალდი იძულებული იყო დანებებულიყო.

1536 წელს, მონასტრების გაუქმებას ინგლისის კათოლიკე მოსახლეობის პროტესტი და ინგლისის ჩრდილოეთში წარუმატებელი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. რეფორმაცია სისხლიანი კონფლიქტებით გრძელდებოდა, რასაც ასევე მკაცრი კანონები უწყობდა ხელს. 1549 წელს, ინგლისის დასავლეთ პროვინციებში, ახალი მასიური აჯანყება დაიწყო, თუმცა ისიც წარუმატებელი აღმოჩნდა.

1553 წელს ინგლისის დედოფალმა, მერი I-მა კათოლიციზმის დევნა შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა პროტესტანტებისთვის და მათ ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აჯანყება წამოიწყეს, თუმცა ისინი მალევე დამარცხდნენ.